ლონდონში Victoria's Secret 2014-ის გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შოუ აშშ-ის ფარგლებს გარეთ ჩატარდა. ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ლილი ოლდრიჯი, ბეჰატი პრინსლი, დაუტცენ კრუზი, კენდის სვეინპოლი, კარლი კლოსი და ბრენდის სხვა "ანგელოზები" პოდიუმზე მაქმანებიანი კორსეტებით, საცვლების კომპლექტითა და საღამურებით გამოვიდნენ.
შოუს კულმინაცია ალესანდრა ამბროსიოსა და ადრიანა ლიმას ლეგენდარული Fantasy Bra-თი გამოსვლა გახდა, რომელთა საერთო ღირებულება 4 მლნ დოლარს შეადგენს.იხილეთ გალერეა