რუსთავში მომხდარ ვანდალურ ფაქტს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, თვითმხილველი ჰყავს, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ცხოველთა მეგობრების" სახელით დარეგისტრირებული გვერდი იტყობინება და თვითმხილველს გამოხმაურების თხოვნით მიმართავს.
"ეს საბრალო რუსთავში მე-7 ამიკრორაიონში ცხოვრობდა. დაახლოებით 10 დღის წინ დაგვირეკა ერთმა ქალბატონმა. კისერზე თოკი ხორცამდეა ჩასული და იქნებ უშცელეთო. რომ ვნახეთ ამხელა ძაღლი მისი ტრანსპორტირებისთვის ჩვენ შესაბამისი მანქანა არ გვაქვს და წინააღმდეგობა რომ გაეწია ვეღც დავიჭერდით. ამითომ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს ვთხოვეთ დახმარება. ჩამოვიდენ, მაგრამ უკვე ღამე იყო და ვეღარ ვნახეთ. მისი სიკვდილის წინა დღეს ისევ ვესაუბრე იმ ქალბატონს და შევთანხმდით, რომ ტერიტორიაზე რომ იქნებოდა, მაშინ დავრეკავით ისევ დასახმარებლად და თბილისიდან მათ ჩამოსვლამდე თვალყურს ვადევნებდით, რომ ისევ არ დაკარგულიყო. ვერ მოვასწარით, რადგან ჩვენი საუბრიდან მეორე დღეს ანუ გუშინ ძაღლს ესროლეს და საწყალი მე-3 პროფის ეზოში შემთხვევით ნახა ქალბატონმა დოდომ {მას 14 ძაღლი 8 ფისო ყავს}. დამირეკა მე ისევ დავურეკე თამთას. მან ელიზბარაშვილებს და ასე მოხვდა საბრალო კაკო ექიმთან, მაგრამ ვეღარ ვუშველეთ. მერე აქცია მერიასთან და პატრული გამოვიძახეთ. თუ შეიძლება ამ ამბავში რამე სასიამოვნო იყოს ის არის, რომ თვითმხილველი ყავს ამ ფაქტს, რომელსაც პატრული მაშინვე გამოუძახებია, მაგრამ ძალი ვეღარ უპოვიათ. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანქანის ნომერიც კი მიაწოდა პოლიციას. არ ვიცით, ვინ არის ეს ადამიანი. თუ შემთხვევით წაიკითხავს ამ პოსტს, იქნებ გამოგვეხმაუროს", - აღნიშნულია "ცხოველთა მეგობრების" გვერდზე.
გვერდი ასევე ავრცელებს დაშავებული ძაღლისა და მისი გადარჩენის მცდელობის ამსახველ ფოტოებს.
იხილეთ ასევე: "ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა (+7 ფოტო)