პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილის პარლამენტარი ცოლის ძმა მარგველაშვილს აკრიტიკებს - "კარდაკარ ვიარეთ, რომ მისთვის რეიტინგი აგვეწია"
ღარიბაშვილის პარლამენტარი ცოლის ძმა მარგველაშვილს აკრიტიკებს - "კარდაკარ ვიარეთ, რომ მისთვის რეიტინგი აგვეწია"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ საგნ­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და [დე­ტა­ლე­ბი].

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გა­სა­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენტს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს. ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ან­ტში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ყუ­რა­დე­ბის პრო­ცე­სი­დან სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ე.წ. გა­სა­ღე­ბი რჩე­ბა სა­სა­მარ­თლოს, ხოლო პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს [დე­ტა­ლე­ბი].

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე მოყ­ვა კო­მენ­ტა­რე­ბი. ჩვენ არ ვართ გან­წყო­ბი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს და­საძ­ლე­ვად, მაგ­რამ რო­გო­რი იქ­ნე­ბა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" პო­ზი­ცია, გა­მოჩ­ნდე­ბა მას შემ­დეგ, რაც ვნა­ხავთ, უშუ­ა­ლოდ რას გვთა­ვა­ზობს პრე­ზი­დენ­ტი გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, - ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მიერ ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ვე­ტოს და­დე­ბის შე­სა­ხებ.

კამ­პა­ნია "ეს შენ გე­ხე­ბა­ში" შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის ვე­ტოს და­დე­ბას მი­ე­სალ­მე­ბი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ეკა გი­გა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და, მათი ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი იყო, რომ პრე­ზი­დენტს ვე­ტოს უფ­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რად­გან ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად მოს­მე­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე გა­მოთ­ქვა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

Facebook/ ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი:

პრე­ზი­დენ­ტი, რომ­ლის­თვი­საც მარ­თლაც კარ­და­კარ ვი­ა­რეთ, რომ რე­ი­ტინ­გი აგ­ვე­წია და გაგ­ვეყ­ვა­ნა, იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ და­ა­ა­ნონ­სა ერთ- ერ­თმა კო­ლე­გამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან , მან წი­ნას­წარ იცო­და დე­ტა­ლუ­რად ვე­ტოს ში­ნა­არ­სი !

გული ამა­ზე მწყდე­ბა... სხვა ისე­თი არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა, ბერ­კე­ტი აქვს და იყე­ნებს.. უბ­რა­ლოდ დღეს მაგ ბერ­კეტ­საც და­კარ­გავს.. არა კი არ ვარ­თმევთ, უბ­რა­ლოდ ვე­ტოს დავძლევთ!", - და­წე­რა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ე.წ. გა­სა­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ხედ­ვით, ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ორ­გა­ნოდ კვლავ შსს რჩე­ბა, უბ­რა­ლოდ პრო­ცეს­ში სა­სა­მარ­თლოს როლი ძლი­ერ­დე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა და­ვით პა­ტა­რა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის შე­ნიშ­ვნის თა­ნახ­მად, სა­სა­მარ­თლო გარ­და ნე­ბარ­თვის გამ­ცე­მი­სა მოს­მე­ნებ­ზე ელექტრო­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მიმ­ცე­მიც იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ღარიბაშვილის პარლამენტარი ცოლის ძმა მარგველაშვილს აკრიტიკებს - "კარდაკარ ვიარეთ, რომ მისთვის რეიტინგი აგვეწია"

ღარიბაშვილის პარლამენტარი ცოლის ძმა მარგველაშვილს აკრიტიკებს - "კარდაკარ ვიარეთ, რომ მისთვის რეიტინგი აგვეწია"

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ საგნგებო ბრიფინგზე განაცხადა [დეტალები].

მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. ალტერნატიულ ვარიანტში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიყურადების პროცესიდან საერთოდ გამორიცხულია. ე.წ. გასაღები რჩება სასამართლოს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობას ახორციელებს [დეტალები].

მარგველაშვილის გადაწყვეტილებას უკვე მოყვა კომენტარები. ჩვენ არ ვართ განწყობილი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ როგორი იქნება "რესპუბლიკელების" პოზიცია, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ვნახავთ, უშუალოდ რას გვთავაზობს პრეზიდენტი გასაზიარებლად, - ასეთი კომენტარი გააკეთა დავით ბერძენიშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტზე ვეტოს დადების შესახებ.

კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მიესალმებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, მათი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ფაქტობრივად მოსმენების დაკანონებას წარმოადგენდა.

საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე თამაზაშვილმა.

Facebook/ ალექსანდრე თამაზაშვილი:

პრეზიდენტი, რომლისთვისაც მართლაც კარდაკარ ვიარეთ, რომ რეიტინგი აგვეწია და გაგვეყვანა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წინასწარ დააანონსა ერთ- ერთმა კოლეგამ ნაციონალური მოძრაობიდან , მან წინასწარ იცოდა დეტალურად ვეტოს შინაარსი !

გული ამაზე მწყდება... სხვა ისეთი არაფერი არ მომხდარა, ბერკეტი აქვს და იყენებს.. უბრალოდ დღეს მაგ ბერკეტსაც დაკარგავს.. არა კი არ ვართმევთ, უბრალოდ ვეტოს დავძლევთ!", - დაწერა თამაზაშვილმა.

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, უბრალოდ პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განუცხადა, ქვეყნის პირველი პირის შენიშვნის თანახმად, სასამართლო გარდა ნებართვის გამცემისა მოსმენებზე ელექტრონული თანხმობის მიმცემიც იქნება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"