საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გირგვლიანის ოჯახი, სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს
გირგვლიანის ოჯახი, სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, სხვა პირ­თა მი­მარ­თაც ელო­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გირ­გვლი­ა­ნის ბი­ძამ, გი­ორ­გი ენუ­ქი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია. ამას­თან, ენუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სხვა პირ­თა მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი საბ­რალ­დე­ბო დად­გე­ნი­ლე­ბა სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია, ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შექ­მნა ტე­რო­რის მან­ქა­ნა და სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იდ­გნენ და ატე­რო­რებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. ვე­ლო­დე­ბით, რომ სხვე­ბის მი­მარ­თაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლი და მოხ­დე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ენუ­ქი­ძემ.

მისი თქმით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, თაკო სა­ლა­ყა­ია. გირ­გვლი­ა­ნის ოჯა­ხი ასე­ვე მი­იჩ­ნევს, რომ უნდა მოხ­დეს იმ პირ­თა და­კა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ამ კონ­ტექ­სტში გი­ორ­გი ენუ­ქი­ძემ დათა ახა­ლა­ია და­ა­სა­ხე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

გირგვლიანის ოჯახი, სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს

გირგვლიანის ოჯახი, სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას და სხვა პირების დასჯასაც მოითხოვს

სანდრო გირგვლიანის ოჯახი სააკაშვილის შემდეგ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სხვა პირთა მიმართაც ელოდება პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. როგორც "ინტერპრესნიუსს" გირგვლიანის ბიძამ, გიორგი ენუქიძემ განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, სრულიად ადეკვატურია. ამასთან, ენუქიძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოსალოდნელია სხვა პირთა მიმართ ბრალის წარდგენა.

"სააკაშვილისთვის წარდგენილი საბრალდებო დადგენილება სრულიად ადეკვატურია, ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა ტერორის მანქანა და სისტემა, რომლის მიხედვითაც იდგნენ და ატერორებდნენ ადამიანებს. ველოდებით, რომ სხვების მიმართაც გამოიკვეთება დანაშაული და მოხდება ბრალის წარდგენა. გამოძიების ფარგლებში ალბათ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებამ არ იცის, - განაცხადა გიორგი ენუქიძემ.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია. გირგვლიანის ოჯახი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს იმ პირთა დაკავება, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან და მიმალვაში იმყოფებიან, ამ კონტექსტში გიორგი ენუქიძემ დათა ახალაია დაასახელა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა