პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"
"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"

"შსს-ს შე­უძ­ლია, ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ანს მო­უს­მი­ნოს ისე, რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გოს," - ეს გან­ცხა­დე­ბა უტი­აშ­ვილ­მა თოქ­შოუ "არ­ჩე­ვან­ში" გა­ა­კე­თა, სა­დაც ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის სე­სა­ხებ იყო მსჯე­ლო­ბა.

უტი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ შსს-ში არ­სე­ბობს დე­პარ­ტა­მენ­ტი "ოტო", ანუ იგი­ვე ოპე­რა­ტი­ულ- ტექ­ნი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მოს­მე­ნებს და მის ჩა­წე­რებს ახორ­ცი­ე­ლებს. უტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა თი­თის ანა­ბეჭ­დით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და იქ მხო­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეს­ვლაა და­საშ­ვე­ბი.

შოთა უტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "შე­იძ­ლე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ სა­სა­მარ­თლო­ში მო­ი­პო­ვოს ერთი ადა­მი­ა­ნის ფა­რუ­ლი მოს­მე­ნის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით სა­მი­ნის­ტრომ ამ ერთ მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა, ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ერ­თდრო­უ­ლად ისე მო­უს­მი­ნოს, რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფე­რი გა­ი­გოს".

გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას პირ­და­პირ ეთერ­ში, პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ანი მი­რო­ტა­ძე ჩა­ერ­თო. რო­მელ­საც შოთა უტი­აშ­ვილ­მა კი­თხვით მი­მარ­თა, სარ­გებ­ლობ­და თუ არა დე­პუ­ტა­ტი Viber-ით.

"დიახ, მე ვი­ყე­ნებ ამ პროგ­რა­მას. სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მას დე­პუ­ტატ­თა დიდი ნა­წი­ლი მო­იხ­მარს. თუმ­ცა, ეს იმი­ტომ არა, რომ პრი­ვა­ტუ­ლი სა­უბ­რე­ბი ვა­წარ­მოო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­მაჩ­ნია, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი და მათ უკა­ნო­ნოდ არ უნდა უს­მენ­დნენ," -აღ­ნიშ­ნა მი­რო­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"

"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს"

"შსს-ს შეუძლია, ასი ათასობით ადამიანს მოუსმინოს ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს," - ეს განცხადება უტიაშვილმა თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა, სადაც ფარული მოსმენების სესახებ იყო მსჯელობა.

უტიაშვილის ინფორმაციით, რომ შსს-ში არსებობს დეპარტამენტი "ოტო", ანუ იგივე ოპერატიულ- ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც მოსმენებს და მის ჩაწერებს ახორციელებს. უტიაშვილის განცხადებით, შენობაში შესვლა თითის ანაბეჭდით ხორციელდება და იქ მხოლოდ თანამშრომლების შესვლაა დასაშვები.

შოთა უტიაშვილის განცხადებით, "შეიძლება საგამოძიებო ორგანომ სასამართლოში მოიპოვოს ერთი ადამიანის ფარული მოსმენის უფლება, თუმცა, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით სამინისტრომ ამ ერთ მოქალაქესთან ერთად, შეიძლება, ასი ათასობით ადამიანს ერთდროულად ისე მოუსმინოს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს".

გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში, პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე ჩაერთო. რომელსაც შოთა უტიაშვილმა კითხვით მიმართა, სარგებლობდა თუ არა დეპუტატი Viber-ით.

"დიახ, მე ვიყენებ ამ პროგრამას. სავარაუდოდ, აღნიშნულ პროგრამას დეპუტატთა დიდი ნაწილი მოიხმარს. თუმცა, ეს იმიტომ არა, რომ პრივატული საუბრები ვაწარმოო. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მოქალაქეთა უფლებები უნდა იყოს დაცული და მათ უკანონოდ არ უნდა უსმენდნენ," -აღნიშნა მიროტაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ