ავიაკომპანია "ლუფთჰანზა" მიუნხენი-თბილისის რეისს 3 დეკემბერს, თბილისი-მიუნხენის რეისს კი, 4 დეკემბერს შეასრულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ავიაკომპანია "ლუფთჰანზაში" განუცხადეს, მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავი 3 დეკემბერს, 21:25 საათზე გამოფრინდება და საქართველოში 4 დეკემბერს გამთენიას იქნება. იგივე თვითმფრინავი კი თბილისიდან მიუნხენში 4 დეკემბერს, 05:10 საათზე გაფრინდება.
მათივე ინფორმაციით, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით არ შესრულებულა ორი დეკემბერის რეისი, ასევე არ გაფრინდება სამი დეკემბრის რეისი. რაც შეეხება შეუსრულებელ რეისებს, კომპანიის ინფორმაციით, "ლუფთჰანზა" თავის თავზე იღებს მგზავრების სხვა ავიაკომპანიებში გადანაწილებასა და გადაჯავშნას. ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" თანამშრომლების გაფიცვის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის ავიარეისები არ შესრულდა. კომპანია "ლუფთჰანზამ" მგზავრები გერმანიაში სხვადასხვა რეისებით გაამგზავრა.