"ნაციონალური მოძრაობის წევრი" კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში მეგობრებს მეთოდს უმხელს, რომელიც მათ წელის ტკივილისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.
"ბევრისთვის ეს ფოტო ცნობილია და სარგებლობს კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ არ იცოდეს ამის შესახებ და აი, სწორედ მათთვის ვდებ. ძალიან ეფექტურია წელის ტკივილის მოსარჩენად (თუ მძიმე ფორმებთან არ გვაქვს საქმე) მე და ჩემს ირგვლივ რამდენიმე ადამიანს კარგი შედეგი მოგვცა და რატომ შევინახო ეს სიკეთე მხოლოდ ჩემთვის, იქნება ვინმეს კიდევ გამოადგეს, თუნდაც ერთ ადამიანს მიანიჭოს შვება, ეგეც საქმეა და აგერ ბატონო, ინებეთ და აჩვენეთ სხვებსაც.
მერწმუნეთ ძალიან კარგი რამ არის. დღე გამოშვებით მხოლოდ 15 წუთიც კი საკმარისია და ერთ თვეში შედეგს იგრძნობთ. ამ ვარჯიშებს ზუსტად ის კუნთები მოჰყავს ტონუსში, რასაც ხერხემალი უჭირავს. უფრო კომპეტენტურად კი კვალიფიციურმა ადამიანებმა დაწერეთ კომენტარებში თქვენი შენიშვნები.
გისურვებთ ჯანმრთელობას", - წერს სუბელიანი.