საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია საბანკო ხელშეკრულებაში ჩადებულ "ნაღმებში"
რა წერია საბანკო ხელშეკრულებაში ჩადებულ "ნაღმებში"

სა­ქარ­თვე­ლო სო­ცი­ა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზეა - ასე შე­ა­ფა­სა, ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტორ­მა ლია ელი­ა­ვამ ბან­კებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. რა ხდე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში? ბანკთან მი­მარ­თე­ბა­ში მარ­თლაც უუფ­ლე­ბო და მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია მო­სახ­ლე­ო­ბა, თუ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად ხალ­ხის ბრა­ლია? სა­ქარ­თვე­ლო ახ­ლოს არის ევ­რო­პულ სა­ბან­კო სის­ტე­მას­თან, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი? ამ და სხვა კი­თხვე­ბით, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს, Ambebi.ge-მ ექ­სპერტ ლია ელი­ა­ვას მი­მარ­თა, რო­მელ­მაც შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- სა­უ­ბა­რი და­ვი­წყოთ ერთ მე­ტად გა­უ­გე­ბარ პუნ­ქტით, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად წერს ბან­კი თა­ვის კონ­ტრაქ­ტში. სა­უ­ბა­რი მაქვს, კონ­ტრაქ­ტის იმ პი­რო­ბა­ზე, სა­დაც ბან­კი უფ­ლე­ბას იტო­ვებს, შეც­ვა­ლოს პი­რო­ბე­ბი კლი­ენ­ტის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად...

- ეს პუნ­ქტი გაჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გა­მოს­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მა­ტი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს ნება დარ­თო, შეც­ვა­ლონ პი­რო­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში - ეს არის გა­უ­გო­ნა­რი რამ. ევ­რო­პა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში წე­რია, რომ კო­მერ­ცი­ულ ბანკს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს კლი­ენ­ტთან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ცვლი­ლე­ბა არ აუ­ა­რე­სებს კლი­ენ­ტის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ჩვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ თქვენ და­გი­დეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, და­ვუშ­ვათ 20%-ზე, ბანკს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად აწი­ოს 25%-მდე და შე­გა­ტყო­ბი­ნოს ერთი თვით ადრე. რა უნდა გა­ა­კე­თო ერთი თვით ადრე? სეს­ხი გაქვს და ვერ და­ფა­რავ, მის რესტრუქ­ტუ­რი­ზე­ბა­ზე ბან­კე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, არ მო­დი­ან ხოლ­მე. პრაქ­ტი­კუ­ლად, იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბან­კებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და თე­ო­რი­უ­ლად, ბანკს შე­უძ­ლია გა­გა­კოტ­როს კი­დეც. ასე­თი რამ ხში­რად არ ხდე­ბა, მაგ­რამ ხდე­ბა. არა­ფე­რი არ აინ­ტე­რე­სებთ ბან­კებს, გარ­და სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლი­სა და მო­გე­ბი­სა. რო­დე­საც ხე­და­ვენ, რომ მათი შე­მო­სავ­ლე­ბი მცირ­დე­ბა, ისი­ნი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ, რომ აი­ნა­ზღა­უ­რონ და­ნაკ­ლი­სი. თუ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისი­ნი მსეს­ხე­ბელს გა­უზ­რდი­ან საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვეთს. ეს ჯერ არ ატა­რებს მა­სობ­რივ ხა­სი­ათს, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამან გა­მო­იწ­ვი­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის უზარ­მა­ზა­რი ტალ­ღა და ეს ნიშ­ნავს სა­ბან­კო სექ­ტო­რის გა­კოტ­რე­ბას.

- ამ პუნ­ქტის გარ­და, თუ არის კონ­ტრაქ­ტში "ნაღ­მე­ბი", რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის და რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად აზა­რა­ლოს კლი­ენ­ტი?

- ხელ­შეკრლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი დე­ბენ თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტებ­თან, შე­ი­ცა­ვენ დიდი ოდე­ნო­ბის ისეთ პუნ­ქტებს, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია მსეს­ხებ­ლის­თვის და ბან­კის კლი­ენ­ტის­თვის. ყვე­ლას არ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეს კონ­ტრაქ­ტი მი­ი­ტა­ნოს იუ­რის­ტთან, არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ იუ­რის­ტის ფული არ აქვს, არა­მედ ელე­მენ­ტა­რუ­ლად იმი­ტომ, რომ ბან­კი ხელ­ზე კონ­ტრაქტს არ აძ­ლევს კლი­ენტს, მა­ნამ, სა­ნამ ის ხელს არ მო­ა­წერს მას. ამი­ტომ, ისეთ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ზი­ხარ ბან­კის ოფის­ში, ელა­პა­რა­კე­ბი ბან­კის თა­ნამ­შრო­მელს, ამ დროს წა­ი­კი­თხო კონ­ტრაქ­ტი და ბო­ლომ­დე გა­ი­აზ­რო შიგ­ნით რა წე­რია, არის სა­ოც­რად რთუ­ლი და მარ­ტო იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პირს ხე­ლე­წი­ფე­ბა ამის გა­კე­თე­ბა.

იმის გამო, რომ კლი­ენტს ფული სჭირ­დე­ბა სას­წრა­ფოდ, ის მეტ­წი­ლად ენ­დო­ბა ბან­კის პა­ტი­ოს­ნე­ბას და ხელს აწერს კონ­ტრაქტს. არ წარ­მო­იქ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, თუ ბან­კის კლი­ენ­ტი პა­ტი­ოს­ნად იხ­დის თა­ვის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას დრო­უ­ლად და სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით. პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა მა­შინ, თუ პი­როვ­ნე­ბა ვე­ღარ ახერ­ხებს სრუ­ლად და დრო­უ­ლად და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­ფარ­ვას. ამ დროს აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ კონ­ტრაქ­ტის ბევ­რი პუნ­ქტი, რო­მელ­ზეც მან ხელი მო­ა­წე­რა, თურ­მე ლა­ხავს მის უფ­ლე­ბებს, მის არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნურ უფ­ლე­ბებს, არა­მედ რო­გორც ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბებს. ისე­თი მუხ­ლი, რო­გო­რიც არის, სა­სა­მარ­თლოს გან­სჯა­დო­ბის კონ­ტრაქ­ტი­დან ამო­ღე­ბა და იმის ჩა­წე­რა, რომ სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლომ უნდა გა­ნი­ხი­ლოს დავა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქემ შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს, რომ უფ­ლე­ბა აქვს იჩივ­ლოს სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ში და აუ­ცი­ლებ­ლად მის­დევს ბანკს სა­არ­ბიტ­რა­ჟო­ში. სა­არ­ბიტ­რა­ჟო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ არის სწრა­ფი სა­სა­მარ­თლო და მეტ წილ შემ­თხვე­ვა­ში ბან­კის უფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი. ეს არის ერთი მა­გა­ლი­თი ამ მძი­მე მუხ­ლე­ბი­სა. თუ თქვენ გა­და­ხე­დავთ კონ­ტრაქ­ტებს, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის უფ­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ერთი-ორი პი­რო­ბით, სა­მა­გი­ე­როდ, მათი კლი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გა­წე­რი­ლი არის ორ გვერ­დზე მა­ინც. აი ასე­თი სი­ტუ­ა­ცია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია იმის შე­დე­გად, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არე­გუ­ლი­რებს საკ­რე­დი­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი საკ­რე­დი­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, არ არ­სე­ბობს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა იყოს გა­წე­რი­ლი, რა უნდა შე­დი­ო­დეს ბანკთან და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და რა არ უნდა შე­დი­ო­დეს.

- ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ით, ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს არ შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ბანკთან და­სა­დე­ბი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბებს?

- ყვე­ლა ბან­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არის ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რი არის ოლი­გო­პო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი, მას­ში არ­სე­ბობს ორი დიდი ოლი­გო­პო­ლია და სხვა და­ნარ­ჩე­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი მათ მის­დე­ვენ. ერთი პე­რი­ო­დი ერთ მსხვილ ბანკს ეკი­და სა­მომ­ხმა­რებ­ლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ზო­გა­დი ფორ­მა სა­იტ­ზე და მგო­ნი ისიც მოხ­სნა. პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ვერ გა­ეც­ნო­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას წი­ნას­წარ, ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლის გა­რე­შე. ბან­კის წი­ნა­შე მისი კლი­ენ­ტი არის სრუ­ლი­ად უუფ­ლე­ბო და და­უც­ვე­ლი.

- ხომ არ არის ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი პუნ­ქტე­ბი მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბის მცდე­ლო­ბა?

- სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი აიღო ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ 250 ლა­რის ოდე­ნო­ბით; ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მას უწე­რია, რომ სეს­ხი არის ნუ­ლო­ვა­ნი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის, მაგ­რამ ბან­კმა მას მოს­თხო­ვა თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა 53 ლარი. რო­დე­საც კლი­ენ­ტმა გა­და­ი­ხა­და 53 ლარი და შე­უდ­გა დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­დას, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა ყო­ფი­ლა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის სა­კო­მი­სიო, რო­მელ­საც, პირ­და­პირ, კლი­ენ­ტის გა­დახ­დი­სას იტო­ვებ­და თა­ვის ან­გა­რიშ­ზე, ანუ აღარ ური­ცხავ­და გამ­ყიდ­ველ მა­ღა­ზი­ას. პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, კლი­ენ­ტი დარ­ჩა მო­ტყუ­ე­ბუ­ლი, არა მარ­ტო ბან­კის მხრი­დან, არა­მედ მა­ღა­ზი­ის მხრი­და­ნაც, იმი­ტომ, რომ თუ თქვენ იგი­ვე სა­ქო­ნე­ლი მო­გინ­დე­ბათ შე­ი­ძი­ნოთ გან­ვა­დე­ბის გა­რე­შე, თქვენ მა­ინც ზედ­მეტს გა­და­იხ­დით და არა­ვინ გა­მო­გიქ­ვი­თავთ იმ 53 ლარს. მთე­ლი სი­მარ­თლე არ იქნა ასა­ხუ­ლი კლი­ენ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში.

ძა­ლი­ან ხში­რად, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში დე­ბენ ზო­გად პი­რო­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ სეს­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის დროს, კლი­ენტს ერი­ცხე­ბა პირ­გა­სამ­ტე­ხე­ლო რა­ღაც პრო­ცენ­ტის ოდე­ნო­ბით, მაგ­რამ რაზე და­ე­რი­ცხე­ბა ეს პრო­ცენ­ტი, რო­გო­რი არის მისი შემ­დგო­მი და­რი­ცხვის პრო­ცე­დუ­რა, ეს არ არის დარწვრი­ლე­ბით და­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და მსეს­ხე­ბელს ჰგო­ნია, რომ კი, მე და­ვარ­ღვიე და არ შე­ვი­ტა­ნე 30 ლარი, მგო­ნია რომ და­მე­რი­ცა 1-2%, სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­დის კლი­ენ­ტი და აღ­მოჩ­ნდე­ბა რომ 2%-ის ნაც­ვლად და­მე­რი­ცხა 5-10%. ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლებ­შიც მსეს­ხე­ბე­ლი კარ­გად ვერ ერ­კვე­ვა და ვერ ან­გა­რი­შობს თა­ვის მო­მა­ვალ რის­კებს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის მსეს­ხებ­ლის არა მარ­ტო გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, მის მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას, მისი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას. ამის უამ­რა­ვი ფაქ­ტი და მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. შე­დე­გი რა შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, იმის­თვის რომ, არც ბან­კე­ბი და­ზა­რალ­დნენ და არც მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­ვარ­დეს მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბან­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის უფრო ცხა­დი და უფრო მკაც­რი რე­გუ­ლი­რე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა კა­ნო­ნით. შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნი ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ხა­რებ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, სა­დაც და­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა მისი ყვე­ლა უფ­ლე­ბა ბანკთან და ყვე­ლა სა­ფი­ნან­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

- რას გვკარ­ნა­ხობს ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა? ბან­კის საქ­მი­ა­ნო­ბა ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­შიც იგი­ვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში იპო­თე­კუ­რი სეს­ხი გა­ი­ცე­მა გი­რა­ოს გა­რე­შე. ბან­კე­ბი არ ითხო­ვენ იპო­თე­კუ­რი სეს­ხის­თვის კი­დევ და­მა­ტე­ბით რა­ღაც ქო­ნე­ბის ჩა­დე­ბას. უკვე ით­ვლე­ბა, რომ თუ სეს­ხი გა­ი­ცა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სას­ყი­დად, ეს უკვე არის გი­რაო, ის არ ითხოვს რომ სხვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ჩა­დოს გი­რა­ო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვას შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­დეს, ვთქვათ, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი ვერ ენ­დო­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს, ამი­ტომ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერთი ბი­ნის გა­ყიდ­ვა იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მუ­რი და ამი­ტომ ჯო­ბია ორი და სამი ბინა ჰქონ­დეს გი­რა­ო­ში, რად­გან რამე რომ იყოს, სამ ბი­ნას გა­ყი­დის და ამო­ი­ღებს სეს­ხის სა­ფა­სურს. აი ასე­თი სა­კი­თხე­ბი, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, რე­გუ­ლირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბით გი­რა­ოს შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს კა­ნო­ნე­ბი იპო­თე­კის შე­სა­ხებ. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში აკ­რძა­ლუ­ლია ადა­მი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი სა­ცხოვ­რი­სის გი­რა­ოდ გა­ღე­ბა. იქ ადა­მი­ა­ნი და­ცუ­ლია რო­გორც ბან­კის თავ­ხე­დო­ბი­სა­გან, ასე­ვე სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის­გა­ნაც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად თავ­ხე­დობს და მისი მხრი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ძარ­ცვის მას­შტა­ბე­ბი არის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­დის შეც­დო­მებს ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ვერ ან­გა­რი­შობს რის­კებს.

- რა არის სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტო­რის რე­გუ­ლი­რე­ბა მი­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის ნორ­მებს?

- იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სექ­ტო­რის რე­გუ­ლი­რე­ბა მი­უ­ახ­ლოვ­დეს მა­ინც ევ­რო­პუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის ნორ­მებს, ძა­ლი­ან ბევ­რი კა­ნო­ნია მი­სა­ღე­ბი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის კა­ნო­ნი ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ უნდა მი­ვი­ღოთ, სა­ნამ არ მოხ­და ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი აფეთ­ქე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ბუნ­ტი, იმი­ტომ, რომ სულ ცოტა აკ­ლია ხალ­ხს ამო­ას­ხას და იფეთ­ქოს. მი­სა­ღე­ბია კა­ნო­ნი საკ­რე­დი­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ, რა­ნა­ი­რად, რა სა­ხით, რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა კრე­დი­ტის გა­ცე­მა და ეს შე­ე­ხე­ბა არა მარ­ტო კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს, არა­მედ ყვე­ლას, ვინც გას­ცემს კრე­დი­ტებს, მათ შო­რის კერ­ძო იპო­თე­კა­რებს, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ლომ­ბარ­დებს და ა.შ.

გი­ორ­გი ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

რა წერია საბანკო ხელშეკრულებაში ჩადებულ "ნაღმებში"

რა წერია საბანკო ხელშეკრულებაში ჩადებულ "ნაღმებში"

საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზეა - ასე შეაფასა, ეკონომიკის დოქტორმა ლია ელიავამ ბანკებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობა. რა ხდება დღეს საქართველოში? ბანკთან მიმართებაში მართლაც უუფლებო და მონურ მდგომარეობაშია მოსახლეობა, თუ ყველაფერი თავად ხალხის ბრალია? საქართველო ახლოს არის ევროპულ საბანკო სისტემასთან, თუ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი? ამ და სხვა კითხვებით, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, Ambebi.ge-მ ექსპერტ ლია ელიავას მიმართა, რომელმაც შექმნილ სიტუაციაზე გულახდილად ისაუბრა.

- საუბარი დავიწყოთ ერთ მეტად გაუგებარ პუნქტით, რომელსაც აუცილებლად წერს ბანკი თავის კონტრაქტში. საუბარი მაქვს, კონტრაქტის იმ პირობაზე, სადაც ბანკი უფლებას იტოვებს, შეცვალოს პირობები კლიენტისგან დამოუკიდებლად...

- ეს პუნქტი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა სპეციალური ნორმატიული დოკუმენტი, რომლითაც კომერციულ ბანკებს ნება დართო, შეცვალონ პირობები ხელშეკრულებაში - ეს არის გაუგონარი რამ. ევროპაში, ევროკავშირის დოკუმენტებში წერია, რომ კომერციულ ბანკს შეუძლია შეცვალოს კლიენტთან დადებული ხელშეკრულების პირობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება არ აუარესებს კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას. ჩვენთან, საქართველოში, თუ თქვენ დაგიდეს ხელშეკრულება, დავუშვათ 20%-ზე, ბანკს შეუძლია თავისუფლად აწიოს 25%-მდე და შეგატყობინოს ერთი თვით ადრე. რა უნდა გააკეთო ერთი თვით ადრე? სესხი გაქვს და ვერ დაფარავ, მის რესტრუქტურიზებაზე ბანკები, ჩვეულებრივ, არ მოდიან ხოლმე. პრაქტიკულად, იძულებული ხარ მონურ მდგომარეობაში იყო ბანკებთან მიმართებაში და თეორიულად, ბანკს შეუძლია გაგაკოტროს კიდეც. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ ხდება. არაფერი არ აინტერესებთ ბანკებს, გარდა საკუთარი შემოსავლისა და მოგებისა. როდესაც ხედავენ, რომ მათი შემოსავლები მცირდება, ისინი ყველა შესაძლებლობას მიმართავენ, რომ აინაზღაურონ დანაკლისი. თუ არის შესაძლებლობა, ისინი მსესხებელს გაუზრდიან საპროცენტო განაკვეთს. ეს ჯერ არ ატარებს მასობრივ ხასიათს, რადგან შეიძლება ამან გამოიწვიოს გადაუხდელობის უზარმაზარი ტალღა და ეს ნიშნავს საბანკო სექტორის გაკოტრებას.

- ამ პუნქტის გარდა, თუ არის კონტრაქტში "ნაღმები", რომელიც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის და რამაც შეიძლება სერიოზულად აზარალოს კლიენტი?

- ხელშეკრლებები, რომლებსაც კომერციული ბანკები დებენ თავიანთ კლიენტებთან, შეიცავენ დიდი ოდენობის ისეთ პუნქტებს, რომლებიც საერთოდ გაუგებარია მსესხებლისთვის და ბანკის კლიენტისთვის. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს კონტრაქტი მიიტანოს იურისტთან, არა მარტო იმიტომ, რომ იურისტის ფული არ აქვს, არამედ ელემენტარულად იმიტომ, რომ ბანკი ხელზე კონტრაქტს არ აძლევს კლიენტს, მანამ, სანამ ის ხელს არ მოაწერს მას. ამიტომ, ისეთ პირობებში, როდესაც ზიხარ ბანკის ოფისში, ელაპარაკები ბანკის თანამშრომელს, ამ დროს წაიკითხო კონტრაქტი და ბოლომდე გაიაზრო შიგნით რა წერია, არის საოცრად რთული და მარტო იურისტის კვალიფიკაციის მქონე პირს ხელეწიფება ამის გაკეთება.

იმის გამო, რომ კლიენტს ფული სჭირდება სასწრაფოდ, ის მეტწილად ენდობა ბანკის პატიოსნებას და ხელს აწერს კონტრაქტს. არ წარმოიქმნება პრობლემა, თუ ბანკის კლიენტი პატიოსნად იხდის თავის დავალიანებას დროულად და სრული მოცულობით. პრობლემები იქმნება მაშინ, თუ პიროვნება ვეღარ ახერხებს სრულად და დროულად დავალიანების დაფარვას. ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტრაქტის ბევრი პუნქტი, რომელზეც მან ხელი მოაწერა, თურმე ლახავს მის უფლებებს, მის არა მარტო ადამიანურ უფლებებს, არამედ როგორც ფინანსური მომსახურების მომხმარებლის უფლებებს. ისეთი მუხლი, როგორიც არის, სასამართლოს განსჯადობის კონტრაქტიდან ამოღება და იმის ჩაწერა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა განიხილოს დავა, ამ შემთხვევაში მოქალაქემ შეიძლება არ იცოდეს, რომ უფლება აქვს იჩივლოს საერთო სასამართლოში და აუცილებლად მისდევს ბანკს საარბიტრაჟოში. საარბიტრაჟო, მოგეხსენებათ, რომ არის სწრაფი სასამართლო და მეტ წილ შემთხვევაში ბანკის უფლების დამცველი. ეს არის ერთი მაგალითი ამ მძიმე მუხლებისა. თუ თქვენ გადახედავთ კონტრაქტებს, კომერციული ბანკის უფლებები შემოიფარგლება ერთი-ორი პირობით, სამაგიეროდ, მათი კლიენტის უფლებები და მოვალეობები გაწერილი არის ორ გვერდზე მაინც. აი ასეთი სიტუაცია ჩამოყალიბებულია იმის შედეგად, რომ ქვეყანაში არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საკრედიტო საქმიანობას, არ არსებობს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, არ არსებობს მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც უნდა იყოს გაწერილი, რა უნდა შედიოდეს ბანკთან დადებულ ხელშეკრულებაში და რა არ უნდა შედიოდეს.

- ელექტრონული ვერსიით, ან სხვა საშუალებით მომხმარებელს არ შეუძლია გაეცნოს ბანკთან დასადები კონტრაქტის პირობებს?

- ყველა ბანკის ხელშეკრულება არის ერთმანეთის მსგავსი. ეს განპირობებულია იმით, რომ საბანკო სექტორი არის ოლიგოპოლიზირებული, მასში არსებობს ორი დიდი ოლიგოპოლია და სხვა დანარჩენი კომერციული ბანკები მათ მისდევენ. ერთი პერიოდი ერთ მსხვილ ბანკს ეკიდა სამომხმარებლო ხელშეკრულების ზოგადი ფორმა საიტზე და მგონი ისიც მოხსნა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ გაეცნობი ხელშეკრულებას წინასწარ, ბანკის თანამშრომლის გარეშე. ბანკის წინაშე მისი კლიენტი არის სრულიად უუფლებო და დაუცველი.

- ხომ არ არის ეს გაურკვეველი პუნქტები მომხმარებლის მოტყუების მცდელობა?

- სამომხმარებლო სესხი აიღო ერთმა პიროვნებამ 250 ლარის ოდენობით; ხელშეკრულებაში მას უწერია, რომ სესხი არის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის, მაგრამ ბანკმა მას მოსთხოვა თანადაფინანსება 53 ლარი. როდესაც კლიენტმა გადაიხადა 53 ლარი და შეუდგა დარჩენილი თანხის გადახდას, აღმოჩნდა, რომ ეს თანადაფინანსება ყოფილა კომერციული ბანკის საკომისიო, რომელსაც, პირდაპირ, კლიენტის გადახდისას იტოვებდა თავის ანგარიშზე, ანუ აღარ ურიცხავდა გამყიდველ მაღაზიას. პრაქტიკულად, ამ სიტუაციაში, კლიენტი დარჩა მოტყუებული, არა მარტო ბანკის მხრიდან, არამედ მაღაზიის მხრიდანაც, იმიტომ, რომ თუ თქვენ იგივე საქონელი მოგინდებათ შეიძინოთ განვადების გარეშე, თქვენ მაინც ზედმეტს გადაიხდით და არავინ გამოგიქვითავთ იმ 53 ლარს. მთელი სიმართლე არ იქნა ასახული კლიენტის ხელშეკრულებაში.

ძალიან ხშირად, კომერციული ბანკები ხელშეკრულებაში დებენ ზოგად პირობებს იმის შესახებ, რომ სესხის ანაზღაურების ვადაგადაცილების დროს, კლიენტს ერიცხება პირგასამტეხელო რაღაც პროცენტის ოდენობით, მაგრამ რაზე დაერიცხება ეს პროცენტი, როგორი არის მისი შემდგომი დარიცხვის პროცედურა, ეს არ არის დარწვრილებით დაწერილი ხელშეკრულებაში და მსესხებელს ჰგონია, რომ კი, მე დავარღვიე და არ შევიტანე 30 ლარი, მგონია რომ დამერიცა 1-2%, სინამდვილეში მიდის კლიენტი და აღმოჩნდება რომ 2%-ის ნაცვლად დამერიცხა 5-10%. ეს გაურკვეველი პუნქტები, რომლებშიც მსესხებელი კარგად ვერ ერკვევა და ვერ ანგარიშობს თავის მომავალ რისკებს, ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსესხებლის არა მარტო გადახდისუნარიანობას, მის მატერიალურ კეთილდღეობას, მისი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობას. ამის უამრავი ფაქტი და მაგალითი არსებობს. შედეგი რა შეიძლება ვთქვათ, იმისთვის რომ, არც ბანკები დაზარალდნენ და არც მოსახლეობა ჩავარდეს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, აუცილებელია ბანკების საქმიანობის უფრო ცხადი და უფრო მკაცრი რეგულირება და ადამიანების, როგორც ფინანსური მომხმარებლების უფლებების დაცვა კანონით. შესამუშავებელია სპეციალური კანონი ფინანსური მომსახურების მომხარებლეთა უფლებების დაცვის შესახებ, სადაც დაწერილი იქნება მისი ყველა უფლება ბანკთან და ყველა საფინანსო დაწესებულებასთან ურთიერთობისას.

- რას გვკარნახობს ევროპული გამოცდილება? ბანკის საქმიანობა ამერიკასა და ევროპაშიც იგივეა, რაც საქართველოში?

- ევროპასა და ამერიკაში იპოთეკური სესხი გაიცემა გირაოს გარეშე. ბანკები არ ითხოვენ იპოთეკური სესხისთვის კიდევ დამატებით რაღაც ქონების ჩადებას. უკვე ითვლება, რომ თუ სესხი გაიცა უძრავი ქონების შესასყიდად, ეს უკვე არის გირაო, ის არ ითხოვს რომ სხვა საცხოვრებელი ჩადოს გირაოში. საქართველოს შემთხვევას შეიძლება თავისი გარკვეული მიზეზები ჰქონდეს, ვთქვათ, კომერციული ბანკები ვერ ენდობიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ერთი ბინის გაყიდვა იქნება პრობლემური და ამიტომ ჯობია ორი და სამი ბინა ჰქონდეს გირაოში, რადგან რამე რომ იყოს, სამ ბინას გაყიდის და ამოიღებს სესხის საფასურს. აი ასეთი საკითხები, ევროპასა და ამერიკაში, რეგულირდება სპეციალური კანონებით გირაოს შესახებ. არსებობს კანონები იპოთეკის შესახებ. ევროპასა და ამერიკაში აკრძალულია ადამიანის ერთადერთი საცხოვრისის გირაოდ გაღება. იქ ადამიანი დაცულია როგორც ბანკის თავხედობისაგან, ასევე საკუთარი შეცდომების დაშვებისგანაც.

საქართველოში საფინანსო სექტორი აბსოლუტურად თავხედობს და მისი მხრიდან მოსახლეობის ძარცვის მასშტაბები არის გამაოგნებელი, მაგრამ მეორე მხრივ, მოსახლეობა ჩადის შეცდომებს ნებსით თუ უნებლიედ, ვერ ანგარიშობს რისკებს.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება მიუახლოვდეს ევროპული რეგულირების ნორმებს?

- იმისთვის, რომ საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება მიუახლოვდეს მაინც ევროპული რეგულირების ნორმებს, ძალიან ბევრი კანონია მისაღები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის კანონი ფინანსური მომსახურების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც სასწრაფოდ უნდა მივიღოთ, სანამ არ მოხდა ქვეყანაში სოციალური აფეთქება და სოციალური ბუნტი, იმიტომ, რომ სულ ცოტა აკლია ხალხს ამოასხას და იფეთქოს. მისაღებია კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება, თუ როგორ, რანაირად, რა სახით, რა ფორმით შეიძლება კრედიტის გაცემა და ეს შეეხება არა მარტო კომერციულ ბანკებს, არამედ ყველას, ვინც გასცემს კრედიტებს, მათ შორის კერძო იპოთეკარებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს და ა.შ.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია