პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ათი წლის იუბილე აღნიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ათი წლის იუბილე აღნიშნა

შს სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­არ­სე­ბი­დან ათი წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­მა­ცო­ბი­სა და სხვა დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბი­თა და სი­გე­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ ან­ზო­რის ძე ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­სა­მუხ­ტად გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლი, მე­უღ­ლე­ზე და შვილ­ზე აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბილ­მა მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რა.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი ვიქ­ტორ როს­ტო­მის ძე ჯა­ფა­რი­ძე, რო­მელ­მაც ერთ-ერთი კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნა.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი გი­ორ­გი აბე­სა­ლო­მის ძე კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად, ერთ-ერთი კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნა.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი კა­ხა­ბერ ჯე­მა­ლის ძე ჭი­ტა­ძე, რო­მელ­მაც მო­ქა­ლა­ქე თბი­ლი­სის ზღვა­ში დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნა.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი ხუზა ელ­გუ­ჯას ძე

ჭან­ტუ­რია. მან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­კა­ვა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის

მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ად­გილ­ზე მი­სულ

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი ლე­ვან გი­ვის ძე ბუ­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სარ­დაფ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად კვამლში გახ­ვე­უ­ლი სა­დარ­ბა­ზო­დან 10 წლის ბიჭი და 12 წლის გო­გო­ნა უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნა.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­დნენ პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რი ეკა­ტე­რი­ნე მურ­მა­ნის ასუ­ლი ერა­ძე და მისი მე­წყვი­ლე პო­ლი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი ლე­ვან ზა­უ­რის ძე შენ­გე­ლია, რომ­ლებ­მაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვ­ნებ­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი გი­ორ­გი თე­ი­მუ­რა­ზის ძე მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი. მან და­ა­კა­ვა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ასე­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბა­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ა­კა­ვა.

მედ­ლით "მა­მა­ცო­ბი­სათ­ვის" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ხვი­ჩა გე­ლას ძე ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც და­ა­კა­ვა ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­ნი­მუ­შოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის "მად­ლო­ბის სი­გე­ლით" და­ჯილ­დოვ­და კა­პი­ტა­ნი ილია გევ­ლო­ნის ძე სუ­ლა­კა­ძე. მან მო­ქა­ლა­ქე გა­და­არ­ჩი­ნა, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე რი­ონ­ში თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით გა­დახ­ტა.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­ნი­მუ­შოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის "მად­ლო­ბის სი­გე­ლით" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ნა­თია ელიზ­ბა­რის ასუ­ლი მარ­სა­გიშ­ვი­ლი.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­ნი­მუ­შოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის "მად­ლო­ბის სი­გე­ლით" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ელე­ნე მალ­ხა­ზის ასუ­ლი ჩა­ჩა­ვა.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­ნი­მუ­შოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის "მად­ლო­ბის სი­გე­ლით" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი სა­ლო­მე თე­ი­მუ­რა­ზის ასუ­ლი ება­ნო­ი­ძე.

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის სა­ნი­მუ­შოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის "მად­ლო­ბის სი­გე­ლით" და­ჯილ­დოვ­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი მაკა შო­თას ასუ­ლი ონი­ა­ნი.

ამას­თან, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ცი­ნა­რი­ძემ

თა­ნამ­შრომ­ლებს იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. სი­ტყვით ასე­ვე გა­მო­ვი­და "ფორ­დი"-ს სა­წარ­მოს აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვიქ­ტორ მონ­ლა­რი.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის "ფორდ ინ­ტერ­სეპ­ტო­რი"-ს პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. "აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად

პო­ლი­ცი­ი­სათ­ვი­საა შექ­მნი­ლი, პო­ლი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო დე­ტა­ლი და ელე­მენ­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ახა­ლი სპეც­მან­ქა­ნა აღ­ჭურ­ვი­ლია სხვა­დას­ხვა და­მა­ტე­ბი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბი­თა და სის­ტე­მით, რო­მე­ლიც არ გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს მოქ­მედ არც ერთ სპე­ცავ­ტო­მო­ბილს. "ფორდ ინ­ტერ­სეპ­ტო­რი" მა­ღა­ლი გამ­ძლე­ო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს გა­მო­ფე­ნა მო­ე­წყო, სა­დაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა და ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სტუმ­რებს ასე­ვე გა­აც­ნეს ის ცვლი­ლე­ბე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ათი წლის იუბილე აღნიშნა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ათი წლის იუბილე აღნიშნა

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა დაარსებიდან ათი წლის იუბილე აღნიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისა და სხვა დამსახურებებისთვის სპეციალური ჯილდოებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

სამინისტროს განცხადებით, მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი ვახტანგ ანზორის ძე ვარსიმაშვილი, რომელიც ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის განსამუხტად გამოძახებაზე მისული, მეუღლეზე და შვილზე აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ვიქტორ როსტომის ძე ჯაფარიძე, რომელმაც ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები უვნებლად გამოიყვანა.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი გიორგი აბესალომის ძე კოპალეიშვილი, რომელმაც მეწყვილესთან ერთად, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები უვნებლად გამოიყვანა.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის მაიორი კახაბერ ჯემალის ძე ჭიტაძე, რომელმაც მოქალაქე თბილისის ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ხუზა ელგუჯას ძე

ჭანტურია. მან შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის

მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებული პირები, რომლებმაც ადგილზე მისულ

სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი ლევან გივის ძე ბუიშვილი, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად კვამლში გახვეული სადარბაზოდან 10 წლის ბიჭი და 12 წლის გოგონა უვნებლად გამოიყვანა.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდნენ პოლიციის მაიორი ეკატერინე მურმანის ასული ერაძე და მისი მეწყვილე პოლიციის ლეიტენანტი ლევან ზაურის ძე შენგელია, რომლებმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მოქალაქეები უვნებლად გამოიყვანეს.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის ლეიტენანტი გიორგი თეიმურაზის ძე მამუჩიშვილი. მან დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ბრალდებული პირები, რომლებმაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე ავტომანქანის გატაცებასა და ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული პირები დააკავა.

მედლით "მამაცობისათვის" დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ხვიჩა გელას ძე ნავროზაშვილი, რომელმაც დააკავა ყაჩაღობაში ბრალდებული და ავტომანქანის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის "მადლობის სიგელით" დაჯილდოვდა კაპიტანი ილია გევლონის ძე სულაკაძე. მან მოქალაქე გადაარჩინა, რომელიც მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის "მადლობის სიგელით" დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ნათია ელიზბარის ასული მარსაგიშვილი.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის "მადლობის სიგელით" დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ელენე მალხაზის ასული ჩაჩავა.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის "მადლობის სიგელით" დაჯილდოვდა პოლიციის კაპიტანი სალომე თეიმურაზის ასული ებანოიძე.

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის "მადლობის სიგელით" დაჯილდოვდა პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მაკა შოთას ასული ონიანი.

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ

თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით ასევე გამოვიდა "ფორდი"-ს საწარმოს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალური დირექტორი ვიქტორ მონლარი.

ღონისძიებაზე ასევე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის "ფორდ ინტერსეპტორი"-ს პრეზენტაცია გაიმართა. "აღნიშნული ავტომანქანები სპეციალურად

პოლიციისათვისაა შექმნილი, პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის ყველა საჭირო დეტალი და ელემენტია გათვალისწინებული. ახალი სპეცმანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ სპეცავტომობილს. "ფორდ ინტერსეპტორი" მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებისა და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა", - აცხადებენ სამინისტროში.

ღონისძიების დასასრულს გამოფენა მოეწყო, სადაც საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები იყო წარმოდგენილი. სტუმრებს ასევე გააცნეს ის ცვლილებები და სიახლეები, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ