მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება - მსახიობი პოლიტიკოსის ფრაზამ აღაშფოთა
დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება - მსახიობი პოლიტიკოსის ფრაზამ აღაშფოთა

უკ­რა­ი­ნა­ში ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მმარ­თველ გუნდში რა­დი­კა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს არ აკე­თე­ბენ, თუმ­ცა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის წევ­რის პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა მათ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი არ არის.

მათ შო­რის, ვინც უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­აპ­რო­ტეს­ტა, "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეა. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "ჩვენ თუ სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ვართ, პრაქ­ტი­კუ­ლად უნდა მი­ვი­დეთ უკ­რა­ი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტამ­დე".

ამას­თან, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ და ამ­ბობს, რომ მათი მთავ­რო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს იმე­ო­რებს.

"უკ­რა­ი­ნის და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რად­გან მისი მთავ­რო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს იმე­ო­რებს ბევრ რა­მე­ში. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შეძ­ლო, ხმა მი­ეწვდი­ნა მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­შიც კი სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ. დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფომ­რე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მსოფ­ლი­ოს­თვის გა­ეც­ნოთ თუ რა პრე­ტენ­ზია აქვს ქარ­თველ ხალ­ხს სა­ა­კაშ­ვი­ლის და მისი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ბურ­ჯა­ნა­ძის ამ ფრა­ზას გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა უმ­რავ­ლეს­მა ნა­წილ­მა ბურ­ჯა­ნა­ძე ნათ­ქვა­მის გამო გა­აკ­რი­ტი­კა. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა მსა­ხი­ო­ბი დუტა სხირტლა­ძეც, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას Facebook-ზე წერს:

"ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ რა მა­გა­რი იდეა მი­ა­წო­და მთავ­რო­ბას - უკ­რა­ი­ნი­დან ელჩი გა­მო­იწ­ვი­ეთ და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტე­თო... ეს ომის გა­მო­ცხა­დე­ბას რომ ნიშ­ნავს, არა­ფე­რია?!?!?!?! ვაი ჩვენ თავს. უკ­რა­ი­ნას­თან თურ­მე რა კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს... მა­შინ აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლოც ჩვე­ნით ვა­ღი­ა­როთ და ეგაა... სამ­ფე­რი დრო­შაც ჩვე­ნით გა­ვარ­ჭოთ ქვე­ყა­ნას და ვსიო. თეთ­რსა და წი­თელს ცის­ფე­რიც მი­ვა­მა­ტოთ ზო­ლებ­ში და მაგ­რად მოგ­ვიხ­დე­ბა.(ხომ­მიხ­დე­ბა­ესდრო­შას­მა­ი­ლი) რაღა დარ­ჩა?!", - წერს მსა­ხი­ო­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება - მსახიობი პოლიტიკოსის ფრაზამ აღაშფოთა

დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება - მსახიობი პოლიტიკოსის ფრაზამ აღაშფოთა

უკრაინაში ალექსანდრე კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას საქართველოში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ გუნდში რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მთავრობის წევრის პარტნიორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა მათთვის მისასალმებელი არ არის.

მათ შორის, ვინც უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძაფრად გააპროტესტა, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "ჩვენ თუ სუვერენული სახელმწიფო ვართ, პრაქტიკულად უნდა მივიდეთ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე".

ამასთან, ნინო ბურჯანაძე წუხილს გამოთქვამს უკრაინელი ხალხის მიმართ და ამბობს, რომ მათი მთავრობა სააკაშვილის მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

"უკრაინის და უკრაინელი ხალხის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მისი მთავრობა სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს ბევრ რამეში. ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ხმა მიეწვდინა მეზობელ უკრაინაშიც კი სააკაშვილის და მისი რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათის შესახებ. დღეს სააკაშვილი უკრაინაში არის წარმოჩენილი როგორც დემოკრატიული რეფომრების განმახორციელებელი, დემოკრატიული რეფორმების მამა საქართველოში. ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გაეცნოთ თუ რა პრეტენზია აქვს ქართველ ხალხს სააკაშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ქართულ საზოგადოებაში არსებობს ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც ბურჯანაძის ამ ფრაზას გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა უმრავლესმა ნაწილმა ბურჯანაძე ნათქვამის გამო გააკრიტიკა. ნინო ბურჯანაძის აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება მსახიობი დუტა სხირტლაძეც, რომელიც საკუთარ მოსაზრებას Facebook-ზე წერს:

"ნინო ბურჯანაძემ რა მაგარი იდეა მიაწოდა მთავრობას - უკრაინიდან ელჩი გამოიწვიეთ და დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეთო... ეს ომის გამოცხადებას რომ ნიშნავს, არაფერია?!?!?!?! ვაი ჩვენ თავს. უკრაინასთან თურმე რა კარგი დამოკიდებულება გვაქვს... მაშინ აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენით ვაღიაროთ და ეგაა... სამფერი დროშაც ჩვენით გავარჭოთ ქვეყანას და ვსიო. თეთრსა და წითელს ცისფერიც მივამატოთ ზოლებში და მაგრად მოგვიხდება.(ხომმიხდებაესდროშასმაილი) რაღა დარჩა?!", - წერს მსახიობი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს