პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბერუჩაშვილი - რუსეთთან დიალოგის არხებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ
თამარ ბერუჩაშვილი - რუსეთთან დიალოგის არხებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ

რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოც, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში ერ­თა­დერთ გზად დი­ა­ლოგს გა­ნი­ხი­ლავს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა. მისი თქმით, დი­ა­ლო­გის არ­ხებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო უარს არ ამ­ბობს.

"ამის თა­ო­ბა­ზე ჩვენ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოც, ერ­თა­დერთ გზად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბი­სას გა­ნი­ხი­ლავს მხო­ლოდ დი­ა­ლოგს. დი­ა­ლო­გის არ­ხებ­ზე ჩვენ უარს არ ვამ­ბობთ. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბი არ­სე­ბობს. ეს ზუ­რაბ აბა­ში­ძე­მაც გა­ნა­ცხა­და. რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რას, კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე დის­კუ­სი­ას, დღის წეს­რიგს აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის დი­ა­ლოგ­ში, დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, მე ამას კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ დი­ა­ლო­გის არ­ხებს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, არა­ფე­რი კონ­კრე­ტუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯერ არ არის", - გა­ნა­ცხა­და ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში პა­უ­ზა არ არის. "რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში პა­უ­ზა არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს პე­რი­ო­დი, რო­დე­საც უნდა იფიქ­რო, რო­გორ იმოქ­მე­დო მო­მა­ვალ­ში, გა­ი­აზ­რო ყვე­ლა­ფე­რი. სი­ტყვა "პა­უ­ზა" მე არ მომ­წონს. ნორ­მა­ლი­ზე­ბა იმ სფე­რო­ებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ვფიქ­რობთ იმა­ზე, რო­გორ ავა­წყოთ მო­მა­ვა­ლი მუ­შა­ო­ბა. ახალ წლამ­დე, ვფიქ­რობ შეხ­ვედ­რა არ გვექ­ნე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში ვი­ფიქ­რებთ თა­რიღ­ზე, თუ რო­დის უნდა შევ­ხვდეთ კვლავ", - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თამარ ბერუჩაშვილი - რუსეთთან დიალოგის არხებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ

თამარ ბერუჩაშვილი - რუსეთთან დიალოგის არხებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ

როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ასევე საქართველოც, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაში ერთადერთ გზად დიალოგს განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, დიალოგის არხებზე საქართველო უარს არ ამბობს.

"ამის თაობაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ როგორც ყველა ქვეყანა მსოფლიოში, ასევე საქართველოც, ერთადერთ გზად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისას განიხილავს მხოლოდ დიალოგს. დიალოგის არხებზე ჩვენ უარს არ ვამბობთ. საკომუნიკაციო არხები არსებობს. ეს ზურაბ აბაშიძემაც განაცხადა. რაც შეეხება შეხვედრას, კონკრეტულ თემებზე დისკუსიას, დღის წესრიგს აბაშიძე-კარასინის დიალოგში, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამაზე საუბარი არ არის. შესაბამისად, მე ამას კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიალოგის არხებს ვინარჩუნებთ, არაფერი კონკრეტული შეხვედრების თაობაზე ჯერ არ არის", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა.

"ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვა "პაუზა" მე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ კვლავ", - განაცხადა კარასინმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა