პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს
პრეზიდენტის ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს

პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გან­სა­ზღვრავს. ამის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბა "მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წე­სი­სა და სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2009 წლის 24 მარ­ტის 57-ე დად­გე­ნი­ლე­ბა­ში შე­დის. სა­კი­თხი მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ი­ტა­ნა.

"ნაც­ვლად პრე­ზი­დენ­ტი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გან­სა­ზღვრავს, თუ ვის ექ­ნე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ეს ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბაა", - გა­ნუ­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს სხდო­მის შემ­დეგ. გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის მერ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს კი­დევ ერთი სა­კი­თხი წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც "ეკო­ნო­მი­კის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სფე­რო­ე­ბის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ" მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეკო­ნო­მი­კის რე­გუ­ლი­რე­ბად სფე­რო­ებ­შია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის რე­გუ­ლი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და და­სუფ­თა­ვე­ბა, ვი­ნა­ი­დან თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ად­გენს შე­სა­ბა­მის ტა­რი­ფებს. მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა ზო­გა­დად ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ხოლო ტა­რი­ფე­ბი დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ჩვენს მიერ. ეს ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო "კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბით, რომ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა ამ წეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო. ტა­რი­ფე­ბი არ იც­ვლე­ბა. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და", აღ­ნიშ­ნა

პრეზიდენტის ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს

პრეზიდენტის ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს

პრეზიდენტის ნაცვლად მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების საკითხს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. ამის შესახებ ცვლილება "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილებაში შედის. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გაიტანა.

"ნაცვლად პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, თუ ვის ექნება მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება. ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა", - განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ. გარდა ამისა, თბილისის მერმა მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი საკითხი წარუდგინა, რომელიც "ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

"ეკონომიკის რეგულირებად სფეროებშია მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და დასუფთავება, ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტი ადგენს შესაბამის ტარიფებს. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ზოგადად ჩამონათვალი, ხოლო ტარიფები დადგენილი იქნება უშუალოდ ჩვენს მიერ. ეს ცვლილება გამოწვეული იყო "კონკურენციის შესახებ" კანონში გამოწვეული ცვლილებით, რომ მთავრობის დადგენილება ამ წესთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ტარიფები არ იცვლება. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდა", აღნიშნა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა