საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღაპარი და პოლიტიკა: ვინ არიან პოლიტიკის კომბლე, ნაცარქექია, დევი, მზეთუნახავი, რწყილი და ჭიანჭველა
ზღაპარი და პოლიტიკა: ვინ არიან პოლიტიკის კომბლე, ნაცარქექია, დევი, მზეთუნახავი, რწყილი და ჭიანჭველა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკე­თე­სი რა იქ­ნე­ბო­და? იყო ერთი კომბლე... ნა­ცარ­ქე­ქია... ცხრა­თა­ვი­ა­ნი დევი... მზე­თუ­ნა­ხა­ვი... ხუთ­კუნ­ჭუ­ლა... ნა­ხე­ვარ­ქა­თა­მა... წი­ქა­რა... რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა და ასე, არ სრულ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ზღაპ­რე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი... ზღა­პა­რი ხომ ხალ­ხუ­რი სიბ­რძნის უძ­ვე­ლე­სი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟან­რია, რო­მე­ლიც წი­ნაპ­რებ­მა ზე­პი­რად შექ­მნეს? ზე­პი­რად მო­ნა­თხრობს ხალ­ხი იმახ­სოვ­რებ­და და შთა­მო­მავ­ლო­ბას ასე­ვე გა­დას­ცემ­და. ას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­პი­რი, ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თხრო­ბე­ბი დრო­ის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბო­და (ზო­გი­ერ­თი ისე­თი სა­ში­შია, ფიქ­რობ, ნე­ტავ, კა­ნი­ბა­ლე­ბი ხომ არ ქმნიდ­ნე­ნო).

თუმ­ცა ხალ­ხი ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ეც­ნო­ბა ამ ჟან­რის ნი­მუ­შებს და ფან­ტა­ზი­ით შექ­მნილ მო­გო­ნილ ამ­ბავს სი­ნამ­დვი­ლის სა­პი­რის­პი­რო მნიშ­ვნე­ლო­ბით იყე­ნებს.

ზღა­პარ­ში ჩანს ჩვე­ნი მძი­მე წარ­სუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ჩაგ­ვრის, უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბი­სა და სი­ღა­ტა­კის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ზე ოც­ნე­ბა... გარ­და იმი­სა, რომ ზღაპ­რებ­ზე თა­ო­ბე­ბი აღ­ზრდი­ლა, ის გარ­თო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაც არის, მსმე­ნე­ლებს იმედ­სა და სუ­ლი­ერ სიმ­ტკი­ცეს, ხა­ლის­სა და ენერ­გი­ას უნერ­გავ­და... ჰოდა, ალ­ბათ ამი­ტო­მაც არის, რომ ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უმე­ტე­სად ზღაპ­რე­ბის მო­ყო­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და და­უს­რუ­ლებ­ლად მოგ­ვი­თხრო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე, ნაირ-ნაირ ამ­ბებს... ვი­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თხზუ­ლე­ბე­ბის არ სჯე­რა, მათ ნა­მოქ­მე­დარ­სა თუ ნა­უ­ბარს ზღა­პა­რებს უწო­დებს...

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში გა­მო­კი­თხვაც ჩა­ვა­ტა­რე, - თუ რო­მე­ლი ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟებს აგო­ნე­ბენ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ასე­თი სუ­რა­თი მი­ვი­ღე.

ხა­თუ­ნა აფ­ცი­ა­უ­რი, პროგ­რა­მის­ტი, 30 წლის:

- სა­ა­კაშ­ვი­ლი ცხრა­თა­ვი­ა­ნი დე­ვია - 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­ბოქ­რობ­და და 9 თა­ვიც ამო­უ­ვი­და. ყვე­ლა­ზე დიდი თავი კი წა­ა­ცა­ლეს, მაგ­რამ კი­დევ ბევ­რი დარ­ჩა, რი­თაც ცდი­ლობს, ბოლო მო­უ­ღოს "პა­ტა­რა კა­ცებს".

ნა­ცარ­ქე­ქია - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც დევს მი­ნი­მუმ ერთი თავი მო­აჭ­რა და მას მერე ქე­ქავს და ქე­ქავს ნა­ცარს, მეტს ვე­ღა­რა­ფერს შვრე­ბა...

ნა­ხე­ვარ­ქა­თა­მა - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია, - სა­ოც­რე­ბა დატ­რი­ალ­და - სა­ქარ­თვე­ლოს ბედი ახლა მისი და მისი მე­გობ­რე­ბის ხელ­შია...

რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა - ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აა, - არ გა­წი­რა რწყილ­მა ალა­სა­ნია და დაგ­რი­ხა თოკი, ანუ პოს­ტი და­ტო­ვა.

ლექ­სო ფი­ფია, იუ­რის­ტი, 23 წლის:

- დევი ჩემი აზ­რით, კახა ბენ­დუ­ქი­ძე იქ­ნე­ბო­და, - თა­ვი­სი აღ­ნა­გო­ბით, ფი­ზი­კუ­რი და თუნ­დაც გო­ნებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხა­სი­ა­თით. ის ჩემ­ში უფრო კე­თი­ლი დე­ვის აცო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევ­და. კომბლედ და­ვით უსუ­ფაშ­ვილს აღ­ვიქ­ვამ, ცხვრე­ბად კი დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, რომ­ლე­ბიც მარ­თლა ცხვრე­ბი­ვით არი­ან ხოლ­მე და წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ, რა ქნან.

უსუ­ფაშ­ვილ­ზე კი­დევ იმას ვი­ტყვი, რომ თა­ვის მე­უღ­ლე თი­ნას­თან ერ­თად, ბად­რი და მზი­ას მა­გო­ნებს, ერთ-ერთი სა­ბავ­შვო მულ­ტფილ­მი­დან. სიზ­მა­რა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია, რა­ღაც კოშ­მა­რი და­ე­სიზ­მრე­ბა და გა­მოხ­ტე­ბა, - "კაცი ვარ, კაცი ვარო", - ვე­ტოს და­ა­დებს, ამ უფ­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი უკვე ნა­ცარ­ქე­ქი­აა, რო­მელ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხით დევი და­ა­მარ­ცხა. ისე, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი თა­ვად არის ზო­გა­დად ზრა­პა­რი, ასე­ვეა ნა­თე­ლაშ­ვი­ლიც. ეგე­ნი რა­ღაც მსგავ­სი გმი­რე­ბი არი­ან, თან, სულ ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან ეჩხუ­ბე­ბი­ან. ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას პო­ლი­ტი­კო­სად ვერ აღ­ვიქ­ვამ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ჰყავთ მზე­თუ­ნა­ხა­ვე­ბი - მა­რი­ამ სა­ჯა­ია და თინა ბო­კუ­ჩა­ვა, კარ­გია, რომ ასე­თი ლა­მა­ზი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ­სე­ბო­ბენ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში და კერ­ძოდ პარ­ლა­მენ­ტში.

ზურა, ჟურ­ნა­ლის­ტი, 35 წლის:

- რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლა ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზურა ჯა­ფა­რი­ძეა. დევი სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს, ვერ ქა­ჩავს ვე­რა­ვინ; ნა­ცარ­ქე­ქია უფრო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მგო­ნია, ხუთ­კუნ­ჭუ­ლა კი - ზაქ­რო ქუც­ნაშ­ვი­ლი. არ ვიცი, ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ასე­თი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მიჩ­ნდა. არა, კომბლე ნაღ­დად უსუ­ფაა, თა­ვი­სი ფარა დე­პუ­ტა­რე­ბით. თან, კომ­ბა­ლიც აქვს, რომ ხან­და­ხან ჩას­ცხოს ხოლ­მე. კი, დე­პუ­ტა­ტე­ბი ცხვრე­ბი არი­ან.

ბელა აბუ­ლა­ძე, ეკო­ნო­მის­ტი, 25 წლის:

- კომბლე­სა და ნა­ცარ­ქე­ქი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტი - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მახ­სენ­დე­ბა და ეს მისი ვე­ტო­ე­ბის გა­მოა. დე­ვე­ბად უფრო გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნით, მათი აღ­ნა­გო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მო­ვიდ­გი­ნე და ესე­ნი არი­ან - ლექ­სო ჭი­კა­ი­ძე, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე. რწყილ­ზე და­ვით ნარ­მა­ნია გა­მახ­სე­ნა, - კო­კი­დან ახტა, დახ­ტა და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში ჩახ­ტა. ჭი­ან­ჭვე­ლას უსუ­ფა-ხი­და­შელ­სა და შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეს შე­ვა­და­რებ­დი. ნა­ხე­ვარ­ქა­თა­მა­ზე კი თავ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ეკა ბე­სე­ლია მომ­დის. ამის თქმის სა­ფუძ­ველს ივა­ნიშ­ვი­ლის რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლი მხა­რე და მისი თუნ­დაც, ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაძ­ლევს, რაც ცოტა არ იყოს, დი­სო­ნან­სუ­რი მეჩ­ვე­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხე­ვა­ში, სა­ნამ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ყვე­ლას "სულ სხვა­ნა­ი­რი" კაცი წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, ალ­ბათ...

მა­ი­კო ფე­რა­ძე, ფოლკ­ლო­რის­ტი, 32 წლის:

- ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია და ახლა უცებ რაც თავ­ში მომ­დის ეს არის: ნა­ცარ­ქე­ქია - ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­აა, ხუთ­კუნ­ჭუ­ლა - შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, წი­ქა­რა - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, კომბლე კი კახა კუ­კა­ვა. ხომ ვამ­ბობ, ამა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბის­თვის შე­მე­და­რე­ბი­ნა. ჩა­მოთ­ვლი­ლი გმი­რე­ბი­დან, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან გა­ი­გი­ვე­ბა, თით­ქოს ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებ­სა და ში­ნა­არსთან ერ­თად მო­ვახ­დი­ნე. თან, ამ წუთ­ში ასე­თი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მიჩ­ნდა. თან, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, რომ ზღაპ­რის გმი­რე­ბი, ძი­რი­თა­დად გა­მო­გო­ნი­ლე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბი არი­ან. თა­ვი­ან­თი ხა­სი­ა­თე­ბით და ამა თუ იმ ქმე­დე­ბე­ბით, ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩემ­თვის სწო­რედ ჩა­მოთ­ვლილ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ასო­ცირ­დე­ბი­ან.

ჰო, ჯონ­დი სულ მგო­ნია, რომ ნა­ცარს ქე­ქავს, თუმ­ცა ნა­ცარ­ქე­ქი­ას­ნა­ი­რი გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბის არც კი მგო­ნია, იყოს. წი­ქა­რა და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟია ისე­ვე, რო­გორც უსუ­ფაშ­ვი­ლი, - მი­მაჩ­ნია, რომ ეს პო­ლი­ტი­კო­სი, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, ცუდი არ უნდა იყოს. ხუთ­კუნ­ჭუ­ლას­თან შალ­ვას შე­და­რე­ბა, უფრო სა­ხე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყვი­ტე, თუმ­ცა ქმე­დე­ბე­ბი ამ ორს მთლად ერ­თნა­ი­რი არ უნდა ჰქონ­დეს. ისე, უმ­რავ­ლე­სო­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი არც კი ვიცი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ზღაპარი და პოლიტიკა: ვინ არიან პოლიტიკის კომბლე, ნაცარქექია, დევი, მზეთუნახავი, რწყილი და ჭიანჭველა

ზღაპარი და პოლიტიკა: ვინ არიან პოლიტიკის კომბლე, ნაცარქექია, დევი, მზეთუნახავი, რწყილი და ჭიანჭველა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი კომბლე... ნაცარქექია... ცხრათავიანი დევი... მზეთუნახავი... ხუთკუნჭულა... ნახევარქათამა... წიქარა... რწყილი და ჭიანჭველა და ასე, არ სრულდება ქართული ზღაპრების პერსონაჟები... ზღაპარი ხომ ხალხური სიბრძნის უძველესი და პოპულარული ჟანრია, რომელიც წინაპრებმა ზეპირად შექმნეს? ზეპირად მონათხრობს ხალხი იმახსოვრებდა და შთამომავლობას ასევე გადასცემდა. ასწლეულების განმავლობაში ზეპირი, ფანტასტიკური მოთხრობები დროის შესაბამისად ვითარდებოდა (ზოგიერთი ისეთი საშიშია, ფიქრობ, ნეტავ, კანიბალები ხომ არ ქმნიდნენო).

თუმცა ხალხი ყოველთვის სიამოვნებით ეცნობა ამ ჟანრის ნიმუშებს და ფანტაზიით შექმნილ მოგონილ ამბავს სინამდვილის საპირისპირო მნიშვნელობით იყენებს.

ზღაპარში ჩანს ჩვენი მძიმე წარსული, სოციალური თუ ეროვნული პრობლემები, ჩაგვრის, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, სოციალური უთანასწორობისა და სიღატაკისგან თავის დაღწევაზე ოცნება... გარდა იმისა, რომ ზღაპრებზე თაობები აღზრდილა, ის გართობის საუკეთესო საშუალებაც არის, მსმენელებს იმედსა და სულიერ სიმტკიცეს, ხალისსა და ენერგიას უნერგავდა... ჰოდა, ალბათ ამიტომაც არის, რომ ჩვენს სინამდვილეში, პოლიტიკოსები უმეტესად ზღაპრების მოყოლით არიან დაკავებულები და დაუსრულებლად მოგვითხრობენ თანამედროვე, ნაირ-ნაირ ამბებს... ვისაც პოლიტიკოსების თხზულებების არ სჯერა, მათ ნამოქმედარსა თუ ნაუბარს ზღაპარებს უწოდებს...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადამიანების გარკვეულ ჯგუფში გამოკითხვაც ჩავატარე, - თუ რომელი ზღაპრის პერსონაჟებს აგონებენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და ასეთი სურათი მივიღე.

ხათუნა აფციაური, პროგრამისტი, 30 წლის:

- სააკაშვილი ცხრათავიანი დევია - 9 წლის განმავლობაში ბობოქრობდა და 9 თავიც ამოუვიდა. ყველაზე დიდი თავი კი წააცალეს, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა, რითაც ცდილობს, ბოლო მოუღოს "პატარა კაცებს".

ნაცარქექია - ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც დევს მინიმუმ ერთი თავი მოაჭრა და მას მერე ქექავს და ქექავს ნაცარს, მეტს ვეღარაფერს შვრება...

ნახევარქათამა - ირაკლი ღარიბაშვილია, - საოცრება დატრიალდა - საქართველოს ბედი ახლა მისი და მისი მეგობრების ხელშია...

რწყილი და ჭიანჭველა - ბუკა პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანიაა, - არ გაწირა რწყილმა ალასანია და დაგრიხა თოკი, ანუ პოსტი დატოვა.

ლექსო ფიფია, იურისტი, 23 წლის:

- დევი ჩემი აზრით, კახა ბენდუქიძე იქნებოდა, - თავისი აღნაგობით, ფიზიკური და თუნდაც გონებრივი მონაცემებით, ხასიათით. ის ჩემში უფრო კეთილი დევის აცოციაციას იწვევდა. კომბლედ დავით უსუფაშვილს აღვიქვამ, ცხვრებად კი დეპუტატების უმრავლესობას, რომლებიც მართლა ცხვრებივით არიან ხოლმე და წარმოდგენა არ აქვთ, რა ქნან.

უსუფაშვილზე კიდევ იმას ვიტყვი, რომ თავის მეუღლე თინასთან ერთად, ბადრი და მზიას მაგონებს, ერთ-ერთი საბავშვო მულტფილმიდან. სიზმარა გიორგი მარგველაშვილია, რაღაც კოშმარი დაესიზმრება და გამოხტება, - "კაცი ვარ, კაცი ვარო", - ვეტოს დაადებს, ამ უფლებას გამოიყენებს.

ბიძინა ივანიშვილი კი უკვე ნაცარქექიაა, რომელმაც სააკაშვილის სახით დევი დაამარცხა. ისე, სააკაშვილი კი თავად არის ზოგადად ზრაპარი, ასევეა ნათელაშვილიც. ეგენი რაღაც მსგავსი გმირები არიან, თან, სულ ერთმანეთს შორიდან ეჩხუბებიან. ჯონდი ბაღათურიას პოლიტიკოსად ვერ აღვიქვამ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ "ნაციონალებს" ჰყავთ მზეთუნახავები - მარიამ საჯაია და თინა ბოკუჩავა, კარგია, რომ ასეთი ლამაზი პოლიტიკოსები არსებობენ ქართულ პოლიტიკაში და კერძოდ პარლამენტში.

ზურა, ჟურნალისტი, 35 წლის:

- რწყილი და ჭიანჭველა ირმა ნადირაშვილი და ზურა ჯაფარიძეა. დევი საქართველოს არ ჰყავს, ვერ ქაჩავს ვერავინ; ნაცარქექია უფრო ირაკლი ღარიბაშვილი მგონია, ხუთკუნჭულა კი - ზაქრო ქუცნაშვილი. არ ვიცი, ამ ადამიანებზე ასეთი ასოციაციები გამიჩნდა. არა, კომბლე ნაღდად უსუფაა, თავისი ფარა დეპუტარებით. თან, კომბალიც აქვს, რომ ხანდახან ჩასცხოს ხოლმე. კი, დეპუტატები ცხვრები არიან.

ბელა აბულაძე, ეკონომისტი, 25 წლის:

- კომბლესა და ნაცარქექიაზე პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი მახსენდება და ეს მისი ვეტოების გამოა. დევებად უფრო გარეგნული ნიშნით, მათი აღნაგობიდან გამომდინარე წარმოვიდგინე და ესენი არიან - ლექსო ჭიკაიძე, კობა დავითაშვილი და გუბაზ სანიკიძე. რწყილზე დავით ნარმანია გამახსენა, - კოკიდან ახტა, დახტა და დედაქალაქის მერიაში ჩახტა. ჭიანჭველას უსუფა-ხიდაშელსა და შალვა შავგულიძეს შევადარებდი. ნახევარქათამაზე კი თავში ბიძინა ივანიშვილი და ეკა ბესელია მომდის. ამის თქმის საფუძველს ივანიშვილის როგორც გარეგნული მხარე და მისი თუნდაც, ფინანსური შესაძლებლობები მაძლევს, რაც ცოტა არ იყოს, დისონანსური მეჩვენება, ყოველ შემთხევაში, სანამ გამოჩნდებოდა ყველას "სულ სხვანაირი" კაცი წარმოგვედგინა, ალბათ...

მაიკო ფერაძე, ფოლკლორისტი, 32 წლის:

- ამაზე არასდროს მიფიქრია და ახლა უცებ რაც თავში მომდის ეს არის: ნაცარქექია - ჯონდი ბაღათურიაა, ხუთკუნჭულა - შალვა ნათელაშვილი, წიქარა - დავით უსუფაშვილი, კომბლე კი კახა კუკავა. ხომ ვამბობ, ამაზე არასოდეს მიფიქრია, პოლიტიკოსები ზღაპრის პერსონაჟებისთვის შემედარებინა. ჩამოთვლილი გმირებიდან, პოლიტიკოსებთან გაიგივება, თითქოს ფიზიკურ მონაცემებსა და შინაარსთან ერთად მოვახდინე. თან, ამ წუთში ასეთი ასოციაციები გამიჩნდა. თან, იქიდან გამომდინარეც, რომ ზღაპრის გმირები, ძირითადად გამოგონილები და ჩვეულებრივი ადამიანების პროტოტიპები არიან. თავიანთი ხასიათებით და ამა თუ იმ ქმედებებით, ეს პერსონაჟები ჩემთვის სწორედ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებთან ასოცირდებიან.

ჰო, ჯონდი სულ მგონია, რომ ნაცარს ქექავს, თუმცა ნაცარქექიასნაირი გამჭრიახი გონების არც კი მგონია, იყოს. წიქარა დადებითი პერსონაჟია ისევე, როგორც უსუფაშვილი, - მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი, ცუდი არ უნდა იყოს. ხუთკუნჭულასთან შალვას შედარება, უფრო სახელიდან გამომდინარე გადავწყვიტე, თუმცა ქმედებები ამ ორს მთლად ერთნაირი არ უნდა ჰქონდეს. ისე, უმრავლესობის სახელები და გვარები არც კი ვიცი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია