პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - 21 წლის თორნიკე გოგოლაძე ნათლობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - 21 წლის თორნიკე გოგოლაძე ნათლობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

21 წლის თორ­ნი­კე გო­გო­ლა­ძეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი 12 დღე ეძებ­დნენ. დე­დამ 3 ნო­ემ­ბერს შვი­ლი სახ­ლი­დან 3 მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ა­ცი­ლა.

გო­გო­ლა­ძე­ე­ბი ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცემ­ში ცხოვ­რო­ბენ. თორ­ნი­კე წე­რო­ვან­ში, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში, თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბი­ჭის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ზე იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე-13 დღეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს - თორ­ნი­კე გო­გო­ლა­ძე ხა­შურ­ში, ლი­ან­და­გებ­თან გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მაყ­ვა­ლა გო­გო­ლა­ძე, გარ­დაც­ვლი­ლის დედა: - და­კარ­გვი­დან მე-13 დღეს ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ი­დან დაგ­ვი­რე­კეს, ჩა­მო­დი­თო. ხა­შურ­ში, ლი­ან­და­გებ­თან ჩა­სას­ვლე­ლი ყო­ფი­ლა და იქ უნა­ხავთ. თორ­ნი­კეს გულ­ზე აღარ ეკე­თა ჯვა­რი და პა­ტა­რა ხატი, 30 ლა­რით გა­ვუშ­ვი სახ­ლი­დან, ფული აღარ ედო ჯი­ბე­ში. ცხე­დარ­თან ფეხ­საც­მე­ლე­ბი აქეთ-იქით ეყა­რა, მას თას­მე­ბი აღარ ჰქონ­და. ისე­თი უკაც­რი­ე­ლი ად­გი­ლია, იქ ადა­მი­ა­ნი ვერ მოხ­ვდე­ბო­და. რა უნ­დო­და იქ ჩემს შვილს? სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი არ ეტყო­ბო­და, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბი.

ნათ­ლო­ბა­ზე რომ წა­ვი­და, ტე­ლე­ფო­ნი სახ­ლში დარ­ჩა. მე­ო­რე დღეს, 4 ნო­ემ­ბერს, ვი­ღაც ქალ­მა და­რე­კა. ჩემს შვილს ეძებ­და. რომ ვკი­თხე, ვინ იყო, გვი­თხრა, წე­რო­ვა­ნი­დან ვრე­კა­ვო, კი­დევ 5-ჯერ და­რე­კა. ჩემი მე­უღ­ლე ხე­ლო­სა­ნია და მა­მა­მის­თან ერ­თად ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობ­და. მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, სუფ­რა­ზე ისე­თი არა­ფე­რი მომ­ხდა­რაო. მარ­ტო წა­მო­ვი­და, გა­ვე­კი­დეთ და დარ­ჩე­ნა ვთხო­ვეთ, მაგ­რამ არ გა­ჩერ­დაო. გზა­ზე თორ­ნი­კეს­თვის მან­ქა­ნა ვი­ღაც გო­რელ კაცს გა­უ­ჩე­რე­ბია. გო­რამ­დე წა­მო­ვიყ­ვა­ნეო, ამის მერე ჩემი შვი­ლის კვა­ლი იკარ­გე­ბა. მან­ქა­ნის მძღო­ლი ადრე პო­ლი­ცი­ა­ში ნა­მუ­შე­ვა­რია, 10 დღის მერე და­უ­რე­კავს თორ­ნი­კეს­თვის ტე­ლე­ფონ­ზე, თორ­ნი­კე, რო­გორ ხარო, ამ კა­ცის ზა­რიც სა­ეჭ­ვოდ მეჩ­ვე­ნე­ბა. არ ვიცი, რა ვთქვა, რა ვი­ფიქ­რო, რა ვერ­სი­ას ჩა­ვე­ბღა­უ­ჭო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - 21 წლის თორნიკე გოგოლაძე ნათლობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - 21 წლის თორნიკე გოგოლაძე ნათლობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

21 წლის თორნიკე გოგოლაძეს ოჯახის წევრები და ახლობლები 12 დღე ეძებდნენ. დედამ 3 ნოემბერს შვილი სახლიდან 3 მეგობართან ერთად გააცილა.

გოგოლაძეები ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში ცხოვრობენ. თორნიკე წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, თანასოფლელი ბიჭის შვილის ნათლობაზე იყო დაპატიჟებული. გაუჩინარებიდან მე-13 დღეს შემზარავი ამბავი შეიტყვეს - თორნიკე გოგოლაძე ხაშურში, ლიანდაგებთან გარდაცვლილი იპოვეს.

მაყვალა გოგოლაძე, გარდაცვლილის დედა: - დაკარგვიდან მე-13 დღეს ხაშურის პოლიციიდან დაგვირეკეს, ჩამოდითო. ხაშურში, ლიანდაგებთან ჩასასვლელი ყოფილა და იქ უნახავთ. თორნიკეს გულზე აღარ ეკეთა ჯვარი და პატარა ხატი, 30 ლარით გავუშვი სახლიდან, ფული აღარ ედო ჯიბეში. ცხედართან ფეხსაცმელები აქეთ-იქით ეყარა, მას თასმები აღარ ჰქონდა. ისეთი უკაცრიელი ადგილია, იქ ადამიანი ვერ მოხვდებოდა. რა უნდოდა იქ ჩემს შვილს? სხეულზე დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, ექსპერტიზის დასკვნას ველოდები.

ნათლობაზე რომ წავიდა, ტელეფონი სახლში დარჩა. მეორე დღეს, 4 ნოემბერს, ვიღაც ქალმა დარეკა. ჩემს შვილს ეძებდა. რომ ვკითხე, ვინ იყო, გვითხრა, წეროვანიდან ვრეკავო, კიდევ 5-ჯერ დარეკა. ჩემი მეუღლე ხელოსანია და მამამისთან ერთად ფიზიკურად მუშაობდა. მისი მეგობრები ამბობენ, სუფრაზე ისეთი არაფერი მომხდარაო. მარტო წამოვიდა, გავეკიდეთ და დარჩენა ვთხოვეთ, მაგრამ არ გაჩერდაო. გზაზე თორნიკესთვის მანქანა ვიღაც გორელ კაცს გაუჩერებია. გორამდე წამოვიყვანეო, ამის მერე ჩემი შვილის კვალი იკარგება. მანქანის მძღოლი ადრე პოლიციაში ნამუშევარია, 10 დღის მერე დაურეკავს თორნიკესთვის ტელეფონზე, თორნიკე, როგორ ხარო, ამ კაცის ზარიც საეჭვოდ მეჩვენება. არ ვიცი, რა ვთქვა, რა ვიფიქრო, რა ვერსიას ჩავებღაუჭო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია