პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი
სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი

სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის ერ­თთვი­ან ომზე არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა და ალ­ბათ კი­დევ ბევ­რჯერ და­ი­წე­რე­ბა.

ამ ომში სხვებ­თან ერ­თად ხა­შუ­რის გვარ­დი­აც იბ­რძო­და, რომ­ლის წევ­რებ­მაც ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლეს სი­ცო­ცხლე. ამ ამ­ბავს ხა­შუ­რის სა­მუ­ზე­უ­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მმარ­თვე­ლი, ის­ტო­რი­კო­სი თა­მაზ ლა­ცა­ბი­ძე იხ­სე­ნებს:

- ხა­შუ­რის გვარ­დია 1917 წლის თე­ბერ­ვლის ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ-დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ვო­უ­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იქ­მნა და მოქ­მე­დებ­და არა მარ­ტო ხა­შურ­ში, არა­მედ მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. მათი დახ­მა­რე­ბით აღ­დგა წეს­რი­გი ხა­შურ-ბორ­ჯო­მის რკი­ნიგ­ზა­ზე. იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­სა წერ­და: "დღეს გუ­ლი­სამ­რე­ვი სუ­რა­თე­ბი აღარ ხდე­ბა რკი­ნიგ­ზა­ზე".

"ახალ­ცი­ხე­ლე­ბის მო­წო­დე­ბი­სას ყვე­ლა­ზე უწინ ხა­შუ­რის გვარ­დია გა­ემ­გზავ­რა და­სახ­მა­რებ­ლად. ისი­ნი ჩა­ვიდ­ნენ თუ არა ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში, ახალ­ცი­ხე­ში წე­სი­ე­რე­ბა აღ­დგა, რად­გან ამ ძა­ლას ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ეს თათ­რებ­მა და მა­შინ­ვე სამ­შვი­დო­ბო მოლ­პა­რა­კე­ბას შე­უდ­გნენ. გვარ­დი­ე­ლებს ბორ­ჯომს იქით არც დას­ჭირ­ვე­ბი­ათ წას­ვლა, მაგ­რამ მათი გავ­ლე­ნა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახალ­ცი­ხე­ში სა­სურ­ვე­ლი სი­წყნა­რე ჩა­მო­ვარ­და".

ხა­შუ­რის გვარ­დი­ამ სა­ხე­ლი სი­მა­მა­ცის წყა­ლო­ბით გა­ით­ქვა. გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა, მათ დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­საც, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, გვარ­დი­ის საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თვის არ იდგა სა­თან­დო სი­მაღ­ლე­ზე. ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ იგი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, რაც დის­ციპ­ლი­ნის შე­სუს­ტე­ბის მი­ზე­ზი იყო. ეს კი თა­ვის მხრივ, გარ­კვე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს ქმნი­და, თა­ვად გვარ­დი­ა­სა და მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რის.

- მას შემ­დეგ, რაც 1918 წლის 26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ხა­შუ­რის გვარ­დია თუ იბ­რძო­და ქარ­თუ­ლი არ­მი­ის რი­გებ­ში?

- სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პე­რი­ოდ­ში (1918-1921 წწ.) ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და სა­ხალ­ხო გვარ­დია და მისი ერთი ნა­წი­ლი - ხა­შუ­რის გვარ­დი­აც. 9 დე­კემ­ბერს სომ­ხე­თის შე­ი­არ­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გად­მო­ლა­ხეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და ბორ­ჩა­ლოს მაზ­რა­ში და­ი­წყეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა. ომის პირ­ველ­სა­ვე დღე­ებ­ში ხა­შუ­რელ­თა გვარ­დია, სამ­ტე­რე­დი­ის სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­თან ერ­თად ჩა­ე­ბა საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში. სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­მარ­თულ სა­ხალ­ხო კრე­ბა­ზე მი­ღე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში დაგ­მეს სომ­ხე­თის მიერ სა­ზღვრე­ბის უკა­ნო­ნოდ გად­მო­ლახ­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია, რომ რე­ზო­ლუ­ცი­ას ხელს აწერ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი სომ­ხე­ბიც.

- ამ ომში და­ი­ღუპ­ნენ ხა­შუ­რის გვარ­დი­ის წევ­რე­ბი...

- 31 დე­კემ­ბერს "ერ­თო­ბის" პირ­ველ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბა: "ხა­შუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცია "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ მუ­შა­თა პარ­ტია" დამ­წუხ­რე­ბუ­ლი აუ­წყებს ამ­ხა­ნა­გებს, რომ 26 დე­კემ­ბერს, სომ­ხებ­თან შე­ტა­კე­ბის დროს, შუ­ლა­ვერ­თან გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ ხა­შუ­რის მკვიდ­რნი - ლე­ონ­ტი მეტ­რე­ვე­ლი და ალექ­სან­დრე სი­რა­ძე".

1919 წლის 5 თე­ბერ­ვალს გა­ზეთ­მა "ერ­თო­ბამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა საქ. სდმპ ხა­შუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა: "სომ­ხებ­თან ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ხშუ­რის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რნი დაკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნენ ქ. ხა­შურ­ში, ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე. ხუთ­შა­ბათს, 6 თე­ბერ­ვალს გა­დახ­დი­ლი იქ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი". გა­ზე­თის ამა­ვე ნო­მერ­ში არის გარ­დაც­ვლი­ლი გვარ­დი­ე­ლე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი

სომხების მიერ მოტყუებული მიამიტი ქართველები და მოგებული ომი

საქართველო-სომხეთის ერთთვიან ომზე არაერთხელ დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრჯერ დაიწერება.

ამ ომში სხვებთან ერთად ხაშურის გვარდიაც იბრძოდა, რომლის წევრებმაც ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე. ამ ამბავს ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი, ისტორიკოსი თამაზ ლაცაბიძე იხსენებს:

- ხაშურის გვარდია 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოულუციის შემდეგ შეიქმნა და მოქმედებდა არა მარტო ხაშურში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მათი დახმარებით აღდგა წესრიგი ხაშურ-ბორჯომის რკინიგზაზე. იმდროინდელი პრესა წერდა: "დღეს გულისამრევი სურათები აღარ ხდება რკინიგზაზე".

"ახალციხელების მოწოდებისას ყველაზე უწინ ხაშურის გვარდია გაემგზავრა დასახმარებლად. ისინი ჩავიდნენ თუ არა ბორჯომის რაიონში, ახალციხეში წესიერება აღდგა, რადგან ამ ძალას ანგარიში გაუწიეს თათრებმა და მაშინვე სამშვიდობო მოლპარაკებას შეუდგნენ. გვარდიელებს ბორჯომს იქით არც დასჭირვებიათ წასვლა, მაგრამ მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე დღეში ახალციხეში სასურველი სიწყნარე ჩამოვარდა".

ხაშურის გვარდიამ სახელი სიმამაცის წყალობით გაითქვა. გარდა ზემოთ აღნიშნული ქალაქებისა, მათ დახმარება გაუწიეს თბილისსა და ქუთაისსაც, მაგრამ როგორც ჩანს, გვარდიის საქციელი ყოველთვის არ იდგა სათანდო სიმაღლეზე. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის იყო, რომ იგი ნებაყოფლობით გაერთიანებას წარმოადგენდა, რაც დისციპლინის შესუსტების მიზეზი იყო. ეს კი თავის მხრივ, გარკვეულ წინააღმდეგობებს ქმნიდა, თავად გვარდიასა და მის ხელმძღვანელებს შორის.

- მას შემდეგ, რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხაშურის გვარდია თუ იბრძოდა ქართული არმიის რიგებში?

- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წწ.) ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახალხო გვარდია და მისი ერთი ნაწილი - ხაშურის გვარდიაც. 9 დეკემბერს სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვრები და ბორჩალოს მაზრაში დაიწყეს საომარი მოქმედება. ომის პირველსავე დღეებში ხაშურელთა გვარდია, სამტერედიის სახალხო გვარდიის ქვედანაყოფებთან ერთად ჩაება საბრძოლო ოპერაციებში. სახელდახელოდ გამართულ სახალხო კრებაზე მიღებულ რეზოლუციაში დაგმეს სომხეთის მიერ საზღვრების უკანონოდ გადმოლახვა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ რეზოლუციას ხელს აწერდნენ ადგილობრივი სომხებიც.

- ამ ომში დაიღუპნენ ხაშურის გვარდიის წევრები...

- 31 დეკემბერს "ერთობის" პირველ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება: "ხაშურის ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტია" დამწუხრებული აუწყებს ამხანაგებს, რომ 26 დეკემბერს, სომხებთან შეტაკების დროს, შულავერთან გამართულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ ხაშურის მკვიდრნი - ლეონტი მეტრეველი და ალექსანდრე სირაძე".

1919 წლის 5 თებერვალს გაზეთმა "ერთობამ" გამოაქვეყნა საქ. სდმპ ხაშურის ორგანიზაციის განცხადება: "სომხებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული ხშურის რაიონის მკვიდრნი დაკრძალული იქნენ ქ. ხაშურში, ძმათა სასაფლაოზე. ხუთშაბათს, 6 თებერვალს გადახდილი იქნება სამოქალაქო პანაშვიდი". გაზეთის ამავე ნომერში არის გარდაცვლილი გვარდიელების სრული ჩამონათვალი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია