სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიამ კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან - სოზარ სუბარი
ირაკლი ალასანიამ კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან - სოზარ სუბარი

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ კარი გა­ი­ჯა­ხუ­ნა და ახლა და­ი­წყო კი­თხვე­ბის დას­მა შო­რი­დან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს" გა­ნუ­ცხა­და.

სო­ზარ სუ­ბა­რი ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა­ტომ არ სა­უბ­რობ­და ირაკ­ლი ალა­სა­ნია ერთი თვის წინ იმ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე, რო­მელ­ზეც ახლა სა­უბ­რობს.

"ერთი თვის წინ რა­ტომ ხმას არ იღებ­და?! ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხრი­დან მის მი­მართ ძა­ლი­ან მძი­მე კი­თხვე­ბი იყო. ეს კი­თხვე­ბი ჩემს მი­სა­მარ­თით რომ დას­მუ­ლი­ყო, არ ვიცი რას ვი­ზამ­დი. რა­ტომ იქ არ სცემ­და პა­სუ­ხებს?! კარი გა­ი­ჯა­ხუ­ნა და ახლა და­ი­წყო კი­თხვე­ბის დას­მა შო­რი­დან?! ძა­ლი­ან მძი­მე კი­თხვე­ბი და­ის­ვა მის მი­მართ მთავ­რო­ბის არა­ერთ სხდო­მა­ზე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მხრი­დან და იქ უნდა გა­ე­ცა პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ერე­ვა. "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რო­დე­საც მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, მე ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ სა­ჭი­რო იყო უფრო მე­ტად ყო­ფი­ლი­ყო საქ­მის კურ­სში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ხდე­ბო­და ჩემ სა­მი­ნის­ტრო­ში. ის არ ჩა­რე­უ­ლა არა მხო­ლოდ მარ­თვა­ში, არა­მედ არ ერე­ო­და მო­ად­გი­ლის და­ნიშ­ვნა­ში და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ვნა­ში. მისი მარ­თვის სტი­ლი არის ეს, რომ თუ გან­დობს სა­მი­ნის­ტროს, უნდა მი­ხე­დო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ რო­დე­საც ის აღარ არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დღეს იყე­ნებს ამ ძა­ლი­ან დიდ ავ­ტო­რი­ტეტს, რო­მე­ლიც მას აქვს?! ეს არ არის მისი მარ­თვის სტი­ლი, რაც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის და ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ასეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ირაკლი ალასანიამ კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან - სოზარ სუბარი

ირაკლი ალასანიამ კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან - სოზარ სუბარი

ირაკლი ალასანიამ კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

სოზარ სუბარი ინტერესდება, რატომ არ საუბრობდა ირაკლი ალასანია ერთი თვის წინ იმ საკითხებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის მართვაზე, რომელზეც ახლა საუბრობს.

"ერთი თვის წინ რატომ ხმას არ იღებდა?! ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან მის მიმართ ძალიან მძიმე კითხვები იყო. ეს კითხვები ჩემს მისამართით რომ დასმულიყო, არ ვიცი რას ვიზამდი. რატომ იქ არ სცემდა პასუხებს?! კარი გაიჯახუნა და ახლა დაიწყო კითხვების დასმა შორიდან?! ძალიან მძიმე კითხვები დაისვა მის მიმართ მთავრობის არაერთ სხდომაზე ბატონი ბიძინას მხრიდან და იქ უნდა გაეცა პასუხი", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ირაკლი ალასანიამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა. "ბიძინა ივანიშვილი როდესაც მართავდა ქვეყანას, მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო უფრო მეტად ყოფილიყო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ჩემ სამინისტროში. ის არ ჩარეულა არა მხოლოდ მართვაში, არამედ არ ერეოდა მოადგილის დანიშვნაში და სხვა თანამდებობებზე დანიშვნაში. მისი მართვის სტილი არის ეს, რომ თუ განდობს სამინისტროს, უნდა მიხედო. აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ როდესაც ის აღარ არის პრემიერ-მინისტრი, დღეს იყენებს ამ ძალიან დიდ ავტორიტეტს, რომელიც მას აქვს?! ეს არ არის მისი მართვის სტილი, რაც ირაკლი ალასანიამ ძალიან კარგად იცის და ძალიან ცუდია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს", - აღნიშნა სუბარმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა