სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ
ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ

ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო. სხვე­ბი - კი­ნო­სა და მუ­სი­კის ვარ­სკვლა­ვე­ბი და მწერ­ლე­ბი. ერთი კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ყვე­ლა მათ­განს აერ­თი­ა­ნებ­და, შიდსი იყო. და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით, 30 წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს პირ­ვე­ლად, თუმ­ცა, ახლა მთელ მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი.

თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­ფი­კა­ცი­ით, აივ ინ­ფექ­ცია ეწო­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბას, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­მენ­ტი­დან სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, ხოლო ტერ­მი­ნით "შიდსი" - აღი­ნიშ­ნე­ბა აივ ინ­ფექ­ცი­ის ბოლო სტა­დია, რო­დე­საც ავად­მყოფს უვი­თარ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გარ­კვე­უ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი, ან იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. გა­ე­როს შიდსის პროგ­რა­მის 2006 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად მსოფ­ლი­ო­ში 15-24 წლის ასა­კის 6000-ზე მეტი ახალ­გაზ­რდა ინ­ფი­ცირ­დე­ბა ვირუ­სით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 1156-ზე მეტი შემ­თხვე­ვის უკან იმა­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3500 არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა.

გთა­ვა­ზობთ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სიას, რო­მელ­თაც შიდსი ჰქონ­დათ:

ფრე­დი მერ­კუ­რი - მის­მა ძლი­ერ­მა ვო­კალ­მა 70-იან წლებ­ში "ქუ­ინს" მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, ხოლო თვი­თონ მომ­ღე­რალ­მა ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო როკ-მუ­სი­კო­სე­ბის სი­ა­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მისი მუ­სი­კა ჩვენს დრო­შიც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი ჩა­წე­რის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დე­კა­დაა გა­სუ­ლი. მერ­კუ­რის შიდსის დი­აგ­ნო­ზი 1987 წელს და­უს­ვეს. 1991 წელს მან სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. გან­ცხა­დე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, 1991 წლის 24 ნო­ემ­ბერს იგი შიდსის ფონ­ზე ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

ენ­ტო­ნი პერ­კინ­სი - კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­თვის და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა ალფ­რედ ჰი­ჩკო­კის "ფსი­ქო­ში" ნორ­მან ბე­იტ­სის რო­ლით. პერ­კისნ­მა სა­კუ­თა­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ 1990 წელს შე­ი­ტყო. იგი 60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მისი მე­უღ­ლე ბერი ბე­რენ­სო­ნი 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს მომ­ხდარ ტე­რო­რის­ტულ აქტს ემსხვერ­პლა. ბერი AA-11 რე­ი­სით, ბოს­ტო­ნი­დან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მიფ­რი­ნავ­და.

აი­ზეკ აზი­მო­ვი - ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი მო­თხრო­ბე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ის 500-ზე მეტი თხზუ­ლე­ბის ავ­ტო­რია. მისი ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მხო­ლოდ 10 წლის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტიგ­მის გამო, რო­მე­ლიც იმ დრო­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი, აზი­მო­ვის ოჯახ­მა გა­და­წყვი­ტა, და­ე­მა­ლა მისი სიკ­ვდი­ლის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი. 1997 წელს, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, იგი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის და ფან­ტა­ზი­ის დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს. 2009 წელს მისი სა­ხე­ლი ეწო­და კრა­ტერს პლა­ნე­ტა მარსზე.

ჯია მარი კა­რან­ჯი - 1970-80-იანი წლე­ბის მო­დის სამ­ყა­როს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც Vogue-სა და Cosmopolitan-ის ყდებს ამ­შვე­ნებ­და და ისეთ ცნო­ბილ მო­დის სახ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, რო­გო­რე­ბიც არი­ან: Armani, Christian Dior, Versace და ა.შ. ჯია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო შიდსი. ცნო­ბი­ლია მო­დე­ლის ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ჯია 1986 წელს, 26 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ჯია კა­რან­ჯის ის­ტო­რია სცე­ნა­რის სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფილ­მს "ჯია", რომ­ლის მთა­ვარ როლს ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ას­რუ­ლებს.

რო­ბერტ რიდი - 1970-იანი წლე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი კერ­პი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ტელე-ეკ­რა­ნებ­ზე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბით გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა, პო­პუ­ლა­რო­ბა მაილ ბრე­ი­დის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით მო­ი­პო­ვა ფილმში The Brady Bunch. გარ­და ამი­სა, მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ფილ­მებ­ში: Wonder Woman, Hawaii 5-0, and Charlie’s Angels. რიდი 1992 წელს კო­ლო­რექ­ტა­ლუ­რი კი­ბო­თი და შიდსით გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მხო­ლოდ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ და, რომ ის გეი იყო.

არ­ტურ ეში - ამე­რი­კე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, უიმბლდო­ნის პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი შავ­კა­ნი­ა­ნი ჩემ­პი­ო­ნი. ის არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­მა­შით, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით იყო ცნო­ბი­ლი. კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად მუ­შა­ო­ბის გარ­და, ის შავ­კა­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­და. 1969 წელს მას უარი უთხრეს სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გა­სა­მარ­თი ტურ­ნი­რის ვი­ზა­ზე, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში აპარ­ტე­ი­დი იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ არ­ტურ­მა მო­ი­თხო­ვა, გა­ე­ძე­ვე­ბი­ნათ სამ­ხრეთ აფ­რი­კა ATP-ისა და დე­ვი­სის თა­სი­დან. სა­ბო­ლო­ოდ, ჩოგ­ბურ­თელ­მა თა­ვი­სი ბრძო­ლით მა­შინ­დე­ლი რე­ჟი­მის პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­აღ­ვი­ვა. ეში აწყობ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და რამ­დენ­ჯერ­მე ამ აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მცი­რე ხნით სა­პყრო­ბი­ლე­ში მოხ­ვდა. ეშმა და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ 1988 წელს შე­ი­ტყო. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი მა­ლავ­და თა­ვის ავად­მყო­ფო­ბას. ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 1992 წელს გა­მო­ა­ცხა­და. ეს მოხ­და მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფის - Queen-ის ვო­კა­ლის­ტის, ფრე­დი მერ­კუ­რის სიკ­ვდი­ლი­დან ცოტა ხნის შემ­დეგ. არ­ტურ­მა და­ა­არ­სა შიდსთან ბრძო­ლის სა­კუ­თა­რი ფონ­დი. ჩოგ­ბურ­თე­ლი 1993 წლის 6 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა და მას რამ­დე­ნი­მე თვე და­აკ­ლდა თა­ვის 50 წლის იუ­ბი­ლემ­დე.

რა­ი­ან ვა­ი­თი - 13 წლის თი­ნე­ი­ჯე­რი ინ­დი­ა­ნას შტა­ტი­დან, რო­მელ­საც 1984 წელს შიდსის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. უა­ი­თი და­ბა­დე­ბი­დან იტან­ჯე­ბო­და ჰე­მო­ფი­ლი­ით და დო­ნო­რის სის­ხლზე დამ­ზა­დე­ბულ პრე­პა­რა­ტებს იღებ­და, რის შე­დე­გად და­ინ­ფი­ცირ­და. მი­უ­ხე­და­ვად ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბი­სა, რის­კის არარ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი რა­ი­ა­ნის სკო­ლი­დან გა­ძე­ვე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ხან­გრძლივ­მა იუ­რი­დი­ულ­მა ბრძო­ლამ სკო­ლის სის­ტე­მას­თან და აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ხშირ­მა გა­შუ­ქე­ბამ, რა­ი­ანს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა და იგი შიდსთან ბრძო­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ სიმ­ბო­ლოდ იქცა. 1990 წლამ­დე, ანუ სიკ­ვდი­ლამ­დე, მო­ზარ­დი აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლის საქ­მე­ში, აღ­ნიშ­ნულ და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­ი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებს აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს შიდსთან ბრძო­ლა­ში უწევს დახ­მა­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ

ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ

ზოგიერთი მათგანი ცნობილი სპორტსმენი იყო. სხვები - კინოსა და მუსიკის ვარსკვლავები და მწერლები. ერთი კი ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ერთადერთი რამ, რაც ყველა მათგანს აერთიანებდა, შიდსი იყო. დაავადება, რომელიც დაახლოებით, 30 წლის წინ აღმოაჩინეს პირველად, თუმცა, ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას, ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით "შიდსი" - აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები, ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება. გაეროს შიდსის პროგრამის 2006 წლის მონაცემებით, ყოველდღიურად მსოფლიოში 15-24 წლის ასაკის 6000-ზე მეტი ახალგაზრდა ინფიცირდება ვირუსით.

საქართველოში რეგისტრირებული 1156-ზე მეტი შემთხვევის უკან იმალება დაახლოებით 3500 არარეგისტრირებული შემთხვევა.

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების სიას, რომელთაც შიდსი ჰქონდათ:

ფრედი მერკური - მისმა ძლიერმა ვოკალმა 70-იან წლებში "ქუინს" მსოფლიო პოპულარობა მოუტანა, ხოლო თვითონ მომღერალმა ყველა დროის საუკეთესო როკ-მუსიკოსების სიაში საპატიო ადგილი დაიკავა. მისი მუსიკა ჩვენს დროშიც არ კარგავს აქტუალობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩაწერის შემდეგ, რამდენიმე დეკადაა გასული. მერკურის შიდსის დიაგნოზი 1987 წელს დაუსვეს. 1991 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ დაავადებას ებრძოდა. განცხადებიდან მეორე დღეს, 1991 წლის 24 ნოემბერს იგი შიდსის ფონზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ენტონი პერკინსი - კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც მაყურებელს ყოველთვის დაამახსოვრდება ალფრედ ჰიჩკოკის "ფსიქოში" ნორმან ბეიტსის როლით. პერკისნმა საკუთარი დაავადების შესახებ 1990 წელს შეიტყო. იგი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლე ბერი ბერენსონი 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ემსხვერპლა. ბერი AA-11 რეისით, ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა.

აიზეკ აზიმოვი - ამერიკელი მწერალი, რომელიც ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობებით გახდა ცნობილი. ის 500-ზე მეტი თხზულების ავტორია. მისი ინფიცირების შესახებ გარდაცვალებიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. დაავადებასთან დაკავშირებული სტიგმის გამო, რომელიც იმ დროის საზოგადოებაში იყო გამეფებული, აზიმოვის ოჯახმა გადაწყვიტა, დაემალა მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი. 1997 წელს, სიკვდილის შემდეგ, იგი სამეცნიერო ფანტასტიკის და ფანტაზიის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2009 წელს მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მარსზე.

ჯია მარი კარანჯი - 1970-80-იანი წლების მოდის სამყაროს ერთ-ერთი პირველი სუპერვარსკვლავი, რომელიც Vogue-სა და Cosmopolitan-ის ყდებს ამშვენებდა და ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: Armani, Christian Dior, Versace და ა.შ. ჯია ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალია, რომლის გარდაცვალების მიზეზად დასახელებული იყო შიდსი. ცნობილია მოდელის ნარკოტიკული დამოკიდებულების შესახებაც. ჯია 1986 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯია კარანჯის ისტორია სცენარის საფუძვლად დაედო ბიოგრაფიულ ფილმს "ჯია", რომლის მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

რობერტ რიდი - 1970-იანი წლების კულტურული კერპი, რომელიც პირველად ტელე-ეკრანებზე სატელევიზიო სერიალებით გამოჩნდა, თუმცა, პოპულარობა მაილ ბრეიდის როლის შესრულებით მოიპოვა ფილმში The Brady Bunch. გარდა ამისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Wonder Woman, Hawaii 5-0, and Charlie’s Angels. რიდი 1992 წელს კოლორექტალური კიბოთი და შიდსით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, დაავადების შესახებ და, რომ ის გეი იყო.

არტურ ეში - ამერიკელი ჩოგბურთელი, უიმბლდონის პირველი და ერთადერთი შავკანიანი ჩემპიონი. ის არა მხოლოდ საკუთარი თამაშით, არამედ სამოქალაქო უფლებების დაცვით იყო ცნობილი. კეთილი ნების ელჩად მუშაობის გარდა, ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად იბრძოდა. 1969 წელს მას უარი უთხრეს სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირის ვიზაზე, რადგან ამ ქვეყანაში აპარტეიდი იყო გამეფებული. ამის შემდეგ არტურმა მოითხოვა, გაეძევებინათ სამხრეთ აფრიკა ATP-ისა და დევისის თასიდან. საბოლოოდ, ჩოგბურთელმა თავისი ბრძოლით მაშინდელი რეჟიმის პრობლემების მიმართ სერიოზული ინტერესი გააღვივა. ეში აწყობდა საპროტესტო აქციებს და რამდენჯერმე ამ აქციებში მონაწილეობისთვის მცირე ხნით საპყრობილეში მოხვდა. ეშმა დაავადების შესახებ 1988 წელს შეიტყო. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მალავდა თავის ავადმყოფობას. ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 1992 წელს გამოაცხადა. ეს მოხდა მუსიკალური ჯგუფის - Queen-ის ვოკალისტის, ფრედი მერკურის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ. არტურმა დააარსა შიდსთან ბრძოლის საკუთარი ფონდი. ჩოგბურთელი 1993 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა და მას რამდენიმე თვე დააკლდა თავის 50 წლის იუბილემდე.

რაიან ვაითი - 13 წლის თინეიჯერი ინდიანას შტატიდან, რომელსაც 1984 წელს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს. უაითი დაბადებიდან იტანჯებოდა ჰემოფილიით და დონორის სისხლზე დამზადებულ პრეპარატებს იღებდა, რის შედეგად დაინფიცირდა. მიუხედავად ექიმების განცხადებისა, რისკის არარსებობის შესახებ, მასწავლებლები და მშობლები რაიანის სკოლიდან გაძევებას მოითხოვდნენ. ხანგრძლივმა იურიდიულმა ბრძოლამ სკოლის სისტემასთან და აღნიშნული კონფლიქტის ხშირმა გაშუქებამ, რაიანს პოპულარობა მოუტანა და იგი შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. 1990 წლამდე, ანუ სიკვდილამდე, მოზარდი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა აქციებსა და ღონისძიებებში და დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების შეცვლის საქმეში, აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებით. რაიანის სახელს ატარებს აშშ-ის ფედერალური პროგრამა, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს შიდსთან ბრძოლაში უწევს დახმარებას.

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი