პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანელი, რომელიც თბილისში სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, საქართველოდან გააძევეს
ირანელი, რომელიც თბილისში სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, საქართველოდან გააძევეს

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი სულ უფრო და უფრო იმა­ტებს. ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს უფრო ფარ­თო პრობ­ლე­მის ნა­წი­ლია, რა­საც სო­ცი­ა­ლუ­რი და­უც­ვე­ლო­ბა და სი­ღა­რი­ბე ჰქვია. გვე­სა­უბ­რე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის თავ­ჯდო­მა­რე გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე:

- როცა ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობ, სამ­წუ­ხა­როდ, მე ამის ფაქ­ტე­ბი მაქვს. ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ინ­ფორმ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე ჩვენ­გან გა­ვი­და მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი, რო­ემ­ლამც ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღო სცე­ნა, რო­დე­საც ერთ-ერთი კა­ფეს დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და იქ მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი ჩემს თა­ნამ­შრო­მელს არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ზარ­დის სექ­სუ­ა­ლურ მომ­სა­ხუ­რე­ო­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ... ლა­პა­რა­კია და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 წლის გო­გო­ნა­ზე.

ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩვენს ინ­ფორ­მა­ცი­ას. აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­კავ­შირ­და. ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე სტრიპ­ტიზ კლუ­ბი გა­უქ­მდა. მი­ვაღ­წით იმას, რომ და­ირ­ღვა ის ე.წ. სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­შირ­სა და კონ­კრე­ტულ ირა­ნელ მო­ქა­ლა­ქე­ებს ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჩვენს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ვა­წო­დეთ. რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით და მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დის ამა თუ იმ და­ნა­შა­ულ­ზე, ისე­დაც ვალ­დე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს, თუმ­ცა მათი აზ­რით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იკ­ვე­თე­ბო­და, რად­გან თურ­მე და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი არ არ­სე­ბობ­და და ეს იყო მხო­ლოდ შე­თა­ვა­ზე­ბა. არა­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვხე­დავთ, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან ამ სეგ­მენ­ტში ჩარ­თულ­ნი.

მე­ტიც, სა­დაც ჩვენ ეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­და­ვი­ღეთ, იმ ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტრში, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს... ჩათ­ვა­ლეთ, რომ ყო­ვე­ლი ე.წ. ქუ­ჩის ბავ­შვი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და არ­სა­რულ­წლო­ვან­თა პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თვის პო­ტენ­ცი­უ­რი მსხვერ­პლია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ირანელი, რომელიც თბილისში სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, საქართველოდან გააძევეს

ირანელი, რომელიც თბილისში სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, საქართველოდან გააძევეს

არაოფიციალური ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუციის შემთხვევები სულ უფრო და უფრო იმატებს. ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ეს უფრო ფართო პრობლემის ნაწილია, რასაც სოციალური დაუცველობა და სიღარიბე ჰქვია. გვესაუბრება უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:

- როცა ბავშვთა პროსტიტუციაზე ვლაპარაკობ, სამწუხაროდ, მე ამის ფაქტები მაქვს. ამ რამდენიმე ხნის წინ, ინფორმციის მიღების შემდეგ, აღმაშენებლის გამზირზე ჩვენგან გავიდა მონიტორინგის ჯგუფი, როემლამც ფარულად გადაიღო სცენა, როდესაც ერთ-ერთი კაფეს დაცვის თანამშრომლები და იქ მომუშავე პერსონალი ჩემს თანამშრომელს არასრულწლოვანი მოზარდის სექსუალურ მომსახურეობას სთავაზობდნენ... ლაპარაკია დაახლოებით 14-15 წლის გოგონაზე.

ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, მათ შორის ტელევიზიითაც, საზოგადოება გამოეხმაურა ჩვენს ინფორმაციას. აღმაშენებლის გამზირიდან რამდენიმე ათეული იქ მცხოვრები ადამიანი დაგვიკავშირდა. ერთიანი ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში მდებარე სტრიპტიზ კლუბი გაუქმდა. მივაღწით იმას, რომ დაირღვა ის ე.წ. სამეწარმეო საქმიანობის თაობაზე დადებული შეთანხმება, რომელიც კომპოზიტორთა კავშირსა და კონკრეტულ ირანელ მოქალაქეებს ჰქონდათ დადებული. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეომასალა მივაწოდეთ. როდესაც ტელევიზიით და მასმედიის საშუალებით გადის ამა თუ იმ დანაშაულზე, ისედაც ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირება მოახდინოს, თუმცა მათი აზრით, ამ ვითარებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა, რადგან თურმე დანაშაულის ფაქტი არ არსებობდა და ეს იყო მხოლოდ შეთავაზება. არადა, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არასრულწლოვნები არიან ამ სეგმენტში ჩართულნი.

მეტიც, სადაც ჩვენ ეს ვიდეომასალა გადავიღეთ, იმ ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში, მომდევნო დღეებში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს... ჩათვალეთ, რომ ყოველი ე.წ. ქუჩის ბავშვი, სექსუალური ძალადობისა და არსარულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის პოტენციური მსხვერპლია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია