ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას 13 და 16 წლის ქალიშვილები, საშა და მალია ჩაცმის და მანერების გამო გააკრიტიკეს. შემთხვევა მადლიერების დღეს, პრეზიდენტის მიერ ინდაურების შეწყალების დროს მოხდა.
"ძვირფასო საშა და მალია, მესმის რომ ორივე თინეიჯერები ხართ, მაგრამ თქვენ პირველი ოჯახის წევრები ხართ, ეცადეთ ცოტაოდენი კლასი გვაჩვენოთ". ჩაიცვით ისე, რომ პატივისცემა დაიმსახუროთ და არა ადგილი ბარში. ნუ "იჯღანებით" ტელევიზიით, საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს", - ამის შესახებ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ლაუტენმა დაპოსტა.
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მის პოსტს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, მან პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა. "განსაჯო ორი ახალგაზრდა გოგონა ისე, როგორც არ გინდოდა, რომ შენ ყოფილიყავი განსჯილი თინეიჯერობისას....კარგ მაგალითს გამოვიტან ამ გაკვეთილიდან", - აღნიშნა ლაუტენმა.როგორც ჩანს, ქვეყნის პირველი პირების ოჯახის წევრები ხშირად ეხვევიან ანალოგიურ სიტუაციებში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც ხშირად გაუკრიტიკებიათ.