პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს
მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის გა­სა­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პარ­ლა­მენტს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს. ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ან­ტში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მი­ყუ­რა­დე­ბის პრო­ცე­სი­დან სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ე.წ. გა­სა­ღე­ბი რჩე­ბა სა­სა­მარ­თლოს, ხოლო პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მინ­და გა­მოვ­თქვა კმა­ყო­ფი­ლე­ბა იმ პრო­ცე­სით, რომ ამ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბის ირ­გვლივ წა­რი­მარ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, დე­ბა­ტე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, აქ იყო ის, რა­საც ჰქვია ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია. ყვე­ლა მხა­რე ცდი­ლო­ბა­და, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა უკე­თე­სი ქვეყ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ მი­ვი­ღეთ სწო­რი ბა­ლან­სი და­ცუ­ლო­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს შო­რის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ამ კა­ნო­ნებს ვე­ტოს ვა­დებთ და პარ­ლა­მენტს ვთა­ვა­ზობთ ახალ ვა­რი­ანტს, რო­მელ­შიც ფუნ­ქცი­უ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მი­ყუ­რა­დე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი.

"ნე­ბარ­თვა და ფაქ­ტობ­რი­ვად ის, რა­საც ჰქვია გახ­სნა-მი­ყუ­რა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­სა­მარ­თლომ, ხოლო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვის ინ­სპექ­ტორ­მა. ეს არის მო­დე­ლი, სა­დაც ფუნ­ქცი­ე­ბი არის სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ბა­ლან­სი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს შო­რის იყოს ადეკ­ვა­ტუ­რად და­ცუ­ლი. იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს პო­ზი­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. ალტერნატიულ ვარიანტში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიყურადების პროცესიდან საერთოდ გამორიცხულია. ე.წ. გასაღები რჩება სასამართლოს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობას ახორციელებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა.

"პირველ ყოვლისა, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმ პროცესით, რომ ამ კანონების მიღების ირგვლივ წარიმართა პოლიტიკური ძალების ჩართულობა, დებატები, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, აქ იყო ის, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატია. ყველა მხარე ცდილობადა, თავისი წვლილი შეეტანა უკეთესი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კანონებს ვეტოს ვადებთ და პარლამენტს ვთავაზობთ ახალ ვარიანტს, რომელშიც ფუნქციური გადანაწილება იქნება დაცული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები.

"ნებართვა და ფაქტობრივად ის, რასაც ჰქვია გახსნა-მიყურადება, გასაღების გადატრიალება, კონკრეტული მიყურადება განახორციელოს სასამართლომ, ხოლო ზედამხედველობა ამ პროცესზე განახორციელოს პერსონალური დაცვის ინსპექტორმა. ეს არის მოდელი, სადაც ფუნქციები არის სწორად გადანაწილებული და, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბალანსი ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის იყოს ადეკვატურად დაცული. იმედია, საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა