პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი ბობოხიძე - ზვიგენი გაუმაძღარია, ყველაფერს ყლაპავს და თქვენც გადაგყლაპავთ
აკაკი ბობოხიძე - ზვიგენი გაუმაძღარია, ყველაფერს ყლაპავს და თქვენც გადაგყლაპავთ

თქვენ არა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცი­ის, არა­მედ იმ სა­ცო­და­ვი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის ერ­თგუ­ლე­ბი ხართ, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან კო­ა­ლი­ცი­ა­ში ყოფ­ნის გამო გე­ღირ­სათ და სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გე­ღირ­სათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, - ასე მი­მარ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას თინა ხი­და­შელს.

"ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბით, რომ ჩემი მოს­მე­ნა გი­წევთ, ჩვენ ხომ სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ თურ­მე და დღეს ხმა­მაღ­ლა ვლა­პა­რა­კობთ. რო­მა­ე­ლი მო­ნათ­მფლო­ბე­ლე­ბი მო­ნებს ას­მევ­დნენ და მერე შვი­ლებს აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ, თუ რო­გო­რი ცუ­დია სიმ­თვრა­ლე. ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნა­თინ, ჩვენ­მა ცუდ­მა მა­გა­ლით­მა ნუთუ ვე­ღარ და­გა­ნა­ხათ, რა ცუ­დია ის, რა­საც ახლა აკე­თებთ? ჩვენ გაჩ­ვე­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი, რას უნდა აკე­თებ­დეთ და რას - არა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯი­უ­ტად აკე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ. აქ ვი­ღა­ცებს გე­ში­ნი­ათ, რომ თქვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სას" არ და­ემ­თხვეს. რო­გორ და­ვი­ჯე­რო ეს ფა­რი­სევ­ლუ­რი გა­მოს­ვლა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა გა­ა­ფორ­მეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ორ ფრაქ­ცი­ას­თან. მინ­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს ვუ­თხრა, რომ მე ჩემი კო­ლე­გე­ბის­თვის კა­ცისმჭა­მე­ლე­ბი არ მი­წო­დე­ბია, არა­მედ თქვე­ნი პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტე - როცა გინ­დათ, კა­ცისმჭა­მე­ლებს გვი­წო­დებთ, როცა გჭირ­დე­ბათ, მზად ხართ, თქვე­ნი აზ­რით კა­ცისმჭა­მე­ლე­ბით გა­და­არ­ჩი­ნოთ ერ­თა­დერ­თი რამე – უმ­რავ­ლე­სო­ბა. კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბა არ სჭირ­დე­ბა, უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ ერთ პოსტს და ეს არის თქვე­ნი პოს­ტი, ბა­ტო­ნო და­ვით. "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს" მინ­და ვკი­თხო, თქვენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ორ ფრაქ­ცი­ას­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა არ გა­წუ­ხებთ და გა­წუ­ხებთ რა­ღაც სი­ტყვე­ბი არ და­ემ­თხვას ერ­თმა­ნეთს ჩვენს პო­ზი­ცი­ებ­ში?" - გა­ნა­ცხა­და ბო­ბო­ხი­ძემ.

ამას­თან, ბო­ბო­ხი­ძის თქმით, ძა­ლი­ან ცუ­დად ენიშ­ნა და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის ფრა­ზა – მე რა ვქნა, მე?, იმი­ტომ რომ ერთ პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს ამ ფრა­ზის წარ­მოთ­ქმა ცუ­დად და­უმ­თავ­რდა.

"შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც, ახლა იწყებს ის კაცი თა­ვის რე­ა­ლურ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას. ამი­ტომ მე მინ­და გკი­თხოთ თქვენ, რო­დის ხართ გულ­წრფე­ლი? დიახ, თქვენ და­ტო­ვეთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 2004 წელს და თურ­მე იმი­ტომ, რომ პრინ­ცი­პუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბე­ბი გქონ­დათ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. დღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა კი თქვენ­თვის ის წი­თე­ლი ხაზი, რომ­ლის ვერ­გა­და­ლახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ და­ტო­ვებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? არა, გა­მო­დი­ხართ და გინ­დათ და­უმ­ტკი­ცოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ ერ­თგუ­ლი ხართ მისი კო­ა­ლი­ცი­ის. არა ხართ ერ­თგუ­ლი მისი კო­ა­ლი­ცი­ის, იმ სა­ცო­და­ვი, რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის ერ­თგუ­ლე­ბი ხართ, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან კო­ა­ლი­ცი­ა­ში ყოფ­ნის გამო გე­ღირ­სათ და ვერ გე­ღირ­სათ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს. "ცხო­ნე­ბუ­ლი კახა ბენ­დუ­ქი­ძის ფრა­ზა მინ­და გა­მო­ვი­ყე­ნო და მარ­თლა "ვაი, სა­ა­კაშ­ვი­ლო", ერთ და ორ თა­ნამ­დე­ბო­ბას რო­გორ გა­და­ა­ყო­ლე მა­შინ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თო­ბა, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კო­ა­ლი­ცია ერ­ქვა. ჩემი მე­გობ­რე­ბი – ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი, ბა­ტო­ნი და­ვი­თი და ასე შემ­დეგ, ხომ არ გა­ვი­დოდ­ნენ იმ კო­ა­ლი­ცი­ი­დან, ჩვენ რომ რა­ღა­ცა პა­ტა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბა მათ­თვის მიგ­ვე­ცა? ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­დი­ან და აკე­თე­ბენ იმას, რა­საც მთე­ლი ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქოს­და ლან­ძღავ­დნენ, თით­ქოს აკ­რი­ტი­კებ­დნენ და დღეს ამის ყვე­ლაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლი ხართ, ხალ­ხო", - მი­მარ­თა ბო­ბო­ხი­ძემ თინა ხი­და­შელს.

ბო­ბო­ხი­ძის თქმით, თვი­თონ ის მი­დი­ო­და კომ­პრო­მის­ზე დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის და დღე­საც აქვს კი­თხვა, ღირ­და თუ არა ამ კომ­პრო­მი­სად."მაგ­რამ ჩვენ წუმ­პე­დან უნდა ამოგ­ვეყ­ვა­ნა ქვე­ყა­ნა. შე­იძ­ლე­ბა, მოს­მე­ნე­ბიც კი გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო, ტო­ტა­ლუ­რი კო­რუ­ფი­ის პი­რო­ბებ­ში ტო­ტა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თქვენ რაში გჭირ­დე­ბათ ეს ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი, ტო­ტა­ლუ­რი მარ­თვის მე­თო­დე­ბი, თქვენ ხომ და­ლა­გე­ბუ­ლი, ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ჩა­გა­ბა­რეთ, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. ამი­ტომ, როცა ლა­პა­რა­კობთ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" მსგავ­სე­ბა­ზე, ძა­ლი­ან დიდ ბო­დიშს გიხ­დით, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს თქვენ­თან მსგავ­სე­ბის­გან", - მი­მარ­თა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს. აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე, ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი ვოლ­სკის, რო­მელ­მაც, ბო­ბო­ხი­ძის აზ­რით, მისი სი­ტყვე­ბი და­ა­მა­ხინ­ჯა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ხალ­ხი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 4 წე­ლი­წადსაც არ აც­დის.

"მე პი­რი­ქით ვთქვი, რომ თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბა 4-წლი­ა­ნი იქ­ნე­ბა-თქო და იმე­დი მაქვს, ჩემი ნათ­ქვა­მი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­მო­ვი­და ბა­ტო­ნი ვოლ­სკი და აი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აა­ნონ­სებ­სო. პი­რი­ქით ვთქვი, ბა­ტო­ნო გია, 4 წელი თქვენ ალ­ბათ, იქ­ნე­ბით-თქო და იმე­დი მაქვს, რომ თქვე­ნი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რომ მე შევ­ცდე­ბი, გა­მარ­თლდე­ბა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თქვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლა არ მის­ცემს 4 წე­ლი­წა­დის ბო­ლომ­დე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას, იმი­ტომ რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს ჩიხ­ში შემყვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ბო­ბო­ხი­ძემ.

იგი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს, რეპ­ლი­კით: "შენ ის კაცი იყა­ვი, მა­გი­და­ზე დამ­დგა­რი რომ იძახ­დი, მიშა მა­გა­რი­აო".

"უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ გიც­ნობთ ყვე­ლას. დღე­ში ხუთ­ჯერ მო­დი­ო­დი და სა­დღეგ­რძე­ლო­ებს მას­წრებ­დი მი­შა­სას. რა გჭირს? მა­გით გინ­და შენი წონა და­ამ­ტკი­ცო "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში"? ვერ და­ამ­ტკი­ცებ, იმი­ტომ რომ გი­მე­ო­რებთ, ბა­ტო­ნე­ბო, ზვი­გე­ნი არის გა­უ­მა­ძღა­რი, ზვი­გე­ნი ანად­გუ­რებს და ყლა­პავს ყვე­ლა­ფერს და თქვენც გა­დაგყლა­პავთ", - გა­ნა­ცხა­და აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აკაკი ბობოხიძე - ზვიგენი გაუმაძღარია, ყველაფერს ყლაპავს და თქვენც გადაგყლაპავთ

აკაკი ბობოხიძე - ზვიგენი გაუმაძღარია, ყველაფერს ყლაპავს და თქვენც გადაგყლაპავთ

თქვენ არა ივანიშვილის კოალიციის, არამედ იმ საცოდავი რამდენიმე თანამდებობის ერთგულები ხართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნის გამო გეღირსათ და სამწუხაროდ, ვერ გეღირსათ, სააკაშვილის დროს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თინა ხიდაშელს.

"ძალიან მეცოდებით, რომ ჩემი მოსმენა გიწევთ, ჩვენ ხომ საშინელი ადამიანები ვართ თურმე და დღეს ხმამაღლა ვლაპარაკობთ. რომაელი მონათმფლობელები მონებს ასმევდნენ და მერე შვილებს აყურებინებდნენ, თუ როგორი ცუდია სიმთვრალე. ქალბატონო თინათინ, ჩვენმა ცუდმა მაგალითმა ნუთუ ვეღარ დაგანახათ, რა ცუდია ის, რასაც ახლა აკეთებთ? ჩვენ გაჩვენეთ ყველაფერი, რას უნდა აკეთებდეთ და რას - არა, მიუხედავად ამისა, ჯიუტად აკეთებთ ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. აქ ვიღაცებს გეშინიათ, რომ თქვენი პოზიციები "ნაციონალური მოძრაობისას" არ დაემთხვეს. როგორ დავიჯერო ეს ფარისევლური გამოსვლა, როდესაც პოლიტიკური ერთობა გააფორმეთ "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრაქციასთან. მინდა დავით საგანელიძეს ვუთხრა, რომ მე ჩემი კოლეგებისთვის კაცისმჭამელები არ მიწოდებია, არამედ თქვენი პოზიცია გამოვხატე - როცა გინდათ, კაცისმჭამელებს გვიწოდებთ, როცა გჭირდებათ, მზად ხართ, თქვენი აზრით კაცისმჭამელებით გადაარჩინოთ ერთადერთი რამე – უმრავლესობა. კანონების მიღებას უმრავლესობა არ სჭირდება, უმრავლესობა სჭირდება მხოლოდ ერთ პოსტს და ეს არის თქვენი პოსტი, ბატონო დავით. "რესპუბლიკელებს" მინდა ვკითხო, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" ორ ფრაქციასთან პოლიტიკური ერთობა არ გაწუხებთ და გაწუხებთ რაღაც სიტყვები არ დაემთხვას ერთმანეთს ჩვენს პოზიციებში?" - განაცხადა ბობოხიძემ.

ამასთან, ბობოხიძის თქმით, ძალიან ცუდად ენიშნა დავით უსუფაშვილის ფრაზა – მე რა ვქნა, მე?, იმიტომ რომ ერთ პოლიტიკურ ლიდერს ამ ფრაზის წარმოთქმა ცუდად დაუმთავრდა.

"შეიძლება პირიქითაც, ახლა იწყებს ის კაცი თავის რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამიტომ მე მინდა გკითხოთ თქვენ, როდის ხართ გულწრფელი? დიახ, თქვენ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" 2004 წელს და თურმე იმიტომ, რომ პრინციპული შეუთავსებლობები გქონდათ იმ ხელისუფლებასთან. დღეს ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდება კი თქვენთვის ის წითელი ხაზი, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაში თქვენ დატოვებთ ამ ხელისუფლებას? არა, გამოდიხართ და გინდათ დაუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთგული ხართ მისი კოალიციის. არა ხართ ერთგული მისი კოალიციის, იმ საცოდავი, რამდენიმე თანამდებობის ერთგულები ხართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში ყოფნის გამო გეღირსათ და ვერ გეღირსათ, სამწუხაროდ, სააკაშვილის დროს. "ცხონებული კახა ბენდუქიძის ფრაზა მინდა გამოვიყენო და მართლა "ვაი, სააკაშვილო", ერთ და ორ თანამდებობას როგორ გადააყოლე მაშინ ის პოლიტიკური ერთობა, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია ერქვა. ჩემი მეგობრები – ბატონი ზვიადი, ბატონი დავითი და ასე შემდეგ, ხომ არ გავიდოდნენ იმ კოალიციიდან, ჩვენ რომ რაღაცა პატარა თანამდებობა მათთვის მიგვეცა? ეს ადამიანები გამოდიან და აკეთებენ იმას, რასაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, თითქოსდა ლანძღავდნენ, თითქოს აკრიტიკებდნენ და დღეს ამის ყველაფრის გამკეთებელი ხართ, ხალხო", - მიმართა ბობოხიძემ თინა ხიდაშელს.

ბობოხიძის თქმით, თვითონ ის მიდიოდა კომპრომისზე დემოკრატიასა და სახელმწიფოს შორის და დღესაც აქვს კითხვა, ღირდა თუ არა ამ კომპრომისად."მაგრამ ჩვენ წუმპედან უნდა ამოგვეყვანა ქვეყანა. შეიძლება, მოსმენებიც კი გამართლებული იყო, ტოტალური კორუფიის პირობებში ტოტალური ღონისძიებები იყო გასატარებელი. თქვენ რაში გჭირდებათ ეს ტოტალიტარიზმი, ტოტალური მართვის მეთოდები, თქვენ ხომ დალაგებული, ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაგაბარეთ, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობენ. ამიტომ, როცა ლაპარაკობთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მსგავსებაზე, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენთან მსგავსებისგან", - მიმართა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. აკაკი ბობოხიძე, ასევე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკის, რომელმაც, ბობოხიძის აზრით, მისი სიტყვები დაამახინჯა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხი ამ ხელისუფლებას 4 წელიწადსაც არ აცდის.

"მე პირიქით ვთქვი, რომ თქვენი მმართველობა 4-წლიანი იქნება-თქო და იმედი მაქვს, ჩემი ნათქვამი არ განხორციელდება. გამოვიდა ბატონი ვოლსკი და აი, გადატრიალებას აანონსებსო. პირიქით ვთქვი, ბატონო გია, 4 წელი თქვენ ალბათ, იქნებით-თქო და იმედი მაქვს, რომ თქვენი წინასწარმეტყველება, რომ მე შევცდები, გამართლდება და არც ერთ შემთხვევაში ქართველი ხალხი თქვენს ხელისუფლებას მართლა არ მისცემს 4 წელიწადის ბოლომდე მისვლის საშუალებას, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არის საქართველოს ჩიხში შემყვანი", - განაცხადა ბობოხიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა ომარ ნიშნიანიძეს, რეპლიკით: "შენ ის კაცი იყავი, მაგიდაზე დამდგარი რომ იძახდი, მიშა მაგარიაო".

"უბედურება ისაა, რომ გიცნობთ ყველას. დღეში ხუთჯერ მოდიოდი და სადღეგრძელოებს მასწრებდი მიშასას. რა გჭირს? მაგით გინდა შენი წონა დაამტკიცო "ქართულ ოცნებაში"? ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ გიმეორებთ, ბატონებო, ზვიგენი არის გაუმაძღარი, ზვიგენი ანადგურებს და ყლაპავს ყველაფერს და თქვენც გადაგყლაპავთ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა