პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო - დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი
სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო - დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი

1921 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო კო­მი­სი­ის ("ჩეკა") პრე­ზი­დი­უ­მის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, შე­იქ­მნა სა­აღ­რი­ცხვო-სა­არ­ქი­ვო გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­საც კო­მი­სი­ის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი და გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, "ქვეყ­ნის მტრე­ბი­სა" და "სა­ში­ში ელე­მენ­ტე­ბის" შე­სა­ხებ მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის თავ­მოყ­რა და შე­ნახ­ვა და­ე­ვა­ლა. პირ­ვე­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტარ­და, იყო "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე რაჟ­დენ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი­სა და სხვა­თა მი­მართ". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ხალ­ხის მტრე­ბად" შე­რა­ცხულ ამ ადა­მი­ა­ნებს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის და­მალ­ვა ედე­ბო­დათ ბრა­ლად. 7 გან­სას­ჯე­ლი­დან 3-ს სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა მი­ე­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნი მე­ო­რე დღეს­ვე მო­იყ­ვა­ნეს სის­რუ­ლე­ში. ამ საქ­მის შე­სა­ხებ ვრცლად შემ­დგომ მო­გი­თხრობთ. ამ­ჯე­რად კი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­წყე­ბუ­ლი, სა­ო­ცა­რი რო­მა­ნის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი მედ­დი­სა და გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რის ბედი და­უ­კავ­ში­რა ერ­თმა­ნეთს...

1921-დან 1990 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის (სუკ-ი) მე-10 გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ცა­ვებ­ში 230 ათა­სი ერ­თე­უ­ლი, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი დაგ­როვ­და. ყვე­ლა ეს დო­კუ­მენ­ტი გრი­ფით - "სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ" ინა­ხე­ბო­და. 1991-1992 წლებ­ში თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს სუ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა და სა­არ­ქი­ვო ფონ­დის 80%-ზე მეტი გა­ნად­გურ­და. რაც გა­დარ­ჩა, ხან­ძრის ჩა­საქ­რო­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყლის ჭავ­ლით და­ზი­ან­და...

სა­არ­ქი­ვო სა­ცა­ვის აღ­დგე­ნა და გა­დარ­ჩე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის რეს­ტავ­რა­ცია მხო­ლოდ 2004-2005 წლებ­ში და­ი­წყო. სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქივ­შია და­ცუ­ლი. სწო­რედ ამ უწყე­ბის სა­არ­ქი­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­შე­წყო­ბი­თა და დახ­მა­რე­ბით გა­გაც­ნობთ წარ­სუ­ლის ისეთ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქი­ვი, საქ­მე N46 - ასე­თია ტო­მე­ბად შეკ­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შიფ­რი, სა­დაც ქარ­თვე­ლი მედ­დი­სა და გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რის სა­ბე­დის­წე­რო სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი იკი­თხე­ბა...

"შე­ჩერ­დით, ის ქარ­თვე­ლია!" - გა­ის­მა მკაც­რი ბრძა­ნე­ბა ავ­ტო­მატ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ­ლებ­საც ჰოს­პიტ­ლის ობ­მო­კი­დე­ბუ­ლი სარ­და­ფის კე­დელ­თან ატუ­ზუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის ის-ის იყო, სი­ცო­ცხლე უნდა მო­ეს­წრა­ფე­ბი­ნათ. სიკ­ვდილ­მის­ჯილ­თა შო­რის, ქარ­თვე­ლი მედ­და თინა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი სი­ცო­ცხლე კი წი­თე­ლი არ­მი­ის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ჰოს­პიტ­ლის კო­მენ­დან­ტმა, გერ­მა­ნელ­მა ფელ­დფე­ბელ­მა არ­ტურ ციც­კემ იხ­სნა. გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რის ამ კე­თილ­შო­ბი­ლურ­მა საქ­ცი­ელ­მა ქარ­თველ ქა­ლიშ­ვილ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ნა­პერ­წკა­ლი გა­ა­ჩი­ნა და ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქის ქა­ლაქ პო­ლო­გის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ო­ბა და გა­უ­საძ­ლი­სი ყოფა ლა­მის ბედ­ნი­ე­რე­ბად უქ­ცია. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო...

თინა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე 1920 წელს ქუ­თა­ი­სის მახ­ლობ­ლად, სო­ფელ ქვი­ტირ­ში და­ი­ბა­და. დე­დი­სერ­თა და მა­მის გა­რე­შე გაზ­რდილ­მა გო­გო­ნამ "წი­თე­ლი ჯვრის" ქუ­თა­ი­სის მე­დი­ცი­ნის დათა ორ­წლი­ა­ნი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ქუ­თა­ი­სის ვენ­დის­პან­სერ­სა და პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში მედ­დად მუ­შა­ობ­და. ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 1941 წლის 28 ივ­ნისს გა­იწ­ვი­ეს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და მე-18 არ­მი­ის მე-4 მო­ტომსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის 55-ე სა­ნი­ტა­რი­ულ ბა­ტა­ლი­ონ­ში ჩა­რი­ცხეს. 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლა­დი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა ქუ­თა­ის­ში გა­ი­ა­რა, 6 სექ­ტემ­ბერს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­მი­ის მთელ შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად, სამ­ხრე­თის ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე აღ­მოჩ­ნდა.

ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქის ქა­ლაქ ტოკ­მაკ­თან არ­მია გერ­მა­ნელ­თა ალ­ყა­ში მო­ექ­ცა. ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი­სა და ყუმ­ბა­რე­ბის აფეთ­ქე­ბის ქვეშ ახალ­გაზ­რდა მედ­და პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას. მაგ­რამ 1941 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს თა­ვა­დაც მძი­მედ და­იჭ­რა. ნაღ­მის ნამ­სხვრე­ვებ­მა მარ­ცხე­ნა ფეხი და­უ­ზი­ა­ნა. ამ ამ­ბი­დან მე­ო­რე დღეს კი მისი ბა­ტა­ლი­ო­ნი გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. მძი­მედ დაჭ­რი­ლი მედ­და გერ­მა­ნელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ქა­ლაქ პო­ლო­გის წი­თე­ლი არ­მი­ის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც თი­ნას ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. სწო­რედ იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი ქარ­თველ­მა მედ­დამ და გერ­მა­ნელ­მა ოფი­ცერ­მა. არ­ტურ ციც­კე მა­ლე­ვე მო­ი­ხიბ­ლა ტყვე ქა­ლიშ­ვი­ლით. არც თინა დარ­ჩე­ნი­ლა მის მი­მართ გულ­გრი­ლი. ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნა დრო­ე­ბით, იმა­ვე ჰოს­პი­ტალ­ში და­ტო­ვეს სა­მუ­შა­ოდ...

ზა­პო­რო­ჟი­ეს ოკუ­პა­ცია 2 წელი და 10 დღე გაგ­რძელ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე იქ 44 ათა­სი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე და­ი­ღუ­პა. ამი­ტომ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ უნდა იყოს, თუ რა მძი­მე პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და ცხოვ­რე­ბა ქარ­თველ ტყვეს, მით უფრო - მტრის სიყ­ვა­რუ­ლით გუ­ლან­თე­ბულს...

1942 წლის ივ­ნის­ში თინა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, სხვა ტყვე­ებ­თან ერ­თად, ზა­პო­რო­ჟი­ეს გერ­მა­ნე­ლე­ბის სამ­ხედ­რო კო­მენ­და­ტუ­რა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­პა­ტიმ­რო­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს. გეს­ტა­პოს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ორ­კვი­რი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ, მედ­და ფა­შის­ტურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­ი­თან­ხმეს. მას საბ­ჭო­თა პარ­ტი­ზა­ნე­ბი­სა და ჰოს­პი­ტალ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ მყო­ფი კო­მუ­ნის­ტე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა, ასე­ვე, ებ­რა­ე­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის დად­გე­ნა და­ე­ვა­ლა. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის ან გეს­ტა­პოს­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თი­ნას დახ­ვრე­ტა ელო­და. რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ უნდა იყოს, თუ რის ფა­სად და­უჯ­და ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ქალს ფა­შის­ტე­ბის ულ­ტი­მა­ტუ­მის მი­ღე­ბა. მის მდგო­მა­რე­ო­ბას ისიც არ­თუ­ლებ­და, რომ გული მტრის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლით ჰქონ­და სავ­სე...

გაგ­რძე­ლე­ბა

სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო - დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი

სიყვარულზე გაცვლილი სამშობლო - დახვრეტას გადარჩენილი მედდისა და დამარცხებული ქვეყნის ოფიცრის რომანი

1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკა") პრეზიდიუმის ბრძანებულებით, შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც კომისიის მიერ გამოვლენილი და გასამართლებული, "ქვეყნის მტრებისა" და "საშიში ელემენტების" შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა დაევალა. პირველი საქმე, რომელიც ამ განყოფილებაში რეგისტრაციაში გატარდა, იყო "სისხლის სამართლის საქმე რაჟდენ მირიანაშვილისა და სხვათა მიმართ". აღსანიშნავია, რომ "ხალხის მტრებად" შერაცხულ ამ ადამიანებს საკვები პროდუქტების დამალვა ედებოდათ ბრალად. 7 განსასჯელიდან 3-ს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს სისრულეში. ამ საქმის შესახებ ვრცლად შემდგომ მოგითხრობთ. ამჯერად კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაწყებული, საოცარი რომანის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის ბედი დაუკავშირა ერთმანეთს...

1921-დან 1990 წლამდე პერიოდში, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ი) მე-10 განყოფილების საცავებში 230 ათასი ერთეული, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაგროვდა. ყველა ეს დოკუმენტი გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" ინახებოდა. 1991-1992 წლებში თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს სუკის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა და საარქივო ფონდის 80%-ზე მეტი განადგურდა. რაც გადარჩა, ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყლის ჭავლით დაზიანდა...

საარქივო საცავის აღდგენა და გადარჩენილი დოკუმენტების რესტავრაცია მხოლოდ 2004-2005 წლებში დაიწყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი წერილობითი დოკუმენტები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული. სწორედ ამ უწყების საარქივო სამმართველოს ხელშეწყობითა და დახმარებით გაგაცნობთ წარსულის ისეთ ფაქტებს, რომლებიც მანამდე გასაიდუმლოებული იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, საქმე N46 - ასეთია ტომებად შეკრული დოკუმენტების შიფრი, სადაც ქართველი მედდისა და გერმანელი ოფიცრის საბედისწერო სიყვარულის ამბავი იკითხება...

"შეჩერდით, ის ქართველია!" - გაისმა მკაცრი ბრძანება ავტომატმომარჯვებული გერმანელი ჯარისკაცების მისამართით, რომლებსაც ჰოსპიტლის ობმოკიდებული სარდაფის კედელთან ატუზული ებრაელებისთვის ის-ის იყო, სიცოცხლე უნდა მოესწრაფებინათ. სიკვდილმისჯილთა შორის, ქართველი მედდა თინა ბალანჩივაძე იმყოფებოდა. მისი სიცოცხლე კი წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტლის კომენდანტმა, გერმანელმა ფელდფებელმა არტურ ციცკემ იხსნა. გერმანელი ოფიცრის ამ კეთილშობილურმა საქციელმა ქართველ ქალიშვილში სიყვარულის ნაპერწკალი გააჩინა და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ პოლოგის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობა და გაუსაძლისი ყოფა ლამის ბედნიერებად უქცია. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

თინა ბალანჩივაძე 1920 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ ქვიტირში დაიბადა. დედისერთა და მამის გარეშე გაზრდილმა გოგონამ "წითელი ჯვრის" ქუთაისის მედიცინის დათა ორწლიანი სკოლა დაამთავრა. ქუთაისის ვენდისპანსერსა და პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 1941 წლის 28 ივნისს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და მე-18 არმიის მე-4 მოტომსროლელი დივიზიის 55-ე სანიტარიულ ბატალიონში ჩარიცხეს. 3 თვის განმავლობაში პირველადი სამხედრო მომზადება ქუთაისში გაიარა, 6 სექტემბერს კი აღნიშნული არმიის მთელ შემადგენლობასთან ერთად, სამხრეთის ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა.

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკთან არმია გერმანელთა ალყაში მოექცა. ტყვიების ზუზუნისა და ყუმბარების აფეთქების ქვეშ ახალგაზრდა მედდა პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. მაგრამ 1941 წლის 8 ოქტომბერს თავადაც მძიმედ დაიჭრა. ნაღმის ნამსხვრევებმა მარცხენა ფეხი დაუზიანა. ამ ამბიდან მეორე დღეს კი მისი ბატალიონი გერმანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. მძიმედ დაჭრილი მედდა გერმანელმა ჯარისკაცებმა ქალაქ პოლოგის წითელი არმიის სამხედრო ტყვეთა ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც თინას ოპერაცია გაუკეთეს. სწორედ იქ გაიცნეს ერთმანეთი ქართველმა მედდამ და გერმანელმა ოფიცერმა. არტურ ციცკე მალევე მოიხიბლა ტყვე ქალიშვილით. არც თინა დარჩენილა მის მიმართ გულგრილი. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, გოგონა დროებით, იმავე ჰოსპიტალში დატოვეს სამუშაოდ...

ზაპოროჟიეს ოკუპაცია 2 წელი და 10 დღე გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე იქ 44 ათასი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება ქართველ ტყვეს, მით უფრო - მტრის სიყვარულით გულანთებულს...

1942 წლის ივნისში თინა ბალანჩივაძე, სხვა ტყვეებთან ერთად, ზაპოროჟიეს გერმანელების სამხედრო კომენდატურაში გადაიყვანეს და საპატიმროში გამოამწყვდიეს. გესტაპოს თანამშრომლებთან ორკვირიანი შეხვედრების შემდეგ, მედდა ფაშისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე დაითანხმეს. მას საბჭოთა პარტიზანებისა და ჰოსპიტალში სამკურნალოდ მყოფი კომუნისტების გამოაშკარავება, ასევე, ებრაელების საცხოვრებელი ადგილების დადგენა დაევალა. წინააღმდეგობის გაწევის ან გესტაპოსთან მისი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის გახმაურების შემთხვევაში, თინას დახვრეტა ელოდა. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რის ფასად დაუჯდა ახალგაზრდა ქართველ ქალს ფაშისტების ულტიმატუმის მიღება. მის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ გული მტრის მიმართ სიყვარულით ჰქონდა სავსე...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია