საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუფასურებული ლარის მონოლოგი: "ვეღარ გავუძლებ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამას..."
გაუფასურებული ლარის მონოლოგი: "ვეღარ გავუძლებ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამას..."

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი



...მა­მა­ჩე­მი ჩემს და­ბა­დე­ბას გა­დაჰ­ყვა, რო­გორც მი­თხრეს, ძა­ლი­ან უწ­ვა­ლია უბე­დურს. ერთ დროს თავ­მომ­წო­ნე, ისე გა­უ­ფა­სურ­და, მი­ლი­ო­ნიც კი არაფ­რად ვარ­გო­და. მერე და­ვი­ბა­დე მე... გა­ჩე­ნი­სას თოფი გა­უს­ვრი­ათ, და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერ გე­ტყვით, ჩემს გამო ის­რო­ლეს თუ არა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მა­შინ სულ ის­როდ­ნენ.


სა­ხე­ლი ვინ და­მარ­ქვა, არ ვიცი, მა­მა­ჩემს პა­პა­ჩე­მის სა­ხე­ლი უნ­დო­და და­ერ­ქმია ჩემ­თვის, მაგ­რამ ჩემს ნათ­ლი­ას უთ­ქვამს: ეს ისე­თია, ჩონ­გუ­რის ლა­რი­ვით იხ­ტუ­ნა­ვებს ზე­მოთ-ქვე­მო­თო და და­მარ­ქვეს ლარი. თა­ვი­დან კარ­გად ვიზ­რდე­ბო­დი, იმა­საც კი ამ­ბობ­დნენ, ამან თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, დო­ლარ­საც აჯო­ბებ­სო. მი­ხა­რო­და, როცა ეს მეს­მო­და და მო­ტი­ვა­ცია მე­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ ერთ დღე­საც წა­ვი­ფორ­ხი­ლე და ისე­თი ვარ­დნა გან­ვი­ცა­დე, რომ ხერ­ხე­მა­ლი და­მი­ზი­ან­და. ჩემს პატ­რონს მსოფ­ლიო ბან­კში ვყავ­დი წაყ­ვა­ნი­ლი, იქ ტო­მოგ­რა­ფია გა­და­მი­ღეს და ასე თქვეს: ეს აწი მხო­ლოდ ეტ­ლით თუ გა­და­ად­გილ­დე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად სი­ა­რულს ვე­ღარ შეძ­ლებ­სო. პატ­რონ­მა მი­თხრა: უცხო­ელ ბი­ძი­ებს მო­გიყ­ვან, ბევრ ფულს და­ა­ბან­დე­ბენ და შენც ფეხ­ზე დად­გე­ბიო. მეც ვე­ლო­დე­ბი.


..."დო" შემ­ზი­ზღდა. გა­ვი­გო­ნებ რომ ვი­ღაც იტყვის, ნეტა ამ­დე­ნი და ამ­დე­ნი ლარი მომ­ცაო, გა­მი­ხარ­დე­ბა, მნატ­რო­ბენ-მეთ­ქი, მერე კარ­გად და­ვუკ­ვირ­დე­ბი და ლარს დო აქვს და­მა­ტე­ბუ­ლი. ვიცი, ჩემ­ზე მე­ტად თქვენ გა­ნიც­დით ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ განა ეს რა­მეს ცვლის?!


სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის მა­ნა­თო­ბე­ლი კურ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის და­ნახ­ვა აღარ მინ­და. რო­გორც თქვენ­თვის სარ­კეა, ისეა ისი­ნი ჩემ­თვის; ვი­ხე­დე­ბი სარ­კე­ში და თავს ვე­ღარ ვცნობ. ჩემ თავს ვე­კი­თხე­ბი, ნუთუ მე ის ლარი ვარ, დო­ლარს რომ ეუბ­ნე­ბო­და - შენ ამო­დი ქარ­თველ­თა ჯი­ბი­დან და მე ჩა­ვა­ლო.


მარ­ტო რომ ვრჩე­ბი, სა­კუ­თარ თავს ვე­კი­თხე­ბი - ვინ გა­მა­უ­ბე­დუ­რა და ჩა­მაგ­დო ამ დღე­ში?! რა უნ­დო­დათ ჩემ­გან?! ვის რას ვუ­შა­ვებ­დი, მაგ­რამ "კარ­გია მუ­დამ მტრი­ა­ნიო", ხომ ნათ­ქვა­მია? უბე­დუ­რი მა­მა­ჩე­მიც უგუ­ლო ხალ­ხის საქ­ცი­ელ­მა შე­ი­წი­რა. ცოტა ხნის წინ ვი­ღა­ცამ თა­ვის შვილს, მა­მა­ჩე­მი - კუ­პო­ნი მის­ცა და ითა­მა­შეო, უთხრა. მერ­ჩივ­ნა სან­თლის ალზე და­ვეწ­ვი ვინ­მეს და ეს არ მე­ნა­ხა.


ძა­ლი­ან დამ­ჩაგ­რა სა­წუთ­რომ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რომ გა­მი­მე­ტა. რა იქ­ნე­ბო­და, გავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი ქუ­ვე­ით­ში, ან გნე­ბავთ ავ­სტრა­ლი­ა­ში... ყველ­გან, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და. იქ, სა­დაც ჩემ­ნა­ი­რებს პა­ტივს სცე­მენ და რი­დით ეპყრო­ბი­ან. ძველ ლა­თი­ნებს უთ­ქვამთ, ქალს და ლარს ორი­ვეს ერ­თნა­ი­რი სით­ბო და გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა­თო. ეს ქარ­თვე­ლე­ბი კი ლა­თი­ნუ­რი გა­მოთ­ქმე­ბი­დან მხო­ლოდ ერთს აღი­ა­რე­ბენ - ღვი­ნო­შია ჭეშ­მა­რი­ტე­ბაო და ისე უდი­ე­რად მე­პყრო­ბი­ან, გული მტკი­ვა. არა­და სა­ნამ მი­შოვ­ნი­ან, ისე ნატ­რო­ბენ, ნეტა მქონ­დეს, ნეტა მქონ­დე­სო, რომ მეც მინ­დე­ბა ხოლ­მე მათ­თან ყოფ­ნა, მი­ვალ და...


ყო­ველ­დღი­უ­რად დაბ­ლა-დაბ­ლა მი­ვი­წევ. მგო­ნი სიკ­ვდი­ლი მო­დის და მეც მა­გი­ტომ მე­ქა­ჩე­ბა მი­წის­კენ (ევრო ალ­ბათ ცხონ­დე­ბა, რად­გან სულ ზე­ვით-ზე­ვით მი­დის).


მა­მა­ჩემს მა­მი­ნაც­ვა­ლი ყო­ლია, მა­ნეთს ეძახ­დნენ. მა­გა­რი ვინ­მე ყო­ფი­ლა, სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, დო­ლარ­საც კი არ აჭა­ჭა­ნებ­დაო, ამ­ბო­ბენ. აბა, ის ყო­ფი­ლა კაცი, თუ ყო­ფი­ლა, თო­რემ მე მარ­ტო რუ­სულ რუბლს და სომ­ხურ დრამს თუ ვიბ­რიყ­ვებ, სხვა ყვე­ლა ზე­ვი­დან მი­ყუ­რებს.


ში­შით ვუ­ყუ­რებ ხვა­ლინ­დელ დღეს, ისიც კი არ ვიცი და­ნამ­დვი­ლე­ბით, ხვალ ვიქ­ნე­ბი, თუ არა. თუ ასე ვი­ყა­ვი, რო­გორც დღეს ვარ, ნამ­დვი­ლად ვე­ღარ გა­ვუძ­ლებ, თავს რა­მეს მო­ვუ­წევ და ზე­ცი­ურ სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა­ზე შევ­ხვდე­ბი მა­მი­კოს და პა­პას... პა­პას, რო­მელ­ზეც დღემ­დე ლე­გენ­დე­ბი და­დის.


ლადო გო­გო­ლა­ძე, AMBEBI.GE


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გაუფასურებული ლარის მონოლოგი: "ვეღარ გავუძლებ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამას..."

გაუფასურებული ლარის მონოლოგი: "ვეღარ გავუძლებ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამას..."

ლადო გოგოლაძის ბლოგი



...მამაჩემი ჩემს დაბადებას გადაჰყვა, როგორც მითხრეს, ძალიან უწვალია უბედურს. ერთ დროს თავმომწონე, ისე გაუფასურდა, მილიონიც კი არაფრად ვარგოდა. მერე დავიბადე მე... გაჩენისას თოფი გაუსვრიათ, დანამდვილებით ვერ გეტყვით, ჩემს გამო ისროლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ სულ ისროდნენ.


სახელი ვინ დამარქვა, არ ვიცი, მამაჩემს პაპაჩემის სახელი უნდოდა დაერქმია ჩემთვის, მაგრამ ჩემს ნათლიას უთქვამს: ეს ისეთია, ჩონგურის ლარივით იხტუნავებს ზემოთ-ქვემოთო და დამარქვეს ლარი. თავიდან კარგად ვიზრდებოდი, იმასაც კი ამბობდნენ, ამან თუ ასე გააგრძელა, დოლარსაც აჯობებსო. მიხაროდა, როცა ეს მესმოდა და მოტივაცია მემატებოდა, მაგრამ ერთ დღესაც წავიფორხილე და ისეთი ვარდნა განვიცადე, რომ ხერხემალი დამიზიანდა. ჩემს პატრონს მსოფლიო ბანკში ვყავდი წაყვანილი, იქ ტომოგრაფია გადამიღეს და ასე თქვეს: ეს აწი მხოლოდ ეტლით თუ გადაადგილდება, დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებსო. პატრონმა მითხრა: უცხოელ ბიძიებს მოგიყვან, ბევრ ფულს დააბანდებენ და შენც ფეხზე დადგებიო. მეც ველოდები.


..."დო" შემზიზღდა. გავიგონებ რომ ვიღაც იტყვის, ნეტა ამდენი და ამდენი ლარი მომცაო, გამიხარდება, მნატრობენ-მეთქი, მერე კარგად დავუკვირდები და ლარს დო აქვს დამატებული. ვიცი, ჩემზე მეტად თქვენ განიცდით ჩემს მდგომარეობას, მაგრამ განა ეს რამეს ცვლის?!


სავალუტო ჯიხურების მანათობელი კურსის მაჩვენებლების დანახვა აღარ მინდა. როგორც თქვენთვის სარკეა, ისეა ისინი ჩემთვის; ვიხედები სარკეში და თავს ვეღარ ვცნობ. ჩემ თავს ვეკითხები, ნუთუ მე ის ლარი ვარ, დოლარს რომ ეუბნებოდა - შენ ამოდი ქართველთა ჯიბიდან და მე ჩავალო.


მარტო რომ ვრჩები, საკუთარ თავს ვეკითხები - ვინ გამაუბედურა და ჩამაგდო ამ დღეში?! რა უნდოდათ ჩემგან?! ვის რას ვუშავებდი, მაგრამ "კარგია მუდამ მტრიანიო", ხომ ნათქვამია? უბედური მამაჩემიც უგულო ხალხის საქციელმა შეიწირა. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ თავის შვილს, მამაჩემი - კუპონი მისცა და ითამაშეო, უთხრა. მერჩივნა სანთლის ალზე დავეწვი ვინმეს და ეს არ მენახა.


ძალიან დამჩაგრა საწუთრომ, საქართველოსთვის რომ გამიმეტა. რა იქნებოდა, გავჩენილიყავი ქუვეითში, ან გნებავთ ავსტრალიაში... ყველგან, საქართველოს გარდა. იქ, სადაც ჩემნაირებს პატივს სცემენ და რიდით ეპყრობიან. ძველ ლათინებს უთქვამთ, ქალს და ლარს ორივეს ერთნაირი სითბო და გაფრთხილება სჭირდებათო. ეს ქართველები კი ლათინური გამოთქმებიდან მხოლოდ ერთს აღიარებენ - ღვინოშია ჭეშმარიტებაო და ისე უდიერად მეპყრობიან, გული მტკივა. არადა სანამ მიშოვნიან, ისე ნატრობენ, ნეტა მქონდეს, ნეტა მქონდესო, რომ მეც მინდება ხოლმე მათთან ყოფნა, მივალ და...


ყოველდღიურად დაბლა-დაბლა მივიწევ. მგონი სიკვდილი მოდის და მეც მაგიტომ მექაჩება მიწისკენ (ევრო ალბათ ცხონდება, რადგან სულ ზევით-ზევით მიდის).


მამაჩემს მამინაცვალი ყოლია, მანეთს ეძახდნენ. მაგარი ვინმე ყოფილა, სანამ ცოცხალი იყო, დოლარსაც კი არ აჭაჭანებდაო, ამბობენ. აბა, ის ყოფილა კაცი, თუ ყოფილა, თორემ მე მარტო რუსულ რუბლს და სომხურ დრამს თუ ვიბრიყვებ, სხვა ყველა ზევიდან მიყურებს.


შიშით ვუყურებ ხვალინდელ დღეს, ისიც კი არ ვიცი დანამდვილებით, ხვალ ვიქნები, თუ არა. თუ ასე ვიყავი, როგორც დღეს ვარ, ნამდვილად ვეღარ გავუძლებ, თავს რამეს მოვუწევ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამიკოს და პაპას... პაპას, რომელზეც დღემდე ლეგენდები დადის.


ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE


ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

3-4 ოქტომბერს "პეპელას" გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

ლარი 25 წლისაა - ვინ იყო აკადემიკოსი, რომელმაც ეროვნულ ვალუტას 1991 წელს სახელი შეურჩია