პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის განცხადება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე
პატრიარქის განცხადება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თი­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე რუ­სეთ­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბულ ისე­დაც რთულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს და ერ­თმა­ნე­თი­სა­გან აშო­რებს ორ მოძ­მე მარ­თლმა­დი­დე­ბელ ხალ­ხს.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ. "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო მთავ­რო­ბას­თან (და მო­მა­ვალ­ში, ალ­ბათ, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მმარ­თველ ძა­ლას­თა­ნაც) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბულ ისე­დაც რთულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს და ერ­თმა­ნე­თი­სა­გან აშო­რებს ორ მოძ­მე მარ­თლმა­დი­დე­ბელ ხალ­ხს. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ორ მო­მენტზე შე­ვა­ჩე­რო:

ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით უგუ­ლე­ბელ­ყო­ფილ იქნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ნება ად­გი­ლობ­რი­ვი ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა. ყვე­ლამ იცის, რომ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ამ მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი 20 წელ­ზე მე­ტია იძუ­ლე­ბით არის გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი და, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ იღებ­და ტე­რი­ტო­რი­ის ბე­დის გან­სა­ზღვრა­ში. უკვე მე­რამ­დე­ნედ აღ­ვნიშ­ნავთ იმა­საც, რომ კარ­გა ხა­ნია არ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის რე­ლი­გი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა, რაც, ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვაა და სხვა. რა თქმა უნდა, მომ­ხდა­რი ფრი­ად სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც ჩვენ, ვე­რა­სო­დეს შე­ვე­გუ­ე­ბით. მე ად­რეც ვამ­ბობ­დი და კვლა­ვაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი ქვეყ­ნი­სათ­ვის ეს დრო­ე­ბი­თი გან­საც­დე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან ძმურ ურ­თი­ერ­თო­ბას ადრე თუ გვი­ან აღად­გენს და აღად­გენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, რად­გან სი­მარ­თლე და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იზე­ი­მებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

პატრიარქის განცხადება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე

პატრიარქის განცხადება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე

საქართველოს კათილიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, ხელშეკრულების გაფორმება საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს. მინდა საზოგადოების ყურადღება ორ მომენტზე შევაჩერო:

ამ ხელშეკრულებით უგულებელყოფილ იქნა საერთაშორისო სამართლით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რომლის მიხედვითაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნება ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობისა. ყველამ იცის, რომ ჩვენს შემთხვევაში, ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 20 წელზე მეტია იძულებით არის გადაადგილებული და, ბუნებრივია, მონაწილეობას ვერ იღებდა ტერიტორიის ბედის განსაზღვრაში. უკვე მერამდენედ აღვნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია არ გვეძლევა საშუალება აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს ეკლესიის მრევლის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, რაც, ასევე, საერთაშორისო კანონების დარღვევაა და სხვა. რა თქმა უნდა, მომხდარი ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ვერასოდეს შევეგუებით. მე ადრეც ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის ეს დროებითი განსაცდელია. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია