თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ვაჟის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ნიკო და მისი ძმაკაცი ბახტო ბაკურიანში მიმყავს. 10-11 წლის არიან. მანქანაში უკან სხედან და ერთმანეთის შრამებს ათვალიერებენ:
ჩემი შვილი: "შუშა გავანგრიე და ხელი გავიჭერი, ძვალი მიჩანდა!"
ბახტო: "მე გლანდების ოპერაცია მაქვს გაკეთებული"
ნიკო: "მამაჩემს რომ ვეჭიდავებოდი, მომისროლა და თავი გამიტყდა"
ბახტო: "ეზოში წავიქეცი და..... "
ჩამოთვალეს ყველა გადატანილი ვავა და გათანაბრდნენ.
ნიკო ფირობს, ფიქრობს... და უცებ აღტაცებულს აღმოხდა:
"დედაჩემი გარაჟიდან გადახტა, მოტოციკლეტს დაეცა და ნეკნები ჩაემტვრა!" - მაგრამ არც ბახტო აღმოჩნდა ჯაბანი და მითუმეტეს არც დედამისი ეკა. ბახტო წელში გაიმართა და გამანადგურებელი გასროლა შეასრულა -
"დედაჩემს ბაკურიანში ბურანმა გადაუარა და ექვსი მოტეხილობა ჰქონდა!!!"
სიჩუმე..
ნიკუშა მხარზე მქაჩავს -
"დე, კიდევ რამე არ გჭირდა?" - ვედრებით..
"ეჰ... დე.. მგონი წავაგეთ " - სინანულით ვაქნევ თავს და უკან მიუხედავად ვხედავ ნიკო წყენისგან როგორ იღვენთება.
შეიყვარეთ, ადამიანებო, ტკივილი, მის გარეშე ჩვენი ფასი კაპიკია".