სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

გა­ნახ­ლე­ბა| მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენტს მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ საგნ­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ ბე­სე­ლია-ფო­ფხა­ძე-სე­სი­აშ­ვი­ლის კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ბო­ლოო, მე­სა­მე მოს­მე­ნით პარ­ლა­მენ­ტმა გუ­შინ და­ამ­ტკი­ცა. კა­ნონპ­რო­ექტს 73 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, წი­ნა­აღ­მდეგ კი პარ­ლა­მენ­ტის 30 წევ­რი წა­ვი­და. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­სა­მე მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ თინა ხი­და­შელს და "თა­ვი­სუ­ფალ-დე­მოკ­რა­ტებს".

იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა შსს-ს რჩე­ბო­და და ამოქ­მედ­დე­ბო­და ე.წ. ორ­გა­სა­ღე­ბი­ა­ნი სის­ტე­მა, რო­მელ­თა­გან ერთი "გა­სა­ღე­ბი" შს სა­მი­ნის­ტროს რჩე­ბა, ხოლო მე­ო­რე პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ხელ­ში იქ­ნე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვა დღე­ვან­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, პარ­ლა­მენტს ამის­თვის 76 ხმა სჭირ­დე­ბა. მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, თუკი პარ­ლა­მენ­ტი ვე­ტო­და­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის შე­ნიშ­ვნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას აპი­რებს და ვე­ტოს დაძ­ლე­ვა არ სურს, შე­ნიშ­ვნა­თა მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სია ხმა­თა იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა, რაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას სჭირ­დე­ბო­და – დამ­სწრე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ერთი მე­სა­მე­დი­სა (სულ მცი­რე 50 ხმა).

პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, რაც პირ­ვან­დე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის კენ­ჭისყრას გუ­ლის­ხმობს, მის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი - ანუ 76 ხმა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პრე­ზი­დენ­ტი ვე­ტო­დაძ­ლე­ულ კა­ნონს დად­გე­ნილ ვა­და­ში ხელს კვლავ არ მო­ა­წერს, მას ხელს აწერს და აქ­ვეყ­ნებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

განახლება| მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ საგნგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტს 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".

იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩებოდა და ამოქმედდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა – დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (სულ მცირე 50 ხმა).

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - ანუ 76 ხმა.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა