პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს
გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს

23 წლის თეკ­ლა კვა­ჭა­ძე სტუ­დენ­ტია, სწავ­ლობს ზო­ო­ვეტ­ში. სურ­ვი­ლი აქვს პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ას და­ე­უფ­ლოს და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს. ახლა ზო­ო­პარკში მუ­შა­ობს, ეგ­ზო­ტა­რი­უ­მის მომ­ვლე­ლია და ამას სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებს. და­მე­თან­ხმე­ბით, ალ­ბათ, რომ ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ არ არის. თბი­ლის­ში გვე­ლე­ბი, მო­რი­ე­ლე­ბი და ობო­ბე­ბი სახ­ლში ცო­ტას თუ ჰყავს. სწო­რედ ამ ნიშ­ნით შე­ვარ­ჩი­ეთ თეკ­ლა და მას ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მოვ­კი­თხეთ.

- ცხო­ვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს. გვე­ლე­ბის, ხვლი­კე­ბი­სა და ისე­თი ცხო­ვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი, რო­მე­ლიც ბევრში ზი­ზღის გრძნო­ბას იწ­ვევს, ად­რე­ულ ასაკ­ში გა­მიჩ­ნდა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­ტომ ეზი­ზღე­ბო­და ხალ­ხს. ხან ხვლი­კე­ბი მომ­ყავ­და სახ­ლში, ხან მდი­ნა­რის კი­ბორჩხა­ლე­ბი, ხან ობო­ბებს ვი­ჭერ­დი ტყე­ში და სახ­ლში მო­ვათ­რევ­დი.

- რო­გორც ვიცი, კორ­პუ­სის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ, ოჯა­ხის წევ­რებს რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ ამ უც­ნა­ურ გა­ტა­ცე­ბა­ზე?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყობ­დნენ ხელს, რომ ეს ინ­ტე­რე­სი და­მეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა. ერთი ძმა მყავს, ჩემ­ზე უფ­რო­სია, მამა ჩვენ­თან არ ცხოვ­რობს.

- რო­გორ აჯო­ბე უფ­როს ძმას იმა­ში, რომ სახ­ლის დიდი ნა­წი­ლი შენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია, მა­საც აქვს მსგავ­სი ინ­ტე­რე­სი?

- (იღი­მე­ბა) არა, იძუ­ლე­ბუ­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­ტა­ნოს. გა­ტუ­ტუ­ცე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ამ ახი­რე­ბებს მპა­ტი­ობ­დნენ. პირ­ვე­ლად შინ გვე­ლი რომ მო­ვიყ­ვა­ნე, 18 წლის ვი­ყა­ვი. ეს არ ყო­ფი­ლა სი­ურპრი­ზი ოჯა­ხის­თვის, დე­დას წი­ნას­წარ შე­ვუ­თან­ხმდი. მთე­ლი ოჯა­ხი ელო­დე­ბო­და.

- გვე­ლი სა­ი­დან მო­იყ­ვა­ნე?

- ერევ­ნი­დან ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს, წარ­მო­შო­ბით სამ­ხრეთ ამე­რი­კი­და­ნაა. ეს იყო ბარ­ტე­რუ­ლი გაც­ვლა, რამ­დე­ნი­მე აქა­ურ შხა­მი­ან გველ­ზე გავცვა­ლე. მა­შინ უკვე ზო­ო­პარკში ვმუ­შა­ობ­დი, აქ 16 წლი­დან ვმუ­შა­ობ. ორ­წლი­ა­ნი პრაქ­ტი­კის შემ­დეგ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, რა მინ­დო­და. როცა უკვე მივ­ხვდი, რომ შევ­ძლებ­დი გვე­ლე­ბის მოვ­ლას, ტერ­ა­რი­უ­მის აწყო­ბას, გვე­ლი შინ მო­ვიყ­ვა­ნე.

- ე.ი. გვე­ლებს სახ­ლიც თა­ვად მო­უ­წყვე?

- კი, ელი­ა­ვა­ზე ვი­ყა­ვი. შევ­კა­რი "ფა­ნერ­კე­ბი", და­ვა­მაგ­რე მი­ნე­ბი...

- მე­ზობ­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ნორ­მა­ლუ­რი, მე­ზობ­ლუ­რი. იცი­ან, რომ მათ მე­ზო­ბელს ასე­თი გა­ტა­ცე­ბა აქვს და ისიც იცი­ან, რომ არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. უკვე ხში­რად აღარ მსტუმ­რო­ბენ, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ის გვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე მყავს, სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლია.

- რა გვე­ლე­ბი გყავს სახ­ლში?

- ერთი მახ­რჩო­ბე­ლა, ორი გუ­ტა­ტა - სი­მინ­დის მცუ­რა­ვი და ორი ობ­სო­ლე­ტა - ნა­რინ­ჯის­ფე­რი მცუ­რა­ვი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს

გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს

23 წლის თეკლა კვაჭაძე სტუდენტია, სწავლობს ზოოვეტში. სურვილი აქვს პალეონტოლოგიას დაეუფლოს და შესაბამისი განათლების მიღებას აპირებს. ახლა ზოოპარკში მუშაობს, ეგზოტარიუმის მომვლელია და ამას სიამოვნებით აკეთებს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეგზოტიკური ცხოველების კოლექციონერობა ჩვეულებრივი რამ არ არის. თბილისში გველები, მორიელები და ობობები სახლში ცოტას თუ ჰყავს. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ თეკლა და მას ამ გატაცების შესახებ დაწვრილებით გამოვკითხეთ.

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს. გველების, ხვლიკებისა და ისეთი ცხოველების ინტერესი, რომელიც ბევრში ზიზღის გრძნობას იწვევს, ადრეულ ასაკში გამიჩნდა. მაინტერესებდა, რატომ ეზიზღებოდა ხალხს. ხან ხვლიკები მომყავდა სახლში, ხან მდინარის კიბორჩხალები, ხან ობობებს ვიჭერდი ტყეში და სახლში მოვათრევდი.

- როგორც ვიცი, კორპუსის ბინაში ცხოვრობ, ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ უცნაურ გატაცებაზე?

- მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს, რომ ეს ინტერესი დამეკმაყოფილებინა. ერთი ძმა მყავს, ჩემზე უფროსია, მამა ჩვენთან არ ცხოვრობს.

- როგორ აჯობე უფროს ძმას იმაში, რომ სახლის დიდი ნაწილი შენს განკარგულებაშია, მასაც აქვს მსგავსი ინტერესი?

- (იღიმება) არა, იძულებულია, ეს ყველაფერი აიტანოს. გატუტუცებული ბავშვი ვიყავი და ამ ახირებებს მპატიობდნენ. პირველად შინ გველი რომ მოვიყვანე, 18 წლის ვიყავი. ეს არ ყოფილა სიურპრიზი ოჯახისთვის, დედას წინასწარ შევუთანხმდი. მთელი ოჯახი ელოდებოდა.

- გველი საიდან მოიყვანე?

- ერევნიდან ჩამომიყვანეს, წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა. ეს იყო ბარტერული გაცვლა, რამდენიმე აქაურ შხამიან გველზე გავცვალე. მაშინ უკვე ზოოპარკში ვმუშაობდი, აქ 16 წლიდან ვმუშაობ. ორწლიანი პრაქტიკის შემდეგ ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა. როცა უკვე მივხვდი, რომ შევძლებდი გველების მოვლას, ტერარიუმის აწყობას, გველი შინ მოვიყვანე.

- ე.ი. გველებს სახლიც თავად მოუწყვე?

- კი, ელიავაზე ვიყავი. შევკარი ''ფანერკები'', დავამაგრე მინები...

- მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ნორმალური, მეზობლური. იციან, რომ მათ მეზობელს ასეთი გატაცება აქვს და ისიც იციან, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. უკვე ხშირად აღარ მსტუმრობენ, მაგრამ ნამდვილად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ის გველები, რომლებიც მე მყავს, სრულიად უვნებელია.

- რა გველები გყავს სახლში?

- ერთი მახრჩობელა, ორი გუტატა - სიმინდის მცურავი და ორი ობსოლეტა - ნარინჯისფერი მცურავი.

იხილეთ გაგრძელება

რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან