1. ადამიანის ორგანიზმი 7000 000 000 000 000 000 000 000 000 ატომისაგან შედგება, მაშინ, როცა ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით, 300 მილიარდი ვარსკვლავია.
2. მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიყვარულის დროს ადამიანის ტვინში ნეირომედიატორებისა და ჰორმონების ერთგვარი მიქსი იქმნება, რომელსაც დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს, რაც ამფეტამინს. სწორედ ისინი იწვევენ გულისცემის გახშირებას, მადის დაკარგვასა და უძილობას.
3. აღმოჩნდა, რომ ჩვენი კუჭის ლორწოვანი გარსი ჩვენთან ერთად წითლდება უხერხული სიტუაციების დროს.
4. სასაცილოა, მაგრამ ადამიანის დნმ 50%-ით ემთხვევა ბანანისას.
5. ჩვენი ჭიპი ნამდვილი ჯუნგლებია, სადაც ათასობით ბაქტერია იყრის თავს, რომლებიც გიგანტურ ეკოსისტემას ქმნიან.
6. შენი სხეული უწყვეტ მოძრაობაშია. ყოველ წამს იგი დაახლოებით, 25 მილიონ ახალ უჯრედს წარმოქმნის.
7. ადამიანი ყოველ თვე აახლებს საკუთარ კანს. საერთო ჯამში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენ დაახლოებით, 40 კილოგრამ კანს ვიცვლით.
8. ჩვენი უჯრედების 90%-ს სოკოები და ბაქტერიები შეადგენენ.
9. მიზეზები, რომელთა გამოც ვტირით, გავლენას ახდენენ ცრემლების ფორმაზე. მიკროსკოპის ქვეშ რომ შევხედოთ ცრემლებს, უბედურების, სიხარულისა და ხახვისგან დაღვრილი ცრემლები განხვავდებიან ერთმანეთისგან.
10. შენ იმაზე მდიდარი ხარ, ვიდრე გგონია. ყველა ჩვენგანი შედგება 0,2 მილიგრამი ოქროსგან, რომელიც სისხლშია. გასამდიდრებლად 40 000 ადამიანის სისხლი დაგვჭირდება.