კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარულ მოსმენებსა და პირადი ცხოვრების დაცულობას შორის
რიჩარდ ნორლანდი - ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარულ მოსმენებსა და პირადი ცხოვრების დაცულობას შორის

ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იპო­ვოს სწო­რი ბა­ლან­სი ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ცუ­ლო­ბას შო­რის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მოხ­დე­ბა ე.წ. მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის შე­დე­გის დაკ­ვირ­ვე­ბა, რათა გა­ვი­გოთ, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

"ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი გუ­ში­ნაც გრძელ­დე­ბო­და. პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლე­უ­ლია და კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­და. ეს მრა­ვალ­მხრი­ვი პრო­ცე­სია, რო­მელ­შიც სის­ტე­მის მრა­ვა­ლი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რიც. ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იპო­ვოს სწო­რი ბა­ლან­სი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ცუ­ლო­ბას შო­რის. ჩვენ და­ვაკ­ვირ­დე­ბით შე­დე­გებს, რათა გა­ვი­გოთ, რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა", -გა­ნა­ცხა­და ნორ­ლან­დმა.

პარ­ლა­მენ­ტმა ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის "გა­სა­ღებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის ვეტო გუ­შინ დაძ­ლია. ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა 82-მა დე­პუ­ტატ­მა, წი­ნა­აღ­მდეგ კი ხმა მის­ცა 13-მა.

ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის თა­ნახ­მად, და­წეს­და ფა­რუ­ლი მოს­მე­ნა-მი­ყუ­რა­დე­ბის ე.წ. ორ­გა­სა­ღე­ბი­ა­ნი სის­ტე­მა, რო­მელ­თა­გან ერთი "გა­სა­ღე­ბი" შს სა­მი­ნის­ტროს რჩე­ბა, მას­ვე ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე პირ­და­პი­რი წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე­ო­რე "გა­სა­ღე­ბი" პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ხელ­ში იქ­ნე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩი კო­მენ­ტა­რი "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რიჩარდ ნორლანდი - ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარულ მოსმენებსა და პირადი ცხოვრების დაცულობას შორის

რიჩარდ ნორლანდი - ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარულ მოსმენებსა და პირადი ცხოვრების დაცულობას შორის

ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

მისი თქმით, მოხდება ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის შედეგის დაკვირვება, რათა გავიგოთ, რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება.

"ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. პარლამენტში დებატები გუშინაც გრძელდებოდა. პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია და კანონი ძალაში შევიდა. ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელშიც სისტემის მრავალი შემადგენელი ნაწილია ჩართული, მათ შორის, სამოქალაქო სექტორიც. ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის. ჩვენ დავაკვირდებით შედეგებს, რათა გავიგოთ, რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება", -განაცხადა ნორლანდმა.

პარლამენტმა ფარული მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო გუშინ დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა 13-მა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დაწესდა ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, მასვე ექნება შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. მეორე "გასაღები" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კომენტარი "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"