საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" ნანუკას შოუს 26 ნოემბრის გადაცემის გამო, ბოდიშს იხდის
"რუსთავი 2" ნანუკას შოუს 26 ნოემბრის გადაცემის გამო, ბოდიშს იხდის

"რუს­თა­ვი 2 ბო­დიშს იხ­დის თუ მის ეთერ­ში გუ­შინ გა­სულ ტე­ლე­გა­და­ცე­მა ნა­ნუ­კას შო­უ­ში უნე­ბუ­რად მოხ­და იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის რე­ლი­გი­უ­რი თე­მის წევრთა გრძნო­ბე­ბის შე­ბღალ­ვა, ან მათი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის რა­ი­მე სა­ხით შე­ზღუდ­ვა. რუს­თა­ვი 2-ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა სრუ­ლად ეფუძ­ნე­ბა რე­ლი­გი­ურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას. ტე­ლე­გა­და­ცე­მა ნა­ნუ­კას შოუ გარე სტუ­დი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ტე­ლეპ­რო­დუქ­ტია, ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მის შექ­მნა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მოკ­ლე­ბუ­ლია კონ­ტენ­ტის რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებს. თუმ­ცა აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ჩვენს ეთერ­ში გა­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­ცე­მის შე­სა­ბა­მი­სო­ბა ჟურ­ნა­ლის­ტურ სტან­დარ­ტებ­თან რუს­თა­ვი-2-ის ეთი­კის საბ­ჭოს გან­სჯა­დია და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს და მის გან­ცხა­დე­ბას დრო­უ­ლად და ეფექ­ტი­ა­ნად გან­ვი­ხი­ლავთ. სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2 ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნის ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­მაც თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რა რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­და ბო­დი­ში მის გა­და­ცე­მა­ში გარ­კვე­უ­ლი გა­დაც­დო­მის­თვის", - ნათ­ქვა­მია რუს­თა­ვი 2-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს იე­ღო­ვას მოწ­მე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"რუსთავი 2" ნანუკას შოუს 26 ნოემბრის გადაცემის გამო, ბოდიშს იხდის

"რუსთავი 2" ნანუკას შოუს 26 ნოემბრის გადაცემის გამო, ბოდიშს იხდის

"რუსთავი 2 ბოდიშს იხდის თუ მის ეთერში გუშინ გასულ ტელეგადაცემა ნანუკას შოუში უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის წევრთა გრძნობების შებღალვა, ან მათი უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვა. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას. ტელეგადაცემა ნანუკას შოუ გარე სტუდიის მიერ წარმოებული ტელეპროდუქტია, ჩვენი ტელეკომპანია არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში და შესაბამისად, მოკლებულია კონტენტის რეგულირების მექანიზმებს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ეთერში გასული ნებისმიერი გადაცემის შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან რუსთავი-2-ის ეთიკის საბჭოს განსჯადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს და მის განცხადებას დროულად და ეფექტიანად განვიხილავთ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასევე მიესალმება გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომელმაც თავის განცხადებაში დაადასტურა რელიგიური მრავალფეროვნების და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში მის გადაცემაში გარკვეული გადაცდომისთვის", - ნათქვამია რუსთავი 2-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ: ნანუკა ჟორჟოლიანს იეღოვას მოწმეები დაუპირისპირდნენ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები