სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის არქიტექტურის ევოლუცია: როგორ იცვლებოდა შენობები საუკუნეების მანძილზე
თბილისის არქიტექტურის ევოლუცია: როგორ იცვლებოდა შენობები საუკუნეების მანძილზე

ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის უძ­ვე­ლე­სი და­სახ­ლე­ბა, თბი­ლი­სის მშე­ნებ­ლო­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის და­პყრო­ბი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ტრან­სპორ­ტი, სა­მო­სი, ადა­თე­ბი... ის­ტო­რია დე­ტა­ლებ­ში, უკეთ აღ­ქმა­დი და თვალ­სა­ჩი­ნო. სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის მომ­დევ­ნო წიგ­ნი 1 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა და ამ­ჯე­რად თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ას გიჩ­ვე­ნებთ და გი­ამ­ბობთ.

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლაქთა შო­რის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი - თბი­ლი­სი, მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ას­წლო­ვან ნა­გე­ბო­ბებს ინა­ხავს. XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან თბი­ლის­ში ახა­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა მკვიდ­რდე­ბა. იგი ევ­რო­პა­სა და რუ­სეთ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ გვი­ან­დე­ლი კლა­სი­ციზ­მის სტილს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი სწო­რედ ამ "ოფი­ცი­ა­ლურ სტილ­ში" იგე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს, აქ მოხ­და ერ­თგვა­რი სინ­თე­ზი: იმ­პე­რი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ არ­ქი­ტექ­ტუ­რას და­ე­მა­ტა თბი­ლი­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბი: ხის აივ­ნე­ბი, ფე­რად­მი­ნი­ა­ნი შუ­შა­ბან­დე­ბი, დახ­ვე­უ­ლი კი­ბე­ე­ბი. ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სუ­რი აივ­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის ირ­გვლივ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, მათ შო­რის, ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა აშენ­და, რო­მელ­საც შუ­ა­ში კოშ­კი და­ე­მა­ტა, რა­საც იმ დრო­ი­სათ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და. კოშკში მე­ხან­ძრე­თა სა­გუ­შა­გო იყო. 1874 წლის ნო­ემ­ბრი­დან აქ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­თათ­ბი­რო გან­თავ­სდა, რა­მაც დღის წეს­რიგ­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სახ­ლის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა. 1877 წელს შე­იქ­მნა კო­მი­სია, რო­მელ­მაც 1878 წლის მა­ის­ში სეს­ხი აიღო და კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და. 1882 წელს სა­ქა­ლა­ქო სა­თათ­ბი­რომ ოზე­რო­ვი­სა და შტერ­ნის პრო­ექ­ტე­ბი გა­ნი­ხი­ლა. საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბის ფა­სა­დი მთლი­ა­ნად შტერ­ნის მი­ხედ­ვით შეც­ვა­ლეს, ხოლო შე­ნო­ბა ოზე­რო­ვის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გა­ფარ­თოვ­და. სა­თათ­ბი­რო შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია 1882-1884 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. 1886 წელს აშენ­და სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი (წი­თე­ლი დარ­ბა­ზი). რე­კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გად, შე­ნო­ბის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში (გვერ­დი­თი ფრთე­ბი კვლავ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი დარ­ჩა) და­ე­მა­ტა მე­სა­მე სარ­თუ­ლი. შიდა კოშ­კი კი აი­წია და სა­ქა­ლა­ქო რა­ტუ­შის ტრა­დი­ცი­ულ ატ­რი­ბუ­ტად იქცა, რომ­ლის ძირ­ში სა­ა­თი და­ა­ყე­ნეს. 1910-1912 წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­მა კ. ტა­ტი­შევ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია. სრუ­ლად და­შენ­და მე­სა­მე სარ­თუ­ლი და შე­ნო­ბა დღემ­დე ამ სა­ხი­თაა მოღ­წე­უ­ლი. 2011-2014 წლებ­ში წარ­მო­ებ­და შე­ნო­ბის კა­პი­ტა­ლუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია გა­მაგ­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, შიდა სივ­რცეს შე­ე­ხო.

ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი, დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, "თბი­ლის­ზე მზრუნ­ველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა – ტფი­ლი­სის ჰამ­ქა­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბას თით­ქმის არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ გა­ნუც­დია. ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ჰქონ­და იდეა, რომ ამ შე­ნო­ბის­თვს კი­დევ ერთი სარ­თუ­ლი და­ე­შე­ნე­ბი­ნა და ზე­მო­დან ლე­ნი­ნის ძეგლი და­ედ­გა. ეს პრო­ექ­ტი შე­მორ­ჩე­ნი­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ პრო­ექტს გა­დავ­რჩით. საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სამი წლის წინ და­ი­წყო და ვი­ტყო­დი, რომ შე­ნო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ძა­ლი­ან კარ­გად მოხ­და. შიდა გეგ­მა­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, ფა­სა­დი არ შეც­ვლი­ლა. კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებს რაც შე­ე­ხე­ბა, აქ ყო­ველ­თვის იყო კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი. ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი რომ ნა­ხოთ, სულ რა­ღაც ხდე­ბო­და. კუ­თხე­ში იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი და ძვე­ლი აფ­თი­ა­ქი. ამ აფ­თი­აქ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ჰაჯი მუ­რა­ტის მოჭ­რი­ლი თავი. კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებ­ზე მსჯე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მომ­წონს, ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზულ იერ-სა­ხეს ანი­ჭებს საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბას. რო­გო­რია, შიგ­ნით ქა­ლა­ქის ბედ­ზე მსჯე­ლობ და ამ დროს, პირ­ველ სარ­თულ­ზე გა­ქა­ნე­ბუ­ლი ვაჭ­რო­ბა მი­დის. ვნა­ხოთ, რა­ღაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბია გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ვი­სურ­ვებ­დი, რომ აქ თუნ­დაც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი იყოს და არ იყოს ეს სა­ა­თე­ბი და ტან­საც­მე­ლი.

საკ­რე­ბუ­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, უკვე აღარ არ­სე­ბობს XIX სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხედ­რო ტა­ძა­რი. ე.წ. სო­ბო­რო თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის ად­გი­ლას XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე იყო აღ­მარ­თუ­ლი. ტა­ძა­რი რუ­სე­თის არ­მი­ის მიერ კავ­კა­სი­ის და­მორ­ჩი­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად აიგო. მშე­ნებ­ლო­ბა 26 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. სო­ბო­რო 1897 წლის 21 მა­ისს აკურ­თხეს. ტაძ­რის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი იყო და­ვით გრი­მი, რო­მელ­მაც (არ­ქი­ტექ­ტორ რ. გე­დიქტთან და ინ­ჟი­ნერ ვ. გე­რა­სი­მოვ­თან ერ­თად) პრო­ექ­ტის შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში მე­ო­რე ად­გი­ლი აიღო. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პრო­ექ­ტი (არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის ვ. შრე­ტე­რის და ჰ. ჰუ­ნის) მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ ძვი­რი ჯდე­ბო­და. ამ ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს 1921 წლის 23 თე­ბერ­ვალს კო­ჯორ-ტა­ბახ­მე­ლას­თან და­ღუ­პუ­ლი იუნკრე­ბი. 1930 წელს საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ ტაძ­რის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო. ამ ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სა­სახ­ლე აშენ­და. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რეს ლოც­ვა -კურ­თხე­ვით, 2007 წელს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში დან­გრე­ვას გა­დარ­ჩე­ნილ სე­ნა­კებ­ში ხა­რე­ბის სა­ხე­ლო­ბის სამ­ლოც­ვე­ლო გა­იხ­სნა. ყო­ველ ოთხშა­ბათს სამ­ლოც­ვე­ლო­ში პა­რაკ­ლი­სი სრულ­დე­ბა.

ნუგ­ზარ ლეშ­კა­შე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის სა­მე­ურ­ნეო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი:

90-იან წლებ­ში, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა თით­ქმის და­ინ­გრა და და­იწ­ვა, აქ იყო ნაგ­ვის ბუდე და ნან­გრე­ვე­ბი. შემ­დგომ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­ტარ­და. აქა­უ­რო­ბა მო­ვიყ­ვა­ნეთ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორც დღეს არის. ხა­ტე­ბი ძი­რი­თა­დად შე­მო­წი­რუ­ლია. ყო­ველ ოთხშა­ბათს მამა შალ­ვა პა­რაკ­ლისს აღავ­ლენს. მრევ­ლი პარ­ლა­მენ­ტში საკ­მა­ოდ ბევ­რია.

არ და­უნ­გრე­ვი­ათ, თუმ­ცა დაწ­ვას ვერ გა­და­ურ­ჩა სა­ხა­ზი­ნო, თა­ნა­მედ­რო­ვე ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის შე­ნო­ბა. 1874 წელს, თა­მამ­შე­ვი­სე­უ­ლი ძვე­ლი თე­ატ­რის დაწ­ვის შემ­დეგ, ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ახა­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბის აგე­ბა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი. 1876 წელს გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი, სა­დაც წარ­მო­ად­გი­ნეს ოთხი ნა­მუ­შე­ვა­რი. პირ­ვე­ლი პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა ვ. შრე­ტე­რის პრო­ექ­ტმა. იგი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­კეთ­და. მშე­ნებ­ლო­ბა 16 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და და 1896 წელს დას­რულ­და. შე­ნო­ბის ექ­სტე­რი­ე­რი და ინ­ტე­რი­ე­რი მავ­რი­ტა­ნულ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. 1973 წელს თე­ატ­რის შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ნა­წი­ლობ­რივ და­იწ­ვა. აღ­დგე­ნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ძვე­ლი ფორ­მე­ბი, და­მონ­ტაჟ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც. ბოლო წლე­ბია ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრს კი­დევ ერთი რე­კონ­სტრუქ­ცია უტარ­დე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­ნო­ბის გახ­სნა 2015 წლის გა­ზა­ფხულ­ზე იგეგ­მე­ბა.

რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

1978 წელს თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ნა­წილ­სა და სცე­ნას ორი სარ­თუ­ლი და­ე­მა­ტა. 6 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა 8 სარ­თუ­ლი­ა­ნი გახ­და. ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­მონ­ტის შემ­დეგ კი სცე­ნის სა­მოძ­რაო ორმო ბევ­რად უფრო ღრმა გახ­და, გა­დიდ­და სცე­ნაც. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. შე­ნო­ბის ქვეშ კი­დევ 2-3 სარ­თუ­ლია, სა­დაც სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­თავ­სო­ე­ბია. ბოლო წლე­ბის რე­მონ­ტის დროს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა პირ­ვე­ლად მოხ­და. შე­ნარ­ჩუნ­და გა­რეგ­ნუ­ლი იერი, ფერი. გა­კეთ­და ღია ვე­რან­დე­ბი, სა­ო­ცა­რი ხედი ჩანს ამ ღია ვე­რან­დე­ბი­დან. სა­ხუ­რა­ვი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. მუ­ზე­უმ­ში წყა­ლი ჩა­მო­დი­ო­და. შე­ნო­ბა სპი­ლენ­ძით გა­და­ი­ხუ­რა. ხას­ხა­სა ოქ­როს­ფე­რი იყო, ახლა თან­და­თა­ნო­ბით ჩა­მუქ­და. სპი­ლენ­ძი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მწვა­ნე ფერს და­იკ­რავს და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა.

რო­გო­რი იყო უძ­ვე­ლე­სი და­სახ­ლე­ბა თბი­ლის­ში, რო­გორ აშენ­და დე­და­ქა­ლა­ქი, თბი­ლი­სის და­სა­მორ­ჩი­ლე­ბად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა დამ­პყრობ­ლე­ბის ბრძო­ლე­ბი, ბრძო­ლა დე­და­ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის, რუ­სე­თის მმარ­თვე­ლო­ბა, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დია, თა­ნა­მედ­რო­ვე თბი­ლი­სი. და­ი­ნა­ხე შენი ის­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ის მომ­დევ­ნო წიგ­ნი - თბი­ლი­სის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ. თბი­ლი­სის ის­ტო­რია გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად 1-ელ დე­კემ­ბერს გა­მო­ვა და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისის არქიტექტურის ევოლუცია: როგორ იცვლებოდა შენობები საუკუნეების მანძილზე

თბილისის არქიტექტურის ევოლუცია: როგორ იცვლებოდა შენობები საუკუნეების მანძილზე

ანტიკური პერიოდის უძველესი დასახლება, თბილისის მშენებლობა, დედაქალაქის დაპყრობისა და გათავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლები, არქიტექტურა, ტრანსპორტი, სამოსი, ადათები... ისტორია დეტალებში, უკეთ აღქმადი და თვალსაჩინო. საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მომდევნო წიგნი 1 დეკემბერს გამოვა და ამჯერად თბილისის ისტორიას გიჩვენებთ და გიამბობთ.

ევროპის ქვეყნების დედაქალაქთა შორის ერთ-ერთი უძველესი - თბილისი, მდიდარი ისტორიის მქონე ასწლოვან ნაგებობებს ინახავს. XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში ახალი არქიტექტურა მკვიდრდება. იგი ევროპასა და რუსეთში გაბატონებულ გვიანდელი კლასიციზმის სტილს შეესაბამებოდა. ადმინისტრაციული შენობები სწორედ ამ "ოფიციალურ სტილში" იგებოდა. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, აქ მოხდა ერთგვარი სინთეზი: იმპერიაში გავრცელებულ არქიტექტურას დაემატა თბილისისთვის დამახასიათებელი ელემენტები: ხის აივნები, ფერადმინიანი შუშაბანდები, დახვეული კიბეები. ასე ჩამოყალიბდა XIX საუკუნის თბილისური აივნიანი საცხოვრებელი სახლი.

XIX საუკუნის დასაწყისში დღევანდელი თავისუფლების მოედნის ირგვლივ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციული, მათ შორის, ქალაქის პოლიციის ორსართულიანი შენობა აშენდა, რომელსაც შუაში კოშკი დაემატა, რასაც იმ დროისათვის პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. კოშკში მეხანძრეთა საგუშაგო იყო. 1874 წლის ნოემბრიდან აქ თბილისის საქალაქო სათათბირო განთავსდა, რამაც დღის წესრიგში თვითმმართველობის სახლის რეკონსტრუქციის საკითხი დააყენა. 1877 წელს შეიქმნა კომისია, რომელმაც 1878 წლის მაისში სესხი აიღო და კონკურსი გამოაცხადა. 1882 წელს საქალაქო სათათბირომ ოზეროვისა და შტერნის პროექტები განიხილა. საკრებულოს შენობის ფასადი მთლიანად შტერნის მიხედვით შეცვალეს, ხოლო შენობა ოზეროვის პროექტის მიხედვით გაფართოვდა. სათათბირო შენობის რეკონსტრუქცია 1882-1884 წლებში განხორციელდა. 1886 წელს აშენდა სხდომათა დარბაზი (წითელი დარბაზი). რეკონსტრუქციის შედეგად, შენობის ცენტრალურ ნაწილში (გვერდითი ფრთები კვლავ ორსართულიანი დარჩა) დაემატა მესამე სართული. შიდა კოშკი კი აიწია და საქალაქო რატუშის ტრადიციულ ატრიბუტად იქცა, რომლის ძირში საათი დააყენეს. 1910-1912 წლებში არქიტექტორმა კ. ტატიშევმა კიდევ ერთხელ განახორციელა შენობის რეკონსტრუქცია. სრულად დაშენდა მესამე სართული და შენობა დღემდე ამ სახითაა მოღწეული. 2011-2014 წლებში წარმოებდა შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია გამაგრების სამუშაოები, რომელიც, ძირითადად, შიდა სივრცეს შეეხო.

ალექსანდრე ელისაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი, "თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება – ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელი:

- საბჭოთა პერიოდში საკრებულოს შენობას თითქმის არანაირი ცვლილება არ განუცდია. ლავრენტი ბერიას ჰქონდა იდეა, რომ ამ შენობისთვს კიდევ ერთი სართული დაეშენებინა და ზემოდან ლენინის ძეგლი დაედგა. ეს პროექტი შემორჩენილია. საბედნიეროდ, ამ პროექტს გადავრჩით. საკრებულოს შენობის რეაბილიტაცია სამი წლის წინ დაიწყო და ვიტყოდი, რომ შენობის რეაბილიტაცია ძალიან კარგად მოხდა. შიდა გეგმარება მთლიანად შეიცვალა, ფასადი არ შეცვლილა. კომერციულ ფართებს რაც შეეხება, აქ ყოველთვის იყო კომერციული ფართები. ძველი ფოტოები რომ ნახოთ, სულ რაღაც ხდებოდა. კუთხეში იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი და ძველი აფთიაქი. ამ აფთიაქში გამოფენილი იყო ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი. კომერციულ ფართებზე მსჯელობა შეიძლება. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, ძალიან არასერიოზულ იერ-სახეს ანიჭებს საკრებულოს შენობას. როგორია, შიგნით ქალაქის ბედზე მსჯელობ და ამ დროს, პირველ სართულზე გაქანებული ვაჭრობა მიდის. ვნახოთ, რაღაც ხელშეკრულებებია გაფორმებული, ვისურვებდი, რომ აქ თუნდაც წიგნის მაღაზიები იყოს და არ იყოს ეს საათები და ტანსაცმელი.

საკრებულოსგან განსხვავებით, უკვე აღარ არსებობს XIX საუკუნეში აგებული ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარი. ე.წ. სობორო თბილისში პარლამენტის ყოფილი შენობის ადგილას XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყო აღმართული. ტაძარი რუსეთის არმიის მიერ კავკასიის დამორჩილების აღსანიშნავად აიგო. მშენებლობა 26 წელიწადს გაგრძელდა. სობორო 1897 წლის 21 მაისს აკურთხეს. ტაძრის პროექტის ავტორი იყო დავით გრიმი, რომელმაც (არქიტექტორ რ. გედიქტთან და ინჟინერ ვ. გერასიმოვთან ერთად) პროექტის შესარჩევ კონკურსში მეორე ადგილი აიღო. პირველ ადგილზე გასული პროექტი (არქიტექტორების ვ. შრეტერის და ჰ. ჰუნის) მხოლოდ იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ ძვირი ჯდებოდა. ამ ტაძრის ეზოში დაკრძალეს 1921 წლის 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკრები. 1930 წელს საბჭოთა მთავრობამ ტაძრის დემონტაჟი დაიწყო. ამ ადგილზე მოგვიანებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის სასახლე აშენდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა -კურთხევით, 2007 წელს პარლამენტის სასახლეში დანგრევას გადარჩენილ სენაკებში ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა. ყოველ ოთხშაბათს სამლოცველოში პარაკლისი სრულდება.

ნუგზარ ლეშკაშელი, პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:

90-იან წლებში, როდესაც პარლამენტის შენობა თითქმის დაინგრა და დაიწვა, აქ იყო ნაგვის ბუდე და ნანგრევები. შემდგომში რეაბილიტაცია ჩატარდა. აქაურობა მოვიყვანეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორც დღეს არის. ხატები ძირითადად შემოწირულია. ყოველ ოთხშაბათს მამა შალვა პარაკლისს აღავლენს. მრევლი პარლამენტში საკმაოდ ბევრია.

არ დაუნგრევიათ, თუმცა დაწვას ვერ გადაურჩა სახაზინო, თანამედროვე ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა. 1874 წელს, თამამშევისეული ძველი თეატრის დაწვის შემდეგ, ქართველმა საზოგადოებამ ახალი თეატრის შენობის აგებაზე დაიწყო ფიქრი. 1876 წელს გამოცხადდა კონკურსი, სადაც წარმოადგინეს ოთხი ნამუშევარი. პირველი პრემია დაიმსახურა ვ. შრეტერის პროექტმა. იგი რამდენჯერმე გადაკეთდა. მშენებლობა 16 წელიწადს გაგრძელდა და 1896 წელს დასრულდა. შენობის ექსტერიერი და ინტერიერი მავრიტანულ სტილშია გადაწყვეტილი. 1973 წელს თეატრის შენობაში ხანძარი გაჩნდა და ნაწილობრივ დაიწვა. აღდგენისას გაითვალისწინეს ძველი ფორმები, დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ბოლო წლებია ოპერისა და ბალეტის თეატრს კიდევ ერთი რეკონსტრუქცია უტარდება. განახლებული შენობის გახსნა 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

რუსუდან დაუშვილი, ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი:

1978 წელს თეატრის ადმინისტრაციულ ნაწილსა და სცენას ორი სართული დაემატა. 6 სართულიანი შენობა 8 სართულიანი გახდა. ამჟამინდელი რემონტის შემდეგ კი სცენის სამოძრაო ორმო ბევრად უფრო ღრმა გახდა, გადიდდა სცენაც. კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შენობის ქვეშ კიდევ 2-3 სართულია, სადაც სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია. ბოლო წლების რემონტის დროს, კომუნიკაციების მოწესრიგება პირველად მოხდა. შენარჩუნდა გარეგნული იერი, ფერი. გაკეთდა ღია ვერანდები, საოცარი ხედი ჩანს ამ ღია ვერანდებიდან. სახურავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მუზეუმში წყალი ჩამოდიოდა. შენობა სპილენძით გადაიხურა. ხასხასა ოქროსფერი იყო, ახლა თანდათანობით ჩამუქდა. სპილენძი დროთა განმავლობაში მწვანე ფერს დაიკრავს და ძალიან ლამაზი იქნება.

როგორი იყო უძველესი დასახლება თბილისში, როგორ აშენდა დედაქალაქი, თბილისის დასამორჩილებად საუკუნეების მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა დამპყრობლების ბრძოლები, ბრძოლა დედაქალაქის გათავისუფლებისათვის, რუსეთის მმართველობა, ეროვნული მოძრაობა და 9 აპრილის ტრაგედია, თანამედროვე თბილისი. დაინახე შენი ისტორია. საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის მომდევნო წიგნი - თბილისის შესახებ გიამბობთ. თბილისის ისტორია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად 1-ელ დეკემბერს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ოპოზიციის გეგმები; მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"