მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის სულისშემძვრელი წერილი
გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის სულისშემძვრელი წერილი

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით თევ­ზა­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ტექ­სტი აქვს დარ­თუ­ლი.

"აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი, 1993. ამ დღეს, რო­დე­საც სუ­რა­თია გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბის მწვერ­ვალ­ზე ვყო­ფილ­ვარ. ხელ­ში გი­ორ­გი მყავ­და, ორი წლის, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად მე­ჭი­რა იმ წელს. ახა­ლი და­ზა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით აფხა­ზებ­თან და მშვი­დო­ბაც ისე ახლო ჩან­და, რომ ფორ­მა გა­ვი­ხა­დე. მერე, სულ მალე, და­ი­წყე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა ცხე­ნის წყალ­თან, შტურ­მი სო­ხუმ­ზე, გრძე­ლი, ძა­ლი­ან გრძე­ლი გზა ში­ნი­სა­კენ, უღელ­ტე­ხი­ლე­ბი, ხე­ვე­ბი, ტყე­ე­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და გა­დამ­წვა­რი სახ­ლე­ბი... სა­კუ­თარ სახ­ლს ნო­ემ­ბრის 28-ში მი­ვაგ­ნებ მხო­ლოდ. 3 დე­კემ­ბერს კი უცა­ბე­დად ნას­რო­ლი ტყვია წა­მარ­თმევს გი­ორ­გის. თუმ­ცა მა­შინ, 93-ის აგ­ვის­ტო­ში, ამის შე­სა­ხებ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცო­დი და ბედ­ნი­ერ­ზე ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი თავს. ზეგ, 2014 წლის 3 დე­კემ­ბერს 21 წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც გი­ორ­გი მე­ნატ­რე­ბა ასაყ­ვა­ნად და მი­უ­ხე­და­ვად სი­ხა­რუ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც მე­რეც მქო­ნია, ვიცი რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის იმ ერთი წა­მი­სათ­ვის მი­ცხოვ­რია, რო­დე­საც მე და გი­ორ­გი სუ­რათს ვი­ღებ­დით 1993-ში", - წერს და­ვით თევ­ზა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის სულისშემძვრელი წერილი

გიორგი მენატრება ასაყვანად - დავით თევზაძის სულისშემძვრელი წერილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე  ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ძალიან ემოციური ტექსტი აქვს დართული.

"აგვისტოს დასაწყისი, 1993. ამ დღეს, როდესაც სურათია გადაღებული, როგორც აღმოჩნდა, ბედნიერების მწვერვალზე ვყოფილვარ. ხელში გიორგი მყავდა, ორი წლის, რომელიც პირველად მეჭირა იმ წელს. ახალი დაზავებულები ვიყავით აფხაზებთან და მშვიდობაც ისე ახლო ჩანდა, რომ ფორმა გავიხადე. მერე, სულ მალე, დაიწყება დაპირისპირება ცხენის წყალთან, შტურმი სოხუმზე, გრძელი, ძალიან გრძელი გზა შინისაკენ, უღელტეხილები, ხევები, ტყეები, მიტოვებული და გადამწვარი სახლები... საკუთარ სახლს ნოემბრის 28-ში მივაგნებ მხოლოდ. 3 დეკემბერს კი უცაბედად ნასროლი ტყვია წამართმევს გიორგის. თუმცა მაშინ, 93-ის აგვისტოში, ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და ბედნიერზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ზეგ, 2014 წლის 3 დეკემბერს 21 წელი შესრულდება, რაც გიორგი მენატრება ასაყვანად და მიუხედავად სიხარულებისა, რომელიც მერეც მქონია, ვიცი რომ ბედნიერების იმ ერთი წამისათვის მიცხოვრია, როდესაც მე და გიორგი სურათს ვიღებდით 1993-ში", - წერს დავით თევზაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს