საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუშთაიდი, ბოტანიკური ბაღი და ვაკის პარკი - რას მოგვითხობს წარსული მათ შესახებ
მუშთაიდი, ბოტანიკური ბაღი და ვაკის პარკი - რას მოგვითხობს წარსული მათ შესახებ

თბი­ლი­სის ღის­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია ისეთ ის­ტო­რი­ულ ბა­ღებს, რო­გო­რე­ბი­ცაა - ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, მუშ­ტა­ი­დის ბაღი და ვა­კის პარ­კი. ახლა სწო­რედ მათ­ზე გვინ­და, რომ გი­ამ­ბოთ.

ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი

თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი, ყო­ფი­ლი სა­მე­ფო ბაღი, სო­ლო­ლა­კის ქე­დის სამ­ხრე­თით, მდი­ნა­რე წავ­კი­სის­წყლის (ლეღვთა­ხე­ვის) ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ­თე­ბის შემ­დეგ ბაღი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა გახ­და. 1845 წელს მას ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი ეწო­და.

1896-1904 წლებ­ში და­სავ­ლე­თის­კენ გა­ფარ­თოვ­და. 1932-58 წლებ­ში მი­ე­მა­ტა ყო­ფი­ლი მუს­ლი­მუ­რი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რია წავ­კი­სის­წყლის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე და თა­ბო­რის მთის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ფერ­დზე (იქ შე­მორ­ჩე­ნილ საფ­ლა­ვებს შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მწერ­ლის - მირ­ზა ფა­თა­ლი ახუნ­დო­ვის (1812-1878) საფ­ლა­ვია).

ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის ფლო­რის მდი­და­რი კო­ლექ­ცი­ე­ბი. მის ფარ­გლებ­ში წავ­კი­სის­წყალ­ზე რამ­დე­ნი­მე ხი­დია გა­დე­ბუ­ლი. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა 1914 წელს აშე­ნე­ბუ­ლი თა­ღო­ვა­ნი ხიდი ჩანჩქე­რის თავ­ზე. ასე­ვე ინა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და კავ­კა­სი­ა­ში უნი­კა­ლურ მცე­ნა­რე­თა ნაკ­ვე­თე­ბი, ტრო­პი­კუ­ლი ორან­ჟე­რეა და წი­თელ წიგნ­ში შე­ტა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი. ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ფარ­თო­ბი 128.000 ჰექ­ტა­რია.

ბა­ღის მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ქუ­ჩის ბო­ლო­საა, ნა­რი­ყა­ლას ძი­რას. 1909-1914 წლებ­ში სო­ლო­ლა­კის ქედ­ში გა­იჭ­რა გვი­რა­ბი და გა­კეთ­და მე­ო­რე შე­სას­ვლე­ლი ლადო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩი­დან.

მუშ­თა­ი­დის ბაღი

1830-იან წლებ­ში ირა­ნი­დან გა­მოქ­ცე­ულ­მა მირ ფე­თე­ა­ღა სეიდ თავ­რი­ზიმ თბი­ლის­ში მუშ­თა­ე­დის ბაღი გა­ა­შე­ნა. ის ში­ი­ტე­ბის რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რი - მუჯ­თა­ჰი­დი იყო. გად­მო­ცე­მით, მუჯ­თა­ჰიდ­მა და­სა­სახ­ლებ­ლად თბი­ლი­სი ქარ­თვე­ლი ცო­ლის გამო აირ­ჩია, რო­მე­ლიც ადრე გარ­და­იც­ვა­ლა და ამა­ვე ბაღ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

1853 წლი­დან ბაღი სა­ხა­ზი­ნო სა­კუთ­რე­ბა გახ­და. იქ სის­ტე­მა­ტუ­რად სა­ხალ­ხო სე­რი­ნო­ბე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი ეწყო­ბო­და. 1935 წელს მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სა­ბავ­შვო რკი­ნიგ­ზა ამოქ­მედ­და. 1887 წელს ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლის, ნი­კო­ლოზ შავ­რო­ვის თა­ოს­ნო­ბით ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­არ­სდა კავ­კა­სი­ის სა­აბ­რე­შუ­მო სად­გუ­რი. სად­გუ­რის კომ­პლექ­სი 1892 წელს აიგო (არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის -შიმ­კე­ვი­ჩი, შავ­რო­ვის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით). კომ­პლექ­სის დიდი ნა­წი­ლი (გრე­ნის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი, აბ­რე­შუ­მის ძა­ფის ამო­სახ­ვე­ვი და საგ­რე­ხი კორ­პუ­სი, ე. წ. სა­ჭიე ბინა და სხვ.) დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­ინ­გრა.

სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის აგე­ბუ­ლი სახ­ლი (აღ­მა­შე­ნებ­ლის გამზ. N184) ძველთბი­ლი­სუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ-ერთი სა­ყუ­რა­დღე­ბო ნი­მუ­შია.

ვა­კის პარ­კი

თრი­ა­ლე­თის ქე­დის გა­შიშ­ვლე­ბულ ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე პარ­კი ვა­კის ბო­ლო­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი. მისი მშე­ნებ­ლო­ბა 1946 წელს და­ი­წყო და მწვა­ნე ზო­ლის შე­საქ­მნე­ლად 200 ჰექ­ტა­რი გა­მო­ი­ყო.

ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან ვა­კის პარ­კი და ჭავ­ჭა­ვა­ძის პროს­პექ­ტი ფარ­თო კი­ბე­ე­ბით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. კიბე გან­ლა­გე­ბუ­ლია პარ­კის მთა­ვარ ღერძზე, რო­მელ­საც შად­რევ­ნე­ბის მთე­ლი კას­კა­დი აგ­რძე­ლებს. პარ­კის ცენ­ტრუ­ლი ღერ­ძი ქედ­ზე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სად­მი მი­ძღვნი­ლი დი­დე­ბის მე­მო­რი­ა­ლით სრულ­დე­ბა. პარ­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი შად­რევ­ნი­თა და მრგვა­ლი აუ­ზით არის გა­მო­ყო­ფი­ლი.

ვა­კის პარკს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს წი­თე­ლი ქვი­შა მა­ტებს, რომ­ლი­თაც მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია სა­ვა­ლი გზე­ბი.

ვა­კის პარკში ბავ­შვე­ბის­თვის ბევ­რი გა­სარ­თო­ბია, აქვე გან­თავ­სე­ბუ­ლია კაფე-ბა­რე­ბი და რეს­ტო­რა­ნი...

ლალი ფა­ცია

მო­მა­ზა­დე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

მუშთაიდი, ბოტანიკური ბაღი და ვაკის პარკი - რას მოგვითხობს წარსული მათ შესახებ

მუშთაიდი, ბოტანიკური ბაღი და ვაკის პარკი - რას მოგვითხობს წარსული მათ შესახებ

თბილისის ღისშესანიშნაობებში საპატიო ადგილი უკავია ისეთ ისტორიულ ბაღებს, როგორებიცაა - ბოტანიკური ბაღი, მუშტაიდის ბაღი და ვაკის პარკი. ახლა სწორედ მათზე გვინდა, რომ გიამბოთ.

ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

1896-1904 წლებში დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე (იქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის - მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია).

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ფლორის მდიდარი კოლექციები. მის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობი 128.000 ჰექტარია.

ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-1914 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლადო ასათიანის ქუჩიდან.

მუშთაიდის ბაღი

1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ თბილისში მუშთაედის ბაღი გააშენა. ის შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. გადმოცემით, მუჯთაჰიდმა დასასახლებლად თბილისი ქართველი ცოლის გამო აირჩია, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული.

1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. იქ სისტემატურად სახალხო სერინობები, გამოფენები, სპექტაკლები ეწყობოდა. 1935 წელს მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა. 1887 წელს ბუნებისმეტყველის, ნიკოლოზ შავროვის თაოსნობით ბაღის ტერიტორიაზე დაარსდა კავკასიის სააბრეშუმო სადგური. სადგურის კომპლექსი 1892 წელს აიგო (არქიტექტორების -შიმკევიჩი, შავროვის მონაწილეობით). კომპლექსის დიდი ნაწილი (გრენის დასამზადებელი, აბრეშუმის ძაფის ამოსახვევი და საგრეხი კორპუსი, ე. წ. საჭიე ბინა და სხვ.) დროთა განმავლობაში დაინგრა.

სადგურის თანამშრომელთათვის აგებული სახლი (აღმაშენებლის გამზ. N184) ძველთბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

ვაკის პარკი

თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე მდებარე პარკი ვაკის ბოლოშია გაშენებული. მისი მშენებლობა 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო.

ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბეებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს. პარკის ცენტრული ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება. პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი.

ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები.

ვაკის პარკში ბავშვებისთვის ბევრი გასართობია, აქვე განთავსებულია კაფე-ბარები და რესტორანი...

ლალი ფაცია

მომაზადებულია სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია