"მე შენ აღარ მიყვარხარ ისე, როგორც ადრე მიყვარდი" - მაკა ზამბახიძეს მეუღლე "ფეისბუქით" მიმართავს

"მე შენ აღარ მიყვარხარ ისე, როგორც ადრე მიყვარდი" - მაკა ზამბახიძეს მეუღლე "ფეისბუქით" მიმართავს

მომღერალ მაკა ზამბახიძეს მეუღლე ვახო ჭუმბურიძე უკვე მეორედ უხსნის სიყვარულს სოციალური ქსელის მეშვეობით.

რამდენიმე თვის წინ მან ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ მეუღლე ძალიან უყვარდა და რომ სახლი დალაგებული, ჭურჭელი დარეცხილი და ნაგავი გადაყრილი იყო.

მაშინ კომენტარებში დებატები გაიმართა. ერთი მხარე წერდა, რომ ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ ქმარმა სახლი დაალაგოს და ჭორჭელი დარეცხოს. ზოგმა ვახოსნაირი ქმარი ინატრა, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ იყო კაცის საქმე.

რამდენიმე დღის წინ ვახომ მეორე, დაახლოებით იგივე შინაარსის სტატუსი მიუძღვნა მეუღლეს.

''მე შენ აღარ მიყვარხარ ისე, როგორც ადრე მიყვარდი. მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე პირველად შემიყვარდი. შენ ხარ ჩემი და ხარ ყველაზე ლამაზი. შენ ხარ ერთგული, სამართლიანი, ნიჭიერი და კაი ტიპი. მაგრად მევასები"...

განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს