Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის მსოფლიო" მაშინ და ახლა, ანუ როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები
"მის მსოფლიო" მაშინ და ახლა, ანუ როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები

14 დე­კემ­ბერს ლონ­დონ­ში მის მსოფ­ლიო 2014 გა­ი­მარ­თე­ბა. გა­დავ­ხე­დოთ, სა­ი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი და რო­გორ იც­ვლე­ბო­და სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

1951 წელს ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა "მის ბი­კი­ნი". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­შინ ეს სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მი სულ ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო მო­და­ში. ყვე­ლა­ფე­რი, რაც კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ, ეს იყო სიმ­ღე­რა, ცეკ­ვა და სა­ზღვაო სა­მო­სის დე­მონ­სტრი­რე­ბა. შოუ ერ­თგვარ სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და, თუმ­ცა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ინც გა­მოვ­ლინ­და. იგი შვე­დი კიკი ჰო­კან­სო­ნი გახ­და. ის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გვირ­გვი­ნი ბი­კი­ნი­ში გა­მო­წყო­ბილს და­ად­გეს. კონ­კურ­სმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, რის გა­მოც გა­და­წყდა, რომ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უფრო მე­ტად "ჩაც­მუ­ლე­ბი" ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

სა­ხელ­წო­დე­ბა "მის მსოფ­ლიო" პრე­სამ გა­მო­ი­გო­ნა. კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ე.წ. კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი გლა­მუ­რის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენ­დნენ, რო­გორც ძვე­ლი ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი.

1953 წლის "მის მსოფ­ლიო" ფრან­გი დე­ნიზ პე­რიე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის იმ­დრო­ინ­დელ სიმ­ბო­ლოდ მო­დე­ლი ტვი­გი მი­იჩ­ნე­ო­და, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე მა­ინც "ქვი­შის სა­ა­თის" ფორ­მის მო­დე­ლე­ბი ფა­სობ­დნენ. ასე მა­გა­ლი­თად, 1967 წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პე­რუ­ე­ლი მა­დე­ლე­ინ ჰარ­ტოგ ბელი გახ­და, ხოლო 1968 წელს - ავ­სტრა­ლი­ე­ლი პე­ნე­ლო­პე პლა­მე­რი.

დის­კოს ეპო­ქამ კონ­კურ­სში სა­კუ­თა­რი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა. "სა­კარ­ნა­ვა­ლო" გა­რეგ­ნო­ბამ და რუ­ჯ­მა მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. 1971 წლის მის მსოფ­ლიო - ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლუ­სია ტა­ვა­რეს პა­ტერ­ლე და 1975 წლის მის მსოფ­ლიო - პუ­ერტ-რი­კო­ე­ლი ვილ­ნე­ლიუ მერ­სე­დე­სი.

ე.წ. "ნა­ჩო­სი", "საბ­რძო­ლო მა­კი­ა­ჟი", მკაც­რი სი­ლუ­ე­ტი და ფარ­თო მხრე­ბი. კე­თი­ლი იყოს 80-იანი წლე­ბის შე­მობ­რძა­ნე­ბა. იმ­დრო­ინ­დე­ლი ტრენ­დე­ბის­თვის ზურ­გის შექ­ცე­ვა ვერც სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სმა მო­ა­ხერ­ხა. 1984 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვე­ნე­სუ­ე­ლი­დან - ას­ტრიტ კა­რო­ლი­ნა ჰე­რე­რა ირა­სა­ბა­ლი (პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლი­დან "იუ­დას ქალი") და 1987 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­სტრი­ი­დან ულა ვა­ი­გერშტო­პ­ფე­რი.

90-იან წლებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მდიდ­რუ­ლი და ბრჭყვი­ა­ლა კა­ბე­ბი, ხოლო "ფუმ­ფუ­ლა" სი­ლუ­ე­ტე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ბარ­დე­ბა წარ­სულს. 1992 წლის მის მსოფ­ლიო, რუსი იუ­ლია კუ­რო­ჩკი­ნა და კონ­კურ­სის ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლა­უ­რე­ა­ტი, ბო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი აიშ­ვა­რია რაი (1994).

2000-ია­ნებ­ში მო­და­ში სლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბა შე­მო­ვი­და. შე­დე­გად, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 2006 წელს ჩეხი კუ­ჩა­რო­ვა და 2008 წელს - რუსი ქსე­ნია სუ­ხი­ნო­ვა გახ­დნენ.

2012 წელი: იუი ვენ­სია - ჩი­ნე­თი

2013 წელი: მე­გან იან­გი - ფი­ლი­პი­ნე­ბი

ვინ გახ­დე­ბა 2014 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ამას დე­კემ­ბრის თვე­ში გა­ვი­გებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მის მსოფლიო" მაშინ და ახლა, ანუ როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები

"მის მსოფლიო" მაშინ და ახლა, ანუ როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები

14 დეკემბერს ლონდონში მის მსოფლიო 2014 გაიმართება. გადავხედოთ, საიდან დაიწყო ყველაფერი და როგორ იცვლებოდა სილამაზის სტანდარტები ათწლეულების განმავლობაში.

1951 წელს ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად გაიმართა "მის ბიკინი". აღსანიშნავია, რომ მაშინ ეს საცურაო კოსტუმი სულ ახალი შემოსული იყო მოდაში. ყველაფერი, რაც კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, ეს იყო სიმღერა, ცეკვა და საზღვაო სამოსის დემონსტრირება. შოუ ერთგვარ სარეკლამო აქციას წარმოადგენდა, თუმცა, გამარჯვებული მაინც გამოვლინდა. იგი შვედი კიკი ჰოკანსონი გახდა. ის ერთადერთი ადამიანია კონკურსის ისტორიაში, რომელსაც გამარჯვებულის გვირგვინი ბიკინიში გამოწყობილს დაადგეს. კონკურსმა საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა, რის გამოც გადაწყდა, რომ კონკურსის მონაწილეები უფრო მეტად "ჩაცმულები" ყოფილიყვნენ.

სახელწოდება "მის მსოფლიო" პრესამ გამოიგონა. კონკურსის მიმდინარეობის პირველი ათწლეულის განმავლობაში გამარჯვებულები ე.წ. კონსერვატორული გლამურის დემონსტრირებას ახდენდნენ, როგორც ძველი ჰოლივუდის მსახიობები.

1953 წლის "მის მსოფლიო" ფრანგი დენიზ პერიე

მიუხედავად იმისა, რომ მოდური ჟურნალების იმდროინდელ სიმბოლოდ მოდელი ტვიგი მიიჩნეოდა, სილამაზის კონკურსზე მაინც "ქვიშის საათის" ფორმის მოდელები ფასობდნენ. ასე მაგალითად, 1967 წელს გამარჯვებული პერუელი მადელეინ ჰარტოგ ბელი გახდა, ხოლო 1968 წელს - ავსტრალიელი პენელოპე პლამერი.

დისკოს ეპოქამ კონკურსში საკუთარი კორექტივები შეიტანა. "საკარნავალო" გარეგნობამ და რუჯმა მოწინავე პოზიციებზე ლათინოამერიკელი ქალები გამოიყვანა. 1971 წლის მის მსოფლიო - ბრაზილიელი ლუსია ტავარეს პატერლე და 1975 წლის მის მსოფლიო - პუერტ-რიკოელი ვილნელიუ მერსედესი.

ე.წ. "ნაჩოსი", "საბრძოლო მაკიაჟი", მკაცრი სილუეტი და ფართო მხრები. კეთილი იყოს 80-იანი წლების შემობრძანება. იმდროინდელი ტრენდებისთვის ზურგის შექცევა ვერც სილამაზის კონკურსმა მოახერხა. 1984 წლის გამარჯვებული ვენესუელიდან - ასტრიტ კაროლინა ჰერერა ირასაბალი (პოპულარული ტელესერიალიდან "იუდას ქალი") და 1987 წლის გამარჯვებული ავსტრიიდან ულა ვაიგერშტოპფერი.

90-იან წლებში პოპულარული ხდება მდიდრული და ბრჭყვიალა კაბები, ხოლო "ფუმფულა" სილუეტები საბოლოოდ ბარდება წარსულს. 1992 წლის მის მსოფლიო, რუსი იულია კუროჩკინა და კონკურსის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაურეატი, ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი (1994).

2000-იანებში მოდაში სლავური გარეგნობა შემოვიდა. შედეგად, გამარჯვებულები 2006 წელს ჩეხი კუჩაროვა და 2008 წელს - რუსი ქსენია სუხინოვა გახდნენ.

2012 წელი: იუი ვენსია - ჩინეთი

2013 წელი: მეგან იანგი - ფილიპინები

ვინ გახდება 2014 წლის გამარჯვებული, ამას დეკემბრის თვეში გავიგებთ.

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?