პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა" - მეთერთმეტეკლასელი ბუბა და მისი რეალური სახე
"ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა"  - მეთერთმეტეკლასელი ბუბა და მისი რეალური სახე

ბუბა მათ­ნა­ძე - 106-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლია, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე არ იც­ნობს, რად­გა­ნაც ის უბ­რა­ლოდ ბა­ქა­რია, სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", რო­მე­ლიც სოფ­ლი­დან ქა­ლა­ქელ ნა­თე­სა­ვებ­თან იმის­თვის ჩა­მო­ვი­და, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ის­წავ­ლოს... და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს პრო­ვინ­ცი­ა­ლი სტუ­დენ­ტი ბი­ჭის როლს, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის მეს­ვე­უ­რებ­მა მის­ცეს.

ჯერ 16 წლის არის, წინ მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა და დიდი გეგ­მე­ბი. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ფაქ­ტია, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი ამო­ცა­ნას. "ამ­დე­ნი ფოტო ახლა რომ მი­ღე­ბენ, არას­დროს გა­და­მი­ღია", - ამ­ბობს ბუბა და იცი­ნის.

- სკო­ლის მოს­წავ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად პოპულა­რუ­ლი გახ­დი.

- კი, ხალ­ხის დიდ სიყ­ვა­რულს, ყუ­რა­დღე­ბა­სა და სით­ბოს ვგრძნობ...

- ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო, რომ მი­თხა­რი, სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარო. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი მე­გო­ნე... მსა­ხი­ო­ბო­ბა არ გინ­და?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გარ­და, სხვა გეგ­მე­ბიც მაქვს და ჯერ­ჯე­რო­ბით ვფიქ­რობ. კა­რი­ე­რა ისე­თი რა­ღაც არის, რომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას აჩ­ქა­რე­ბა არ ვარ­გა. ისე, სე­რი­ა­ლის მერე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ამა­ზეც ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. როცა შე­ვა­ტყობ, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და სხვა არა­ფე­რი მინ­და, მა­შინ მი­ვი­ღებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ისე, მსა­ხი­ო­ბო­ბა, ადრე უფრო მინ­დო­და, რად­გან 9 წლი­დან სა­ბავ­შვო თე­ატ­რში ("მე­ო­რე სახ­ლი - 2") ვთა­მა­შობ... მოკ­ლედ, ახლა დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ფიქ­რის პრო­ცეს­ში ვარ.

- ის სხვა გეგ­მე­ბი რა არის, რა­ზეც ფიქ­რობ?

- მომ­წონს სამ­ხედ­რო საქ­მე და მი­ზი­დავს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. გერ­მა­ნუ­ლი ენის შეს­წავ­ლაც მინ­და და გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა.

- რო­გო­რი მოს­წავ­ლე ხარ?

- არც ცუდი და არც - კარ­გი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­ხერ­ხებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წრო და გა­ვა­კე­თო.

- სე­რი­ალ­ში ქასინ­გით მოხ­ვდი?

- ქას­თინ­გი არ დამ­ჭირ­ვე­ბია... თა­ვი­დან ბა­ქა­რის როლი უსი­ტყვო იყო. მერე სცე­ნა­რის­ტმა გა­და­წყვი­ტა, რომ მას ხმაც ამო­ე­ღო...

- მოგ­წონს შენი პერ­სო­ნა­ჟი?

- კი, მა­გა­რი ხა­სი­ა­თი აქვს: სა­დაც რო­გორ არის სა­ჭი­რო, ისე იქ­ცე­ვა. არის ჯი­გა­რიც, ჩხუ­ბობს კი­დეც, მოკ­ლედ, სი­ტუ­ა­ცი­უ­რად მოქ­მე­დებს და უკან არ იხევს. მებ­რძო­ლი სული აქვს.

- მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გად შე­ძე­ლი, გა­გე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა პრო­ვინ­ცი­ე­ლი ბი­ჭის როლი. მშვე­ნი­ე­რი სახე შექ­მე­ნი. ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხე, როცა სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა არც გაქვს?

- თე­ატ­რში უკვე წლე­ბია ისეთ გაკ­ვე­თი­ლებს გავ­დი­ვართ, რომ ამ საქ­მე­ში პრაქ­ტი­კა და­მიგ­როვ­და. მერე ჩემი ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და ასე­თი ტი­პა­ჟიც შე­იქ­მნა. იუნა შა­ფა­თა­ვას­თა­ნაც მქონ­და სცე­ნა, ად­რეც ხომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ამ სე­რი­ალ­ში, მე­ხუ­თე სე­ზონ­ზე. მერე ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი ოჯა­ხის დი­ა­ლექტსაც ვუკ­ვირ­დე­ბო­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი ჩხე­ი­ძის და ესეც და­მეხ­მა­რა. ისი­ნიც ხომ ბა­ქა­რის­ნა­ი­რი იმე­რუ­ლით ლა­პა­რა­კო­ბენ. მოკ­ლედ, ეს დი­ა­ლექ­ტი და ინ­ტო­ნა­ცია ჩემს ტექსტს მო­ვარ­გე (ბა­ქა­რი ღო­რე­შე­ლია, ეს სო­ფე­ლი რი­კოთ­თან ახ­ლო­საა).

- შენს პერ­სო­ნაჟს პირ­ველ შემ­ხვედ­რი ქალი ცო­ლად მოჰ­ყავს...

- ბა­ქა­რი 18-19 წელი სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. თბი­ლის­ში არას­დროს ჩა­მო­სუ­ლა, გო­გოც, რო­გორ მა­მა­კაცს, არას­დროს უნა­ხავს და ძა­ლი­ან მიმ­ნდო­ბია, - რო­გორც კი ნახა პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნა. შე­იძ­ლე­ბა ეს მისი ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბაც იყოს, დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. იმ გო­გოს სი­ლა­მა­ზე მო­ე­წო­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბო­ზია, ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არც მი­უქ­ცე­ვია.

არას­ტან­დარ­ტუ­ლად რომ იყო ჩაც­მუ­ლი, ამი­თაც მო­ი­ხიბ­ლა. ცხოვ­რე­ბა­შიც ხომ ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი.

- ჰოდა, ცხოვ­რე­ბა­ში რამენად ჰგავ­ხარ ამ ბიჭს?

- თუ არ შე­მიძ­ლია, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, იმას ხელს არ მოვ­კი­დებ. თუ მოვ­კი­დებ და ბო­ლომ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან. მე­ტით არაფ­რით ვგა­ვარ ალ­ბათ მას, რად­გა­ნაც მა­ინც ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ბი­ჭია, რა­ღაც კომ­პლექ­სე­ბი აქვს.

- გო­გო­ებ­თან რო­გო­რი ხარ?

- გა­აჩ­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი რო­გორ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც იმ­სა­ხუ­რებს, ისე­თი ვარ.

- და რო­გო­რე­ბი მოგ­წონს?

- ეგ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ მაქვს. გა­აჩ­ნია, ვინ რითი მო­მა­წო­ნებს თავს. კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­ზი­დავს გო­გო­ში, არ ვიცი, ხომ ვთქვი, თავი თვი­თონ უნდა მო­მა­წო­ნოს-მეთ­ქი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- არა, მაგ­რამ ერთი გოგო მომ­წონს.

- არ გა­წო­ნებს ისე თავს, რომ შეგიყ­ვარ­დეს?

- ერ­თმა­ნეთს ერთი წე­ლია, ვიც­ნობთ. სა­ნამ ბა­ქა­რი გავ­ხდე­ბო­დი, მა­ნამ­დე გა­ვი­ცა­ნი.

- ბა­ქა­რი რომ გაჩ­ნდა, რა მოხ­და?

- ეჭ­ვი­ა­ნობს, რად­გა­ნაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი მწერს...

- ე.ი. იმ გო­გო­ნას უყ­ვარ­ხარ.

- რად­გან ეჭ­ვი­ა­ნობს, ეგ მეც მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ვუყ­ვარ­ვარ (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- სიყ­ვა­რუ­ლი არ აგიხ­სნია მის­თვის?

- ხომ გი­თხა­რით, აჩ­ქა­რე­ბა არ მიყ­ვარს. ნელ-ნელა და ხა­რის­ხი­ა­ნად მიყ­ვარს ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მის გა­კე­თე­ბა. ისე­თი კი არ ვარ, ბა­ქა­რი პირ­ვე­ლი­ვე გო­გო­ზე რომ ავარ­და... 

- ოჯა­ხის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვი? მსა­ხი­ო­ბი ხომ არ გყავს ვინ­მე?

- მსა­ხი­ო­ბი არა, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან კი არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი. პა­პა­ჩე­მი "რე­რო­ში" ცეკ­ვავ­და, ოპე­რა­შიც. დე­დაც მო­ცეკ­ვა­ვე იყო და პა­ტა­რა­ო­ბა­ში მეც დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე. მამა ძვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. ძმე­ბიც პა­ტა­რა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან. ერთი 9 წლის არის, მე­ო­რე - 10-ის. მე უფ­რო­სი ვარ და გვყავს უმ­ცრო­სი და, რო­მე­ლიც ჯერ 2 წლის არის...

- სა­ი­დან ხარ წარ­მო­შო­ბით?

- კა­ხე­თი­დან, მაგ­რამ აქ და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მა­მა­ჩე­მის დედა ჩარ­გლი­დან გახ­ლავთ, რა­ზი­კაშ­ვი­ლია, ფშა­ვე­ლი. იმე­რეთ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს.

- რა არის ეს სე­რი­ა­ლი შენ­თვის?

- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ფაქ­ტობ­რი­ვად, უკონ­კუ­რენ­ტო სე­რი­ა­ლია. ხალ­ხის ამ­დე­ნი ემო­ცია და სიყ­ვა­რუ­ლი მგო­ნი, არც ერთს არ რგე­ბია. რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის მა­გა­რია, ჯერ ერთი გა­მოც­დი­ლე­ბაა, მერე სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი.

- მსა­ხი­ო­ბებ­თან რო­გორ ურ­თი­ე­რო­ბა გაქვს?

- სა­ერ­თოდ, მთელ გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- უშუ­ა­ლოდ შენს პარტნი­ორ­ზე რას იტყვი?

- ხა­ტია ბრა­ჭუ­ლი მა­გა­რი პარტნი­ო­რია. ისე, პარტნი­ორს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ ძლი­ე­რი არ არის, სცე­ნაც ვერ იქ­ნე­ბა მა­გა­რი. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნეთ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. მისი სი­თა­მა­მე და არა­კომ­პლექ­სუ­რო­ბა მეხ­მა­რე­ბა...

- უყუ­რებ ხოლ­მე შენს ნა­მუ­შევ­რებს?

- სა­ერ­თოდ მი­ჭირს სე­რი­ალ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის ყუ­რე­ბა, არა­და, არის ხოლ­მე რა­ღაც ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მელ­საც მა­სობ­რი­ვად მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ვერ ამ­ჩნევს, მაგ­რამ მე ვგრძნობ და ვხე­დავ. რო­გორ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სად რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სად მო­მი­ვი­და ბევ­რი თუ ცოტა. მი­მი­კას, მა­ნე­რას ყვე­ლა­ფერს მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მოკ­ლედ, სა­ჭი­როა, და ამი­ტომ ვუ­ყუ­რებ სე­რი­ალს.

- რას გე­უბ­ნე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი...

- უხა­რი­ათ ჩემი წარ­მა­ტე­ბა და სი­ხა­რულს იზი­ა­რე­ბენ. ერ­თად ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე, იმა­თი ემო­ცი­ე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს. ერთ-ერთი, ვინც სულ მაკ­რი­ტი­კებს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობს ჩემს გვერ­დით, ეს დე­და­ჩე­მია. ჩემი თა­მა­შით ყო­ველ­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რაც მაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მეტი გა­ვა­კე­თო და ამის­თვის მად­ლო­ბა დე­დას.

- მოკ­ლედ, გა­გი­მარ­თლა...

- კი, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ამ ყვე­ლა­ფერს სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა" - მეთერთმეტეკლასელი ბუბა და მისი რეალური სახე

"ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა"  - მეთერთმეტეკლასელი ბუბა და მისი რეალური სახე

ბუბა მათნაძე - 106-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელია, მაგრამ ფართო საზოგადოება ასე არ იცნობს, რადგანაც ის უბრალოდ ბაქარია, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც სოფლიდან ქალაქელ ნათესავებთან იმისთვის ჩამოვიდა, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოს... დამაჯერებლად თამაშობს პროვინციალი სტუდენტი ბიჭის როლს, რომელიც სერიალის მესვეურებმა მისცეს.

ჯერ 16 წლის არის, წინ მთელი ცხოვრებაა და დიდი გეგმები. თუმცა ამ ეტაპზე ფაქტია, რომ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას. "ამდენი ფოტო ახლა რომ მიღებენ, არასდროს გადამიღია", - ამბობს ბუბა და იცინის.

- სკოლის მოსწავლე მოულოდნელად პოპულარული გახდი.

- კი, ხალხის დიდ სიყვარულს, ყურადღებასა და სითბოს ვგრძნობ...

- ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ მითხარი, სკოლის მოსწავლე ვარო. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი მეგონე... მსახიობობა არ გინდა?

- თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გარდა, სხვა გეგმებიც მაქვს და ჯერჯერობით ვფიქრობ. კარიერა ისეთი რაღაც არის, რომ არჩევანის გაკეთებისას აჩქარება არ ვარგა. ისე, სერიალის მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა შევატყობ, რომ მსახიობობის გარდა სხვა არაფერი მინდა, მაშინ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. ისე, მსახიობობა, ადრე უფრო მინდოდა, რადგან 9 წლიდან საბავშვო თეატრში ("მეორე სახლი - 2") ვთამაშობ... მოკლედ, ახლა დაკვირვებისა და ფიქრის პროცესში ვარ.  

- ის სხვა გეგმები რა არის, რაზეც ფიქრობ?

- მომწონს სამხედრო საქმე და მიზიდავს სამხედრო სამსახური. გერმანული ენის შესწავლაც მინდა და გერმანიაში წასვლა.

- როგორი მოსწავლე ხარ?

- არც ცუდი და არც - კარგი. შეძლებისდაგვარად ვახერხებ, რომ ყველაფერი მოვასწრო და გავაკეთო.

- სერიალში ქასინგით მოხვდი?

- ქასთინგი არ დამჭირვებია... თავიდან ბაქარის როლი უსიტყვო იყო. მერე სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ მას ხმაც ამოეღო...

- მოგწონს შენი პერსონაჟი?

- კი, მაგარი ხასიათი აქვს: სადაც როგორ არის საჭირო, ისე იქცევა. არის ჯიგარიც, ჩხუბობს კიდეც, მოკლედ, სიტუაციურად მოქმედებს და უკან არ იხევს. მებრძოლი სული აქვს.

- მიმაჩნია, რომ კარგად შეძელი, გაგესახიერებინა პროვინციელი ბიჭის როლი. მშვენიერი სახე შექმენი. ეს როგორ მოახერხე, როცა სამსახიობო განათლება არც გაქვს?

- თეატრში უკვე წლებია ისეთ გაკვეთილებს გავდივართ, რომ ამ საქმეში პრაქტიკა დამიგროვდა. მერე ჩემი ყველანაირი გამოცდილება გავაერთიანე და ასეთი ტიპაჟიც შეიქმნა. იუნა შაფათავასთანაც მქონდა სცენა, ადრეც ხომ ვმონაწილეობდი ამ სერიალში, მეხუთე სეზონზე. მერე ჩემი ეკრანული ოჯახის დიალექტსაც ვუკვირდებოდი, განსაკუთრებით ქალბატონი ქეთი ჩხეიძის და ესეც დამეხმარა. ისინიც ხომ ბაქარისნაირი იმერულით ლაპარაკობენ. მოკლედ, ეს დიალექტი და ინტონაცია ჩემს ტექსტს მოვარგე (ბაქარი ღორეშელია, ეს სოფელი რიკოთთან ახლოსაა).

- შენს პერსონაჟს პირველ შემხვედრი ქალი ცოლად მოჰყავს...

- ბაქარი 18-19 წელი სოფელში ცხოვრობდა. თბილისში არასდროს ჩამოსულა, გოგოც, როგორ მამაკაცს, არასდროს უნახავს და ძალიან მიმნდობია, - როგორც კი ნახა პირველი ქალბატონი, მაშინვე მოეწონა. შეიძლება ეს მისი ბავშვური გატაცებაც იყოს, დიდი სიყვარულის ამბავი. იმ გოგოს სილამაზე მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბოზია, ამისთვის ყურადღება არც მიუქცევია.

არასტანდარტულად რომ იყო ჩაცმული, ამითაც მოიხიბლა. ცხოვრებაშიც ხომ ხდება ასეთი რაღაცები.

- ჰოდა, ცხოვრებაში რამენად ჰგავხარ ამ ბიჭს?

- თუ არ შემიძლია, საქმის ბოლომდე მიყვანა, იმას ხელს არ მოვკიდებ. თუ მოვკიდებ და ბოლომდე აუცილებლად მივიყვან. მეტით არაფრით ვგავარ ალბათ მას, რადგანაც მაინც ძალიან მორიდებული ბიჭია, რაღაც კომპლექსები აქვს.

- გოგოებთან როგორი ხარ?

- გააჩნია, ნებისმიერი მათგანი როგორ ურთიერთობასაც იმსახურებს, ისეთი ვარ.

- და როგორები მოგწონს?

- ეგ ჩამოყალიბებული არ მაქვს. გააჩნია, ვინ რითი მომაწონებს თავს. კონკრეტულად რა მიზიდავს გოგოში, არ ვიცი, ხომ ვთქვი, თავი თვითონ უნდა მომაწონოს-მეთქი.

- შეყვარებული ხარ?

- არა, მაგრამ ერთი გოგო მომწონს.

- არ გაწონებს ისე თავს, რომ შეგიყვარდეს?

- ერთმანეთს ერთი წელია, ვიცნობთ. სანამ ბაქარი გავხდებოდი, მანამდე გავიცანი.

- ბაქარი რომ გაჩნდა, რა მოხდა?

- ეჭვიანობს, რადგანაც სოციალურ ქსელში ბევრი მწერს...

- ე.ი. იმ გოგონას უყვარხარ.

- რადგან ეჭვიანობს, ეგ მეც მაფიქრებინებს, რომ ვუყვარვარ (სიცილით ამბობს).

- სიყვარული არ აგიხსნია მისთვის?

- ხომ გითხარით, აჩქარება არ მიყვარს. ნელ-ნელა და ხარისხიანად მიყვარს ყველანაირი საქმის გაკეთება. ისეთი კი არ ვარ, ბაქარი პირველივე გოგოზე რომ ავარდა... 

- ოჯახის შესახებ რას გვეტყვი? მსახიობი ხომ არ გყავს ვინმე?

- მსახიობი არა, მაგრამ ხელოვნებასთან კი არიან დაკავშირებულები. პაპაჩემი "რეროში" ცეკვავდა, ოპერაშიც. დედაც მოცეკვავე იყო და პატარაობაში მეც დავდიოდი ქართულ ცეკვებზე. მამა ძველი ფეხბურთელია. ძმებიც პატარა ფეხბურთელები არიან. ერთი 9 წლის არის, მეორე - 10-ის. მე უფროსი ვარ და გვყავს უმცროსი და, რომელიც ჯერ 2 წლის არის...

- საიდან ხარ წარმოშობით?

- კახეთიდან, მაგრამ აქ დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემის დედა ჩარგლიდან გახლავთ, რაზიკაშვილია, ფშაველი. იმერეთთან არანაირი შეხება არ მაქვს.

- რა არის ეს სერიალი შენთვის?

- "ჩემი ცოლის დაქალები" ფაქტობრივად, უკონკურენტო სერიალია. ხალხის ამდენი ემოცია და სიყვარული მგონი, არც ერთს არ რგებია. როგორც მსახიობისთვის მაგარია, ჯერ ერთი გამოცდილებაა, მერე საოცარი შეგრძნებაა, ხალხის სიყვარული.

- მსახიობებთან როგორ ურთიერობა გაქვს?

- საერთოდ, მთელ გადამღებ ჯგუფთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს.

- უშუალოდ შენს პარტნიორზე რას იტყვი?

- ხატია ბრაჭული მაგარი პარტნიორია. ისე, პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ძლიერი არ არის, სცენაც ვერ იქნება მაგარი. მოკლედ, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები. მისი სითამამე და არაკომპლექსურობა მეხმარება...

- უყურებ ხოლმე შენს ნამუშევრებს?

- საერთოდ მიჭირს სერიალში საკუთარი თავის ყურება, არადა, არის ხოლმე რაღაც ხარვეზები, რომელსაც მასობრივად მაყურებელი შეიძლება ვერ ამჩნევს, მაგრამ მე ვგრძნობ და ვხედავ. როგორ უნდა ყოფილიყო, სად რა უნდა გამეკეთებინა, სად მომივიდა ბევრი თუ ცოტა. მიმიკას, მანერას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, საჭიროა, და ამიტომ ვუყურებ სერიალს.

- რას გეუბნებიან ახლობლები, მეგობრები...

- უხარიათ ჩემი წარმატება და სიხარულს იზიარებენ. ერთად ვუყურებთ ხოლმე, იმათი ემოციებიც მაინტერესებს. ერთ-ერთი, ვინც სულ მაკრიტიკებს და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს ჩემს გვერდით, ეს დედაჩემია. ჩემი თამაშით ყოველთვის უკმაყოფილოა, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი გავაკეთო და ამისთვის მადლობა დედას.

- მოკლედ, გაგიმართლა...

- კი, ძალიან გამიმართლა და ამ ყველაფერს სწორი გამოყენება უნდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება