საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ცეკვების'' ყოფილი ქორეოგრაფები გოჩა ჩერტკოევს ხელით შეხებაში ადანაშაულებენ!..
''ცეკვების'' ყოფილი ქორეოგრაფები გოჩა ჩერტკოევს ხელით შეხებაში ადანაშაულებენ!..

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ქო­რე­ოგ­რა­ფებ­მა საშა ოხ­რი­მენ­კომ, ალი­ო­ნა შოპ­ტენ­კომ და დი­მიტ­რი დი­კუ­სარ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პრო­ექ­ტი და­ტო­ვეს. ისი­ნი ამ­ჟა­მად რეკ­ლა­მის გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, რო­მე­ლიც მი­უ­ზიკ­ლის სტილ­ში იქ­ნე­ბა. ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნელ ქო­რე­ოგ­რა­ფებს გოჩა ჩერ­ტკო­ევ­თან მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი, თუმ­ცა დღემ­დე არც ერთი მხა­რე კონ­ფლიქ­ტის დე­ტა­ლებ­ზე არ ლა­პა­რა­კობ­და. რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე სა­შა­სა და დი­მას ვხვდე­ბო­დით, წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად იყო საქ­მე.

- ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ და­ტო­ვეთ პრო­ექ­ტი. ვი­ცით, რომ გოჩა ჩერ­ტკო­ევ­თან გქონ­დათ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბა­რი და წა­მოხ­ვე­დით პრო­ექ­ტი­დან...…

საშა:

- ჩვე­ნი გუნ­დი და­ი­ღა­ლა თვით­მარ­ქვი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბით. ძა­ლი­ან დიდ­ხანს, და­ახ­ლო­ე­ბით სამი წელი ვმუ­შა­ობ­დით პრო­ექ­ტში და მთელ ჩვენს გულს ვდებ­დით, ღა­მე­ე­ბი არ გვე­ძი­ნა იმის­თვის, რომ ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს მოს­წო­ნე­ბო­და ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი და კმა­ყო­ფი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მხო­ლოდ პრო­ექ­ტი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ვო­კა­ცია და სა­ბო­ლო­ოდ მან მი­ზანს მი­აღ­წია. კონ­კრე­ტუ­ლად შო­უ­ზე მთლი­ა­ნი კონ­ტრო­ლი უნდა, სა­დაც ის პრო­დი­უ­სე­რი­ცაა, ჟი­უ­რი­შიც ზის და მისი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი იკა­ვებს მთა­ვა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

- რა­ტო­მაა გოჩა თვით­მარ­ქვია? ის ხომ ნამ­დვი­ლად მო­ცეკ­ვა­ვეა.

- დიახ, მაგ­რამ ათი ცეკ­ვი­დან მას უცეკ­ვია მხო­ლოდ ხუთი და და­ნარ­ჩენ ხუთ­ზე მან ძა­ლი­ან ცოტა რამ იცის, ამი­ტომ ძა­ლი­ან ხში­რად თა­ვის კო­მენ­ტა­რებ­ში ის ასა­ხე­ლებს ცეკ­ვის ელე­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც არ ყო­ფი­ლა მო­ცე­მულ ცეკ­ვა­ში და იმით სარ­გებ­ლობს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ტერ­მი­ნებს ვერ გა­ი­გებს.… გოჩა ცეკ­ვით ცეკ­ვავ­და, მაგ­რამ შოუს გა­კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით მას არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს. ის ყვე­ლას უყ­ვე­ბო­და, რომ ამე­რი­კუ­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­დი­უ­სე­რია, მაგ­რამ არა­ფე­რი მსგავ­სი მას არ გა­უ­კე­თე­ბია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს შე­უძ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში. ალი­ო­ნა და დიმა პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან მუ­შა­ო­ბენ ამ პრო­ექ­ტზე სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათი თხოვ­ნა იყო, რომ სწო­რედ ის ჩა­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟი­უ­რის წევ­რად. გოჩა ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ზღვარ­გა­რეთ ცეკ­ვავს, მაგ­რამ მას ამის მე­ტის­თვის არ მი­უღ­წე­ვია. ალ­ბათ, შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ ოთხი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მო­და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი კრი­ტი­კა ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მი­მართ.

დიმა:

- მისი მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო, რომ ჩვენ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა პრო­ექ­ტი. ამას ყვე­ლა ხვდე­ბო­და.

- რის­თვის სჭირ­დე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტი გოჩა ჩერ­ტკო­ევ­თან პირ­ველ სე­ზონ­ზე მოხ­და, რო­დე­საც მან არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად და­ი­წყო სა­მო­რი ბალ­დეს შე­ფა­სე­ბა. სა­მო­რი კი, ჩვე­ნი აზ­რით, სა­უ­ცხო­ოდ ცეკ­ვავ­და და მო­გე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. გო­ჩას აშ­კა­რად არ უნ­დო­და სა­მო­რის გა­მარ­ჯვე­ბა, ამას ჩვენ მა­ლე­ვე მივ­ხვდით. ვინც პირ­ველ სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ეს მათ კარ­გად ახ­სოვთ. ჩვენ არ და­ვუშ­ვით, რომ მას სა­მო­რი გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა. მას შემ­დეგ ჩვენ შო­რის ღია კონ­ფლიქ­ტი იყო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

''ცეკვების'' ყოფილი ქორეოგრაფები გოჩა ჩერტკოევს ხელით შეხებაში ადანაშაულებენ!..

''ცეკვების'' ყოფილი ქორეოგრაფები გოჩა ჩერტკოევს ხელით შეხებაში ადანაშაულებენ!..

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ქორეოგრაფებმა საშა ოხრიმენკომ, ალიონა შოპტენკომ და დიმიტრი დიკუსარმა რამდენიმე კვირის წინ პროექტი დატოვეს. ისინი ამჟამად რეკლამის გადაღებაში მონაწილეობენ, რომელიც მიუზიკლის სტილში იქნება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ქორეოგრაფებს გოჩა ჩერტკოევთან მოუვიდათ კონფლიქტი, თუმცა დღემდე არც ერთი მხარე კონფლიქტის დეტალებზე არ ლაპარაკობდა. როდესაც ინტერვიუზე საშასა და დიმას ვხვდებოდით, წარმოდგენაც არ გვქონდა, რამდენად სერიოზულად იყო საქმე.

- ყველას გვაინტერესებს, რატომ დატოვეთ პროექტი. ვიცით, რომ გოჩა ჩერტკოევთან გქონდათ არასასიამოვნო საუბარი და წამოხვედით პროექტიდან...…

საშა:

- ჩვენი გუნდი დაიღალა თვითმარქვიასთან ერთად მუშაობით. ძალიან დიდხანს, დაახლოებით სამი წელი ვმუშაობდით პროექტში და მთელ ჩვენს გულს ვდებდით, ღამეები არ გვეძინა იმისთვის, რომ ქართველ მაყურებელს მოსწონებოდა ჩვენი ნამუშევარი და კმაყოფილები ყოფილიყვნენ. მხოლოდ პროექტიდან წამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და საბოლოოდ მან მიზანს მიაღწია. კონკრეტულად შოუზე მთლიანი კონტროლი უნდა, სადაც ის პროდიუსერიცაა, ჟიურიშიც ზის და მისი უახლოესი ნათესავი იკავებს მთავარი ქორეოგრაფის თანამდებობას.

- რატომაა გოჩა თვითმარქვია? ის ხომ ნამდვილად მოცეკვავეა.

- დიახ, მაგრამ ათი ცეკვიდან მას უცეკვია მხოლოდ ხუთი და დანარჩენ ხუთზე მან ძალიან ცოტა რამ იცის, ამიტომ ძალიან ხშირად თავის კომენტარებში ის ასახელებს ცეკვის ელემენტებს, რომლებიც არ ყოფილა მოცემულ ცეკვაში და იმით სარგებლობს, რომ მაყურებელი ტერმინებს ვერ გაიგებს.… გოჩა ცეკვით ცეკვავდა, მაგრამ შოუს გაკეთების თვალსაზრისით მას არანაირი გამოცდილება არ აქვს. ის ყველას უყვებოდა, რომ ამერიკული ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროდიუსერია, მაგრამ არაფერი მსგავსი მას არ გაუკეთებია. ამ ინფორმაციის გადამოწმება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ინტერნეტში. ალიონა და დიმა პირველი სეზონიდან მუშაობენ ამ პროექტზე საქართველოში და მათი თხოვნა იყო, რომ სწორედ ის ჩამოსულიყო საქართველოში ჟიურის წევრად. გოჩა ერთადერთი ადამიანია, რომელიც საქართველოდან საზღვარგარეთ ცეკვავს, მაგრამ მას ამის მეტისთვის არ მიუღწევია. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ისმოდა დაუსაბუთებელი კრიტიკა ქორეოგრაფიის მიმართ.

დიმა:

- მისი მიზანი ყოველთვის იყო, რომ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი. ამას ყველა ხვდებოდა.

- რისთვის სჭირდებოდა ეს ყველაფერი?

- ჩვენი პირველი კონფლიქტი გოჩა ჩერტკოევთან პირველ სეზონზე მოხდა, როდესაც მან არაობიექტურად დაიწყო სამორი ბალდეს შეფასება. სამორი კი, ჩვენი აზრით, საუცხოოდ ცეკვავდა და მოგებას იმსახურებდა. გოჩას აშკარად არ უნდოდა სამორის გამარჯვება, ამას ჩვენ მალევე მივხვდით. ვინც პირველ სეზონში მონაწილეობდა, ეს მათ კარგად ახსოვთ. ჩვენ არ დავუშვით, რომ მას სამორი გაეკრიტიკებინა. მას შემდეგ ჩვენ შორის ღია კონფლიქტი იყო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება