"ტექსტილის მეფედ" წოდებული 39 წლის ჩინელი ბიზნესმენი და ცნობილი მულტიმილიონერი ლიუ ცზინჩონგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო, სანამ საკუთარი ცხოვრება ძირფესვიანად არ შეცვალა.
მისთვის ერთგვარ ბიძგად ავარია იქცა, რომელშიც ლიუ თავის მეგობართან ერთად მოყვა. საგზაო შემთხვევის შემდეგ, ლიუ თავით ჩაეფლო ბუდისტურ ფილოსოფიაში და მისი შესწავლა დაიწყო. ბუდიზმი კი როგორც ცნობილია, გვასწავლის, რომ სწორედ მატერიალური კეთილდღეობა არის ადამიანური უბედურებების სათავე. შედეგად, მამაკაცმა გადაწყვიტა, სრულიად შეეცვალა თავისი ცხოვრება.
"მე უარი ვთქვი ჩემს ქონებაზე, მანქანებზე, სახლებზე და ვიყიდე პატარა ქოხი, რომელიც სრულიად საკმარისია ჩემთვის. დრო სასულიერო ტექსტების კითხვით გამყავს". მიუხედავად იმისა, რომ ლიუს ქოხი შორსაა დასახლებული პუნქტებისგან, იგი ამტკიცებს, რომ სულაც არ სურს საზოგადოებისგან სრული იზოლაცია.
მომზადებულია en.people.cn -ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo