პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოროტმოქმედს შსს-ში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი - დავით უსუფაშვილი
ბოროტმოქმედს შსს-ში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი - დავით უსუფაშვილი

ბო­როტ­მოქ­მედს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­უძ­ლია ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს ე.წ. გა­სა­ღე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "კავ­კა­სი­ის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს სპი­კე­რის თქმით, ასე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის­გან სხვა უწყე­ბებ­შიც არ იყ­ვნენ და­ზღვე­უ­ლე­ბი, თუმ­ცა პი­რა­დად მას სჯე­რო­და და სჯე­რა, რომ სხვა­გან აღ­ნიშ­ნუ­ლის რის­კი უფრო ნაკ­ლე­ბად იყო.

"ეს სის­ტე­მა იყო მთლი­ა­ნად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ექ­სკლუ­ზი­ურ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში. კა­ციშ­ვი­ლი ვერც თვალს შე­ყოფ­და იქ და ვერც ყურს. ეს იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა. რა შევ­ქმე­ნით ჩვენ? – ახლა სის­ტე­მა სა­ნა­ხევ­როდ გა­მო­ვი­და გა­რეთ და და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მაგ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. ბო­როტ­მოქ­მედს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, დიახ, შე­უძ­ლია ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს ეს მე­ქა­ნიზ­მი, მაგ­რამ ასე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის­გან ჩვენ სხვა უწყე­ბებ­შიც არ ვი­ყა­ვით და­ზღვე­უ­ლი, თუმ­ცა მე მჯე­რო­და და ახ­ლაც მჯე­რა, რომ სხვა­გან უფრო და­ზღვე­უ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ე.წ. გა­სა­ღე­ბის შსს-დან გა­მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე არც ერთი მიდ­გო­მა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იქნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თმა­ნეთს არ უნდა "შე­ე­ლე­წონ".

"მე მინ­დო­და ეს. მე ვთვლი­დი, რომ ეს იყო სწო­რი, მაგ­რამ იმით, რაც გა­კეთ­და, ქვე­ყა­ნა არ დაქ­ცე­უ­ლა. ამის გამო კი არ უნდა შე­ვე­ლე­წოთ მე და ბე­სე­ლია, მე და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, არა­მედ და­ვი­ნა­ხოთ სად ვართ და გა­დავ­დგათ შემ­დე­გი სწო­რი ნა­ბი­ჯი", - აღ­ნიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

ბოროტმოქმედს შსს-ში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი - დავით უსუფაშვილი

ბოროტმოქმედს შსს-ში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი - დავით უსუფაშვილი

ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, ასეთი ბოროტმოქმედებისგან სხვა უწყებებშიც არ იყვნენ დაზღვეულები, თუმცა პირადად მას სჯეროდა და სჯერა, რომ სხვაგან აღნიშნულის რისკი უფრო ნაკლებად იყო.

"ეს სისტემა იყო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში. კაციშვილი ვერც თვალს შეყოფდა იქ და ვერც ყურს. ეს იყო ვანო მერაბიშვილის აწყობილი სისტემა. რა შევქმენით ჩვენ? – ახლა სისტემა სანახევროდ გამოვიდა გარეთ და დაახლოებით ორმაგ დაქვემდებარებაშია. ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიახ, შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ეს მექანიზმი, მაგრამ ასეთი ბოროტმოქმედებისგან ჩვენ სხვა უწყებებშიც არ ვიყავით დაზღვეული, თუმცა მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სხვაგან უფრო დაზღვეულები ვიქნებოდით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. გასაღების შსს-დან გამოსვლის თაობაზე არც ერთი მიდგომა გათვალისწინებული არ იქნა, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსები ერთმანეთს არ უნდა "შეელეწონ".

"მე მინდოდა ეს. მე ვთვლიდი, რომ ეს იყო სწორი, მაგრამ იმით, რაც გაკეთდა, ქვეყანა არ დაქცეულა. ამის გამო კი არ უნდა შეველეწოთ მე და ბესელია, მე და მარგველაშვილი, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი, არამედ დავინახოთ სად ვართ და გადავდგათ შემდეგი სწორი ნაბიჯი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა