პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''უკაცრავად, მაგრამ ეროტიკულ სცენებში მხოლოდ ქალებთან ერთად ვთამაშობ!..''
''უკაცრავად, მაგრამ ეროტიკულ სცენებში მხოლოდ ქალებთან ერთად ვთამაშობ!..''

დათო ქა­ცა­რა­ვას პო­პუ­ლა­რო­ბა არ აკ­ლია. ეს მა­ში­ნაც ვიგ­რძე­ნით, რო­დე­საც ერთ-ერთ კა­ფე­ში შე­სუ­ლებს, და­თოს და­ნახ­ვი­სას, ძა­ლი­ან კარ­გად შეგ­ვხვდნენ და გემ­რი­ე­ლად გაგ­ვი­მას­პინ­ძლდნენ. თა­ვად მი­იჩ­ნევს, რომ "ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა" არ შეჰყრია და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად საქ­მი­ა­ნობს. მარ­თა­ლია, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში ფილ­მებ­ში თა­მა­ში­სას სამ­ჯერ მეტს უხ­დი­ან, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ამ საქ­მით ფუ­ლის გამო არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა.

- რო­დის იგ­რძე­ნი პირ­ვე­ლად პო­პუ­ლა­რო­ბის გემო?

- ალ­ბათ, უფრო იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფილ­მებ­ში და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დეც ვჩნდე­ბო­დი რეკ­ლა­მებ­ში, სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვარ­შიც ვი­თა­მა­შე. ამას­თან, ჯო­მარ­დის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ 2010 წლი­დან ფარ­თო ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოვ­ჩნდი (იღი­მის). სი­მარ­თლე რომ ვთქვა, პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა. ეს ჩემი მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მიყ­ვარ­და, ჩემი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე კი გარ­თო­ბამ და სი­ა­მოვ­ნე­ბა­მაც შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რა­საც პო­პუ­ლა­რო­ბას უწო­დე­ბენ. დღეს შე­იძ­ლე­ბა იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, ხვალ - არა, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­ვა­ნი­ჭო. თუკი პო­პუ­ლა­რუ­ლი აღარ ვიქ­ნე­ბი, ამას არ გა­დავ­ყვე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას. იმე­დი მაქვს, არ მჭირს ვარ­სკვლა­ვუ­რი და­ა­ვა­დე­ბა და არც არას­დროს დამე-მარ­თე­ბა. გინ­და, ბრედ პიტი იყო და გინ­და, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, "ვარ­სკვლა­ვუ­რი" არ უნდა შე­გე­ყა­როს. ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს და­ბა­ლი და მა­ღა­ლი რან­გის ადა­მი­ა­ნი, მე­ე­ზო­ვე­სა და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ერ­თნა­ი­რად მი­ვე­სალ­მე­ბი.

- თავ­ში არას­დროს აგ­ვარ­დნია?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად მოქ­მე­დებს და გსი­ა­მოვ­ნებს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი გცნო­ბენ, გა­იხ­სე­ნე­ბენ და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ როლს თუ გა­და­ცე­მას, ბევ­რჯერ გა­და­უხ­დი­ათ მად­ლო­ბა ჩემი რო­მე­ლი­მე გა­მო­ნათ­ქვა­მის­თვის, ეს სტი­მულს მაძ­ლევს და დადე-ბი­თად მმუხ­ტავს. ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, თუმ­ცა თავი სამ­ყა­როს ცენ­ტრად არ უნდა იგ­რძნო. პო­პუ­ლა­რო­ბამ ადა­მი­ა­ნი არ უნდა შეგცვა­ლოს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა სარ­გებ­ლო­ბას მი­ი­ღებ ამის­გან.

- რა მო­ი­ტა­ნა შენ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი და ცუდი?

- ვფიქ­რობ, ძი­რი­თა­დად, და­დე­ბი­თად პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ. ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, მაგ­რამ ამას ყო­ველ­თვის დაჰ­ყვე­ბა შეგ­რძნე­ბა, რომ დიდი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ. თუკი რა­ი­მე შე­გეშ­ლე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტია, ხალ­ხი უფრო მე­ტად და­აკ­ვირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც შე­და­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი ხარ. პო­ზი­ტი­უ­რი ის გახ­ლავთ, რომ ბევ­რი ახა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, რად­გან ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა მიყ­ვარს და ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. საქ­მე­ზე რომ მი­დი­ხარ, გცნო­ბენ და ამ დროს უფრო სხვა­ნა­ი­რად გიდ­გე­ბი­ან. ხან­და­ხან ისეც ხდე­ბა, რომ ზო­მა­ზე მე­ტად გაკ­ვირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ეს დიდი პრობ­ლე­მა არ არის (იღი­მის).

- და­დე­ბი­თი პო­პუ­ლა­რო­ბა ახ­სე­ნე და რო­გორ ფიქ­რობ, ვინ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში უარ­ყო­ფი­თად პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის ჩა­მოთ­ვლის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მარ­ტი­ვად ვი­ტყვი, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ჩემი აზ­რით, უარ­ყო­ფი­თად პო­პუ­ლა­რუ­ლია. ისი­ნი იმ სფე­რო­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი ნე­გა­ტი­ვი ტრი­ა­ლებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''უკაცრავად, მაგრამ ეროტიკულ სცენებში მხოლოდ ქალებთან ერთად ვთამაშობ!..''

''უკაცრავად, მაგრამ ეროტიკულ სცენებში მხოლოდ ქალებთან ერთად ვთამაშობ!..''

დათო ქაცარავას პოპულარობა არ აკლია. ეს მაშინაც ვიგრძენით, როდესაც ერთ-ერთ კაფეში შესულებს, დათოს დანახვისას, ძალიან კარგად შეგვხვდნენ და გემრიელად გაგვიმასპინძლდნენ. თავად მიიჩნევს, რომ ''ვარსკვლავური დაავადება'' არ შეჰყრია და ჩვეულებრივად საქმიანობს. მართალია, მეზობელ ქვეყნებში ფილმებში თამაშისას სამჯერ მეტს უხდიან, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამბობს, რომ ამ საქმით ფულის გამო არ დაინტერესებულა.

- როდის იგრძენი პირველად პოპულარობის გემო?

- ალბათ, უფრო იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც რამდენიმე წლის წინ ფილმებში დავიწყე გადაღება, თუმცა მანამდეც ვჩნდებოდი რეკლამებში, სადიპლომო ნამუშევარშიც ვითამაშე. ამასთან, ჯომარდის პოპულარიზებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ 2010 წლიდან ფართო ეკრანებზე გამოვჩნდი (იღიმის). სიმართლე რომ ვთქვა, პოპულარობაზე საუბარი მეუხერხულება. ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა, ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კი გართობამ და სიამოვნებამაც შედეგი მოიტანა, რასაც პოპულარობას უწოდებენ. დღეს შეიძლება იყო პოპულარული, ხვალ - არა, ამიტომ ვცდილობ, ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭო. თუკი პოპულარული აღარ ვიქნები, ამას არ გადავყვები და ჩვეულებრივად გავაგრძელებ საქმიანობას. იმედი მაქვს, არ მჭირს ვარსკვლავური დაავადება და არც არასდროს დამე-მართება. გინდა, ბრედ პიტი იყო და გინდა, ანჯელინა ჯოლი, ''ვარსკვლავური'' არ უნდა შეგეყაროს. ჩემთვის არ არსებობს დაბალი და მაღალი რანგის ადამიანი, მეეზოვესა და პრემიერ-მინისტრს ერთნაირად მივესალმები.

- თავში არასდროს აგვარდნია?

- გარკვეულწილად მოქმედებს და გსიამოვნებს, როცა ადამიანები გცნობენ, გაიხსენებენ დასამახსოვრებელ როლს თუ გადაცემას, ბევრჯერ გადაუხდიათ მადლობა ჩემი რომელიმე გამონათქვამისთვის, ეს სტიმულს მაძლევს და დადე-ბითად მმუხტავს. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა თავი სამყაროს ცენტრად არ უნდა იგრძნო. პოპულარობამ ადამიანი არ უნდა შეგცვალოს მიუხედავად იმისა, რა სარგებლობას მიიღებ ამისგან.

- რა მოიტანა შენ შემთხვევაში კარგი და ცუდი?

- ვფიქრობ, ძირითადად, დადებითად პოპულარული ვარ. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ამას ყოველთვის დაჰყვება შეგრძნება, რომ დიდი ყურადღების ცენტრში ხარ. თუკი რაიმე შეგეშლება, რაც ადამიანური მომენტია, ხალხი უფრო მეტად დააკვირდება, ამიტომაც შედარებით დაძაბული ხარ. პოზიტიური ის გახლავთ, რომ ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, რადგან ხალხთან ურთიერთობა მიყვარს და ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. საქმეზე რომ მიდიხარ, გცნობენ და ამ დროს უფრო სხვანაირად გიდგებიან. ხანდახან ისეც ხდება, რომ ზომაზე მეტად გაკვირდებიან, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის (იღიმის).

- დადებითი პოპულარობა ახსენე და როგორ ფიქრობ, ვინ არის საქართველოში უარყოფითად პოპულარული?

- სახელებისა და გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. მარტივად ვიტყვი, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, უარყოფითად პოპულარულია. ისინი იმ სფეროში არიან ჩართულები, სადაც ძალიან დიდი ნეგატივი ტრიალებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება