მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში
ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ შოუ-ბიზ­ნე­სის­თვის ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, მო­დე­ლე­ბი თუ ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან მტრო­ბას მე­გობ­რო­ბას არ­ჩე­ვენ და მე­გობ­რო­ბენ კი­დეც. ზოგი ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობს, ზო­გი­ერ­თი კი სა­ერ­თო საქ­მემ და­ა­ახ­ლო­ვა. Ambebi.ge ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის, ქეთა თო­ფუ­რი­ას და ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის არის ცნო­ბი­ლი. ნინი და თაკო ერ­თმა­ნეთს "ბას­ტი ბუ­ბუ­დან" იც­ნო­ბენ, ქე­თას­თან და ქრის­ტი­ნეს­თან კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­მე­გობ­რდნენ. სა­ნამ ქეთა თო­ფუ­რია "ა სტუ­დი­ოს" წევ­რი გახ­დე­ბო­და, გო­გო­ნებ­მა სტე­ფა­ნეს­თან ერ­თად ჯგუ­ფიც შექ­მნეს და სიმ­ღე­რე­ბიც ჩა­წე­რეს, მაგ­რამ ქეთა მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, პრო­ექ­ტი კი და­ი­შა­ლა. ქე­თას სხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა გო­გო­ნებს მე­გობ­რო­ბას ხელს არ უშ­ლის. ის ხში­რად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ბავ­შვის ნათ­ლი­აა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ნინი და თაკო კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ და მუ­შა­ობ­დნენ. თუმ­ცა შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ.

ამ­ბო­ბენ, რომ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გო­გო­ნე­ბი ხში­რად ჩხუ­ბობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­თან და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბად რჩე­ბი­ან.

თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის და ალი­ნა არ­ვე­ლა­ძის მე­გობ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე წელს ით­ვლის. მას შემ­დეგ, რაც თიკო ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და, ეთერ­ში ალი­ნა არ­ვე­ლა­ძის მეშ­ვე­ო­ბით დაბ­რუნ­და. მისი გა­და­ცე­მის "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" პრო­დუ­სე­რი სწო­რედ ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე იყო. ალი­ნა და თიკო ერ­თად და­დი­ოდ­ნენ გა­და­ღე­ბებ­ზე, და­სას­ვე­ნებ­ლად და გა­სარ­თო­ბად. მათი მე­გობ­რო­ბა "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" და­ხურ­ვის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, ხა­ტია შა­მუ­გია და ნინო ჩხე­ი­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­მე­გობ­რდნენ. ერ­თმა­ნეთს ქარ­თულ­მა შოუ-ბიზ­ნეს­მა და­ახ­ლო­ვათ. გო­გო­ნებს უყ­ვართ ერ­თად გარ­თო­ბა და ხში­რად მღე­რი­ან კი­დეც. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნე­ტით ვი­დე­ორ­გო­ლიც გავ­რცელ­და, სა­დაც ხა­ტია შა­მუ­გია და ნინო ჩხე­ი­ძე რუ­სულ სიმ­ღე­რას მღე­რი­ან. ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

ხა­ტია შა­მუ­გია შოუ-ბიზ­ნე­სის სხვა წევ­რებ­თა­ნაც მე­გობ­რობს, მისი მე­გობ­რე­ბი არი­ან ლელა წურ­წუ­მია, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი, თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე და გვან­ცა კი­ლა­სო­ნია. ზო­გი­ერთ მათ­გან­თან შა­მუ­გი­ას ნა­თე­სა­ო­ბაც კი აკავ­ში­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნას, ის თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­თან, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­თან, ია­სე­ნი­ას­თან და ჯაბა ქარ­სე­ლა­ძეს­თან მე­გობ­რობს. ზა­ფხულ­ში ია­სე­ნი­ამ და ნი­ნამ ჯაბა ქარ­სე­ლა­ძეს­თან და­ის­ვე­ნეს საფ­რან­გეთ­ში.

მო­დე­ლი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი ახალ-ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მის გარ­შე­მო ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტარ ზურა აბა­ში­ძის მე­უღ­ლეს­თან, თე­ო­ნა ბე­ნაშ­ვილ­თან და ანუ­კი არე­ში­ძეს­თან მე­გობ­რობს. თე­ო­ნა და სა­ლო­მე ერ­თად სწავ­ლობ­დნენ 55-ე სკო­ლა­ში და ბავ­შვო­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ანუ­კის და სა­ლო­მეს, მათ ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იც­ნეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანუ­კა არე­ში­ძე უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, ის სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ხში­რად იწ­ვევს სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში

ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში

იმის მიუხედავად, რომ შოუ-ბიზნესისთვის ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, ქართველი მომღერლები, მოდელები თუ ტელეწამყვანები ერთმანეთთან მტრობას მეგობრობას არჩევენ და მეგობრობენ კიდეც. ზოგი ბავშვობიდან მეგობრობს, ზოგიერთი კი საერთო საქმემ დააახლოვა. Ambebi.ge ცნობილი ადამიანების მეგობრობის შესახებ მოგითხრობთ.

ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის, ქეთა თოფურიას და ქრისტინე იმედაძის მეგობრობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. ნინი და თაკო ერთმანეთს "ბასტი ბუბუდან" იცნობენ, ქეთასთან და ქრისტინესთან კი მოგვიანებით დამეგობრდნენ. სანამ ქეთა თოფურია "ა სტუდიოს" წევრი გახდებოდა, გოგონებმა სტეფანესთან ერთად ჯგუფიც შექმნეს და სიმღერებიც ჩაწერეს, მაგრამ ქეთა მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ, პროექტი კი დაიშალა. ქეთას სხვა ქვეყანაში ცხოვრება გოგონებს მეგობრობას ხელს არ უშლის. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და ნინი ბადურაშვილის ბავშვის ნათლიაა. რამდენიმე წლის წინ ნინი და თაკო კარიერის ასაწყობად გერმანიაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.

ამბობენ, რომ თინეიჯერობის პერიოდში გოგონები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთთან და ამის მიუხედავად, ისინი საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

თიკო სადუნიშვილის და ალინა არველაძის მეგობრობა რამდენიმე წელს ითვლის. მას შემდეგ, რაც თიკო ტელეეკრანიდან გაუჩინარდა, ეთერში ალინა არველაძის მეშვეობით დაბრუნდა. მისი გადაცემის "თბილისი ლაივის" პროდუსერი სწორედ ალინა არველაძე იყო. ალინა და თიკო ერთად დადიოდნენ გადაღებებზე, დასასვენებლად და გასართობად. მათი მეგობრობა "თბილისი ლაივის" დახურვის შემდეგაც გაგრძელდა.

ნინა წკრიალაშვილი, ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ. ერთმანეთს ქართულმა შოუ-ბიზნესმა დაახლოვათ. გოგონებს უყვართ ერთად გართობა და ხშირად მღერიან კიდეც. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით ვიდეორგოლიც გავრცელდა, სადაც ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რუსულ სიმღერას მღერიან. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.

ხატია შამუგია შოუ-ბიზნესის სხვა წევრებთანაც მეგობრობს, მისი მეგობრები არიან ლელა წურწუმია, გიო ხუციშვილი, თაკო დოლაბერიძე და გვანცა კილასონია. ზოგიერთ მათგანთან შამუგიას ნათესაობაც კი აკავშირებს. რაც შეეხება ნინას, ის თიკო სადუნიშვილთან, შორენა ბეგაშვილთან, იასენიასთან და ჯაბა ქარსელაძესთან მეგობრობს. ზაფხულში იასენიამ და ნინამ ჯაბა ქარსელაძესთან დაისვენეს საფრანგეთში.

მოდელი სალომე ღვინიაშვილი ახალ-ახალი მეგობრების შეძენით არ არის დაკავებული. მის გარშემო ძირითადად მხოლოდ ბავშვობის მეგობრები არიან. სალომე ღვინიაშვილი პარლამენტარ ზურა აბაშიძის მეუღლესთან, თეონა ბენაშვილთან და ანუკი არეშიძესთან მეგობრობს. თეონა და სალომე ერთად სწავლობდნენ 55-ე სკოლაში და ბავშვობაში დაწყებული მეგობრობა დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ანუკის და სალომეს, მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. როგორც ცნობილია, ანუკა არეშიძე უკრაინაში წარმატებული დიზაინერია, ის საკუთარ ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად იწვევს სალომე ღვინიაშვილს.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება