საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით საგანელიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად
დავით საგანელიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე პრე­ზი­დენტს ე.წ. მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს მი­ღე­ბულ კა­ნონ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პირ­ველ დე­კემ­ბრამ­დე მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

რო­გორც სა­გა­ნე­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, თუ პირ­ველ დე­კემ­ბრამ­დე არ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცველ სის­ტე­მას მუ­შა­ო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა.

"დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, კა­ნო­ნი მოს­მე­ნე­ბის სფე­რო­ში, რო­მე­ლიც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ კა­ნონ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ის შე­ნიშ­ვნა, რო­მე­ლიც იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან და ის შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­მე­ლიც ჰქონ­და პრე­ზი­დენტს. გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო ვალ­დე­ბუ­ლი ვარ გა­ვა­კე­თო შემ­დე­გი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის მიერ პარ­ლა­მენტს დათ­ქმუ­ლი ჰქონ­და ვადა 1-ელ დე­კემ­ბრამ­დე. პარ­ლა­მენ­ტმა თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ხელ­მო­წე­რი­ლია პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მიერ და გა­დაგ­ზავ­ნი­ლია პრე­ზი­დენ­ტთან. პრე­ზი­დენტს მინ­და შე­ვახ­სე­ნო და მივ­მარ­თო, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხელი მო­ა­წე­როს ამ კა­ნონპ­რო­ექტს. პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრი­დან ყვე­ლა ის საქ­მი­ა­ნო­ბა რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცველ სტრუქ­ტუ­რებს ამ სფე­რო­ში გა­აჩ­ნი­ათ, იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, შე­იქ­მნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ვა­კუ­უ­მი, რაც ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გარ­კვე­ულ პრობ­ლე­მებს გა­მო­იწ­ვევს. თუ პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრის მერე მო­ე­წე­რა ხელი, ეს დღე­ე­ბი იქ­ნე­ბა საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი", - აღ­ნიშ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პრე­ზი­დენტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვე­ტოს და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. თუ იგი აპი­რებს ვე­ტოს და­დე­ბას ამ სა­კი­თხზე, პარ­ლა­მენტს, მის უმ­რავ­ლე­სო­ბას, მკა­ფი­ოდ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ და­იც­ვას მისი პო­ზი­ცია და აღ­ნიშ­ნულ ვე­ტოს დავძლევთ", - აღ­ნიშ­ნა სა­გა­ნე­ლი­ძემ.

სა­გა­ნე­ლი­ძე მო­უ­წო­დებს პრე­ზი­დენტს, რომ თუ ვე­ტოს და­დე­ბას აპი­რებს, ეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, თუნ­დაც დღეს­ვე გა­ა­კე­თოს. "მო­ვუ­წო­დებ პრე­ზი­დენტს, რომ თუ აპი­რებს ვე­ტოს და­დე­ბას, ეს ვეტო და­ა­დოს სწრა­ფად, დღეს­ვე, ვთქვათ, რომ ჩვენ ხვალ­ვე გვქონ­დეს დრო ამ ვე­ტოს დაძ­ლე­ვის­თვის", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­ნე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით საგანელიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

დავით საგანელიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს გააკეთოს რაც შეიძლება სწრაფად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პრეზიდენტს ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით დღეს მიღებულ კანონზე გადაწყვეტილების პირველ დეკემბრამდე მიღებისკენ მოუწოდებს.

როგორც საგანელიძემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუ პირველ დეკემბრამდე არ იქნება პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული, ამ შემთხვევაში სამართალდამცველ სისტემას მუშაობაში პრობლემები შეექმნება.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეგულაციები, კანონი მოსმენების სფეროში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია. ამ კანონში გათვალისწინებულია ყველა ის შენიშვნა, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ის შენიშვნები, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტს. გარკვეული სიტუაციის გამო ვალდებული ვარ გავაკეთო შემდეგი საგანგებო განცხადება. პრეზიდენტის მიერ პარლამენტს დათქმული ჰქონდა ვადა 1-ელ დეკემბრამდე. პარლამენტმა თავისი ვალდებულება შეასრულა. კანონპროექტი ხელმოწერილია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და გადაგზავნილია პრეზიდენტთან. პრეზიდენტს მინდა შევახსენო და მივმართო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და ხელი მოაწეროს ამ კანონპროექტს. პირველი დეკემბრიდან ყველა ის საქმიანობა რომელიც სამართალდამცველ სტრუქტურებს ამ სფეროში გააჩნიათ, იქნება სამართლებრივი რეგულაციების გარეშე, შეიქმნება გარკვეული ვაკუუმი, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. თუ პირველი დეკემბრის მერე მოეწერა ხელი, ეს დღეები იქნება საკმაოდ პრობლემატური", - აღნიშნა საგანელიძემ.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. "ეს მისი გადასაწყვეტია. თუ იგი აპირებს ვეტოს დადებას ამ საკითხზე, პარლამენტს, მის უმრავლესობას, მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ დაიცვას მისი პოზიცია და აღნიშნულ ვეტოს დავძლევთ", - აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ თუ ვეტოს დადებას აპირებს, ეს რაც შეიძლება მალე, თუნდაც დღესვე გააკეთოს. "მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ თუ აპირებს ვეტოს დადებას, ეს ვეტო დაადოს სწრაფად, დღესვე, ვთქვათ, რომ ჩვენ ხვალვე გვქონდეს დრო ამ ვეტოს დაძლევისთვის", - განაცხადა საგანელიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა