საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძე - ვეტო თოხი არ არის, როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე ურტყა
დავით საგანელიძე - ვეტო თოხი არ არის, როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე ურტყა

ვეტო თოხი არ არის და როცა მო­გე­ხა­ლი­სე­ბა ადა­მი­ანს, ისე არ უნდა ურტყა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უმ­რავ­ლე­სო­ბის ყვე­ლა წევ­რი დღეს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა იმის გამო, რომ მათ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სა­გა­ნე­ლი­ძემ ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ პარ­ლა­მენტს ძა­ლი­ან ცოტა დრო ჰქონ­და ე.წ. მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რისი მი­ზე­ზიც, თა­ვის, მხრივ, პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ვეტო გახ­და.

"პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­დო ვეტო დროს და მხო­ლოდ 1 თვე მოგ­ვცა ამ კა­ნო­ნის­თვის, რა­მაც მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩაგ­ვაგ­დო ჩვენც და მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. ამი­ტომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და ამ ვა­დის შემ­ცი­რე­ბას. ეს იყო მი­ზე­ზი იმის, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან ორი ვა­რი­ან­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვერ მო­ვას­წა­რით შე­ჯე­რე­ბა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის. არ მიკ­ვირს, რომ დღეს ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან" ვე­ტოს დაძ­ლე­ვა­საც არ უჭე­რენ მხარს და არც პრე­ზი­დენ­ტის შე­ნიშ­ვნებს. არც მიკ­ვირს, რომ ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა" და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მო­საზ­რე­ბე­ბი და­ემ­თხვა, ეს პარ­ლა­მენ­ტია და ამას არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და ჭო­რე­ბი არ სჭირ­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიკ­ვირს და ვე­რაფ­რით ვერ ავ­ხსე­ნი, რა მოხ­და ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და ან რა შე­იც­ვა­ლა ისე­თი, რომ ჩვენს მიერ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით, გუ­ლი­თა­დო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით, ბრძო­ლით არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­მო­ი­ტა­ნა ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­საც არა­ვინ მხარს არ უჭერს, ფაქ­ტობ­რი­ვად. მე ვერ ვნა­ხე ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი ამ დარ­ბაზ­ში, ვინც მო­უ­წო­ნა და ტაში და­უკ­რა, ვერც - გა­რეთ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გე­ნე­ლი­ძემ.

მი­სის თქმით, პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია "ხმე­ბის ნულს" აი­ღებ­და, რომ არა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" პო­ზი­ცია. "მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ხმა ექ­ნე­ბა დღის ბო­ლოს კენ­ჭისყ­რებ­ზე ამ პო­ზი­ცი­ას. ძა­ლი­ან გული მტკი­ვა და ვწუხ­ვარ. ეს მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, იმი­ტომ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან სა­ერ­თო ენა ვერ გა­მო­ძებ­ნეს ამ თე­მა­ზე, "ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან" ვერ მი­ეს­ვლე­ბათ გა­სა­გე­ბია და პრე­ზი­დენ­ტთან გზას ეძე­ბენ. ეს პო­ლი­ტი­კაა და მე ამა­ზე არ ვკა­მა­თობ, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტთან რა მოხ­და, მე ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს. ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ვე­ტოს და­დე­ბა თქვე­ნი დის­კრე­ცი­აა, მაგ­რამ მე მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­ტომ ვერ აი­ღეთ და გა­და­უ­ნა­წი­ლეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვე­საც, რო­დე­საც ბრი­ფინგზე თქვით, რომ "ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვე­ტოს და­დე­ბა­ზეო". ასე არაა, ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მხო­ლოდ თქვე­ნია. შენ, ჩემო პრე­ზი­დენ­ტო, შენ უნდა და­ა­დო ვეტო და "თქვენ" ამ სი­ტყვა­ში არ უნდა იხ­მა­როთ. სა­ერ­თოდ ნათ­ქვა­მია, რომ ვი­ზეც ყვე­ლა­ზე დიდი ამა­გი გაქვს, ყვე­ლა­ზე მე­ტად გიყ­ვარს და შეგ­ტკი­ვა გული. ეს უმ­რავ­ლე­სო­ბაც ასე ვართ, ჩვენ სხვა­ნა­ი­რად გცემთ პა­ტივს, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, სხვა­ნა­ი­რად გვიყ­ვარ­ხართ და ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა, რომ ის კონ­ტაქ­ტი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც უნდა იყოს და უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი თქვენს მიერ ჰა­რი­ჰა­რა­ლად ვეტო და­სა­დე­ბი გახ­და. საქ­მე იმა­შია, რომ ვე­ტოს დარ­ტყმა ნამ­დვი­ლად არ არის თო­ხის დარ­ტყმა. ვეტო თოხი არ არის და როცა მო­გე­ხა­ლი­სე­ბა ადა­მი­ანს, იქ არ უნდა ურტყა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

დავით საგანელიძე - ვეტო თოხი არ არის, როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე ურტყა

დავით საგანელიძე - ვეტო თოხი არ არის, როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე ურტყა

ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე არ უნდა ურტყა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტის მისამართით განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის ყველა წევრი დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფება იმის გამო, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ პასუხისმგებლობა. საგანელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ პარლამენტს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების მოსამზადებლად, რისი მიზეზიც, თავის, მხრივ, პრეზიდენტის პირველი ვეტო გახდა.

"პრეზიდენტმა დაადო ვეტო დროს და მხოლოდ 1 თვე მოგვცა ამ კანონისთვის, რამაც მძიმე სიტუაციაში ჩაგვაგდო ჩვენც და მისი წარმომადგენლებიც. ამიტომ ძალიან სერიოზული დაფიქრება სჭირდებოდა ამ ვადის შემცირებას. ეს იყო მიზეზი იმის, რომ უმრავლესობის მხრიდან ორი ვარიანტი იყო წარმოდგენილი. ვერ მოვასწარით შეჯერება ამ კანონპროექტების. არ მიკვირს, რომ დღეს ჩვენი კოლეგები "რესპუბლიკური პარტიიდან" ვეტოს დაძლევასაც არ უჭერენ მხარს და არც პრეზიდენტის შენიშვნებს. არც მიკვირს, რომ ერთ-ერთ ვარიანტში "ნაციონალური მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" მოსაზრებები დაემთხვა, ეს პარლამენტია და ამას არანაირი პოლიტიკური სარჩული და ჭორები არ სჭირდება, ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ყველაზე მეტად ის მიკვირს და ვერაფრით ვერ ავხსენი, რა მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა პროცესები განვითარდა ან რა შეიცვალა ისეთი, რომ ჩვენს მიერ ერთსულოვნებით, გულითადობით, სიყვარულით, ბრძოლით არჩეულმა პრეზიდენტმა შემოიტანა ის კანონპროექტი, რომელსაც არავინ მხარს არ უჭერს, ფაქტობრივად. მე ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი ამ დარბაზში, ვინც მოუწონა და ტაში დაუკრა, ვერც - გარეთ", - განაცხადა დავით საგენელიძემ.

მისის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია "ხმების ნულს" აიღებდა, რომ არა "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია. "მხოლოდ რამდენიმე ხმა ექნება დღის ბოლოს კენჭისყრებზე ამ პოზიციას. ძალიან გული მტკივა და ვწუხვარ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ უმრავლესობასთან საერთო ენა ვერ გამოძებნეს ამ თემაზე, "ნაცმოძრაობასთან" ვერ მიესვლებათ გასაგებია და პრეზიდენტთან გზას ეძებენ. ეს პოლიტიკაა და მე ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ პრეზიდენტთან რა მოხდა, მე ამაზე პასუხი არ მაქვს. ბატონო პრეზიდენტო, ვეტოს დადება თქვენი დისკრეციაა, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მარტომ ვერ აიღეთ და გადაუნაწილეთ პასუხისმგებლობა სხვესაც, როდესაც ბრიფინგზე თქვით, რომ "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვეტოს დადებაზეო". ასე არაა, ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენია. შენ, ჩემო პრეზიდენტო, შენ უნდა დაადო ვეტო და "თქვენ" ამ სიტყვაში არ უნდა იხმაროთ. საერთოდ ნათქვამია, რომ ვიზეც ყველაზე დიდი ამაგი გაქვს, ყველაზე მეტად გიყვარს და შეგტკივა გული. ეს უმრავლესობაც ასე ვართ, ჩვენ სხვანაირად გცემთ პატივს, ბატონო პრეზიდენტო, სხვანაირად გვიყვარხართ და ძალიან გული მწყდება, რომ ის კონტაქტი და დამოკიდებულება არ არსებობს, რომელიც უნდა იყოს და უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტი თქვენს მიერ ჰარიჰარალად ვეტო დასადები გახდა. საქმე იმაშია, რომ ვეტოს დარტყმა ნამდვილად არ არის თოხის დარტყმა. ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, იქ არ უნდა ურტყა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა