პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახლად მიღებულ პატიმრებს ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" აღარ განათავსებენ
ახლად მიღებულ პატიმრებს ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" აღარ განათავსებენ

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გო­ნივ­რუ­ლი მი­ღე­ბი­სა და გან­თავ­სე­ბის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა გახ­სნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, "გო­ნივ­რუ­ლი მი­ღე­ბის" კონ­ცეფ­ცია მთლი­ა­ნად აუქ­მებს და ცვლის სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში წარ­სულ­ში არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ახ­ლად მი­ღე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის ე.წ. კა­რან­ტი­ნებ­სა და "ფუქ­სებ­ში" გან­თავ­სე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. გო­ნივ­რუ­ლი მი­ღე­ბის კონ­ცეფ­ცია სის­ტე­მა­ში ახ­ლად შე­მო­სახ­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რის მი­ღე­ბი­სა და მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ სტან­დარტს ამ­კვიდ­რებს.

"გო­ნივ­რუ­ლი მი­ღე­ბი­სა და გან­თავ­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ერთ სივ­რცე­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფრ­თხო­ე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის, ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის, კრი­ზი­სის მარ­თვის და სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. გან­ყო­ფი­ლე­ბამ უნდა უპა­სუ­ხოს დი­ნა­მი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მო­თხოვ­ნებს. იგი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და შექ­მნი­ლი, პერ­სო­ნალ­მა კი, რო­მე­ლიც გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმუ­შა­ვებს, გა­ი­ა­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, წა­მე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ევ­რო­პულ­მა კო­მი­ტეტ­მა (CPT) 2010 და 2012 წლე­ბის ან­გა­რი­შებ­ში ორ­ჯერ გა­აკ­რი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ "კა­რან­ტი­ნებ­ში" მცი­რე "კუ­ბი­კი­სე­ბუ­რი" სა­თავ­სო­ე­ბის გამო, სა­დაც პა­ტიმ­რის ყოფ­ნა და­უშ­ვებ­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი - ორი­ვე ან­გა­რიშ­ში, კო­მი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კის გა­უქ­მე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ახლად მიღებულ პატიმრებს ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" აღარ განათავსებენ

ახლად მიღებულ პატიმრებს ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" აღარ განათავსებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გონივრული მიღებისა და განთავსების პირველი განყოფილება გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, "გონივრული მიღების" კონცეფცია მთლიანად აუქმებს და ცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წარსულში არსებულ გამოცდილებას, რომელიც ახლად მიღებული პატიმრის ე.წ. კარანტინებსა და "ფუქსებში" განთავსებას გულისხმობდა. გონივრული მიღების კონცეფცია სისტემაში ახლად შემოსახლებული პატიმრის მიღებისა და მის საჭიროებებზე რეაგირების სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

"გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილება ერთ სივრცეში უზრუნველყოფს უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასების, კრიზისის მართვის და სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. განყოფილებამ უნდა უპასუხოს დინამიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს. იგი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული და შექმნილი, პერსონალმა კი, რომელიც განყოფილებაში იმუშავებს, გაიარა სპეციალური მომზადება", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების განცხადებით, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) 2010 და 2012 წლების ანგარიშებში ორჯერ გააკრიტიკა საქართველო, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ "კარანტინებში" მცირე "კუბიკისებური" სათავსოების გამო, სადაც პატიმრის ყოფნა დაუშვებლად იქნა მიჩნეული - ორივე ანგარიშში, კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პრაქტიკის გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ