Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს
The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

"სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა და­სავ­ლე­თის გზა­ზე", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა თჰე ჭალლ შტრე­ეტ ჟო­ურ­ნალ-ი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილს. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ქვეყ­ნის გზა მტკი­ცე და შე­უქ­ცე­ვა­დია.

"ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­დე­საც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გზით სვლა გა­და­წყვი­ტა, თა­მა­მი, მაგ­რამ სა­რის­კო სტრა­ტე­გია აირ­ჩია და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ხელ­წე­რის მოქ­ცე­ვის რის­კის ქვეშ არის. ეს არ­გუ­მენ­ტი უსა­ფუძ­ვლოა. ეს იმა­ზე მი­ა­ნი­შებს, თუ რა­ო­დენ ფუნ­და­მენ­ტუ­რია ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის­თვის და ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და ფი­გუ­რა გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად ფლობს "ყვე­ლა­ზე პრო­და­სავ­ლუ­რის" ნი­შანს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ინ­ტეგ­რა­ცი­ას არ გან­სა­ზღვრავს რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა ანაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - მას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გან­სა­ზღვრავს და პარ­ტი­ა­თა შო­რის ძლი­ე­რი კონ­სენ­სუ­სის სა­კი­თხია. ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უტყუ­არ ნე­ბას გა­მო­ხა­ტავს, რო­მელ­თა 80%-მა თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­მო­ხა­ტა ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბი­ცია, სრუ­ლად და­უბ­რუნ­დეს ევ­რო­პულ ოჯახს. სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ მტკი­ცე და შე­უქ­ცე­ვა­დია", - წერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

რო­გორც ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი წერს, ამ კონ­ტექ­სტში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა სა­კუ­თარ მე­ზობ­ლებ­ზე რუ­სე­თის გავ­ლე­ნის თა­ო­ბა­ზე და უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დაჩ­რდილ­ვა, გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა - სამ­წუ­ხა­რო; სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის შე­სა­ხებ პა­ნი­კა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია.

"იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მათ­ზე, ვინც ჩემს მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის საქ­მე, რო­მელ­შიც თავ­დაც­ვის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ, შერ­ჩე­ვით სა­მარ­თლის ნიშ­ნებს ატა­რებს. რო­გორც ჩანს, "შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის" კონ­ცეფ­ცია ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას გას­ცდა და ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც უხერ­ხუ­ლია ყვე­ლას­თვის, ვი­საც სა­ზღვარ­გა­რეთ სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მე­ნენ. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ტაქ­ტი­კა, გა­მო­ი­ყე­ნონ უცხო­ელ­თა გრძნო­ბე­ბი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, ჩემი მთავ­რო­ბის­თვის არა­ხა­ლია. ჩვენ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, პლუ­რა­ლუ­რი და ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტია. ჩვენ ვა­მა­ყობთ ამ დე­მოკ­რა­ტი­ით და მი­ვე­სალ­მე­ბით კრი­ტი­კას, მაგ­რამ თუ ეს კრი­ტი­კა არ არის ფაქ­ტე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი და წი­ნა­ა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე რჩე­ბა, შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თო იყოს. მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ინარ­ჩუ­ნებს ძლი­ერ, დე­მოკ­რა­ტი­ულ მან­დატს, არ და­უშ­ვებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრკუ­რა­ტუ­რი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას. კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რია, ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი უნდა იყო და ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა, ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და გამჭვირ­ვა­ლე სა­სა­მარ­თლო მის ბრა­ლე­უ­ლო­ბას არ და­ამ­ტკი­ცებს. ჩვენ გვეს­მის რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის აღ­ქმის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც კი, მაგ­რამ აღ­ქმა ფაქ­ტებ­ში არ უნდა აგ­ვე­რი­ოს.

ფაქ­ტი ის არის, რომ ჩვენ გარ­დავ­ქმე­ნით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დნენ, გა­ვაძ­ლი­ე­რეთ დამ­ნა­შა­ვე­თა უფ­ლე­ბე­ბი და მე­დი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზის კარი გავ­ხსე­ნით. ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვის­თვის ჩვენ ყო­ფი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­კუ­რო­რე­ბიც კი დავ­ნიშ­ნეთ.

ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ, რომ ჩვენ რე­ფორ­მებ­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას პა­ნი­კამ გა­და­უ­ღო­ბოს გზა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მა­ში მოს­ვლის დღი­დან, ამ მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია ჩვე­ნი ხალ­ხის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის არ­სე­ბი­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო. ივ­ნის­ში ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის იმ­პე­ლე­მენ­ტა­ცი­ა­საც ახლა ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სექ­ტემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ხუთი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნი­დან ერთ-ერთი გახ­და, ვი­საც ალი­ან­სის გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პარტნი­ო­რის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭა.

2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ის­ტო­რი­ის კი­დევ ერთი ქვა­კუ­თხე­დი იქ­ნე­ბა და ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ამ რბო­ლას. თუმ­ცა, ამა­სო­ბა­ში, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე და­დე­ბუ­ლი და­ნა­პი­რე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი­სად­მი აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კულ, მაგ­რამ კონ­სტრუქ­ცი­ულ მხარ­და­ჭე­რას კი მი­ვე­სალ­მე­ბით", - წერს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

"საქართველო რჩება დასავლეთის გზაზე", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. როგორც საქართველოს პრემიერი წერილში აღნიშნავს, ევროპული ინტეგრაციისკენ ქვეყნის გზა მტკიცე და შეუქცევადია.

"ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში შიდა პოლიტიკურ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ 2016 წლის არჩევნების წინ დამოუკიდებელი გზით სვლა გადაწყვიტა, თამამი, მაგრამ სარისკო სტრატეგია აირჩია და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ხელწერის მოქცევის რისკის ქვეშ არის. ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. ეს იმაზე მიანიშებს, თუ რაოდენ ფუნდამენტურია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართული ეროვნული იდენტობისთვის და ყველა პოლიტიკური პარტია და ფიგურა განცალკევებულად ფლობს "ყველაზე პროდასავლურის" ნიშანს. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ინტეგრაციას არ განსაზღვრავს რამდენიმე პიროვნება ანაც ხელისუფლება - მას საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს და პარტიათა შორის ძლიერი კონსენსუსის საკითხია. ის ქართველი ხალხის უტყუარ ნებას გამოხატავს, რომელთა 80%-მა თანმიმდევრულად გამოხატა ერთმნიშვნელოვანი ამბიცია, სრულად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. საქართველოს გზა ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მტკიცე და შეუქცევადია", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ქვეყნის პრემიერი წერს, ამ კონტექსტში გავრცელებული შეშფოთება საკუთარ მეზობლებზე რუსეთის გავლენის თაობაზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს არსებული მოვლენების დაჩრდილვა, გასაგებია, თუმცა - სამწუხარო; საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ პანიკა გადაჭარბებულია.

"იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ჩემს მთავრობას აკრიტიკებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე სახელმწიფო შესყიდვების საქმე, რომელშიც თავდაცვის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, შერჩევით სამართლის ნიშნებს ატარებს. როგორც ჩანს, "შერჩევითი სამართლის" კონცეფცია ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას გასცდა და ვრცელდება ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც უხერხულია ყველასთვის, ვისაც საზღვარგარეთ სიამოვნებით უსმენენ. ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა, გამოიყენონ უცხოელთა გრძნობები შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ჩემი მთავრობისთვის არახალია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თავისუფალი, პლურალური და ძლიერი დემოკრატია. ჩვენ ვამაყობთ ამ დემოკრატიით და მივესალმებით კრიტიკას, მაგრამ თუ ეს კრიტიკა არ არის ფაქტებით გამყარებული და წინაააღმდეგობის გარეშე რჩება, შესაძლოა სახიფათო იყოს. მთავრობა, რომელიც ინარჩუნებს ძლიერ, დემოკრატიულ მანდატს, არ დაუშვებს დამოუკიდებელი პრკურატურისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იყო და ყველა ბრალდებული უდანაშაულოა, ვიდრე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო მის ბრალეულობას არ დაამტკიცებს. ჩვენ გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია შერჩევითი სამართლის აღქმის თავიდან აცილებაც კი, მაგრამ აღქმა ფაქტებში არ უნდა აგვერიოს.

ფაქტი ის არის, რომ ჩვენ გარდავქმენით სასამართლო სისტემა, მოსამართლეები დამოუკიდებელი გახდნენ, გავაძლიერეთ დამნაშავეთა უფლებები და მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სასამართლო დარბაზის კარი გავხსენით. ბრალდების წაყენებამდე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისთვის ჩვენ ყოფილი საერთაშორისო პროკურორებიც კი დავნიშნეთ.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენ რეფორმებსა და ევროინტეგრაციას პანიკამ გადაუღობოს გზა. ხელისუფლებამაში მოსვლის დღიდან, ამ მთავრობის პოზიცია ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არსებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო. ივნისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის იმპელემენტაციასაც ახლა ვახორციელებთ. სექტემბერში საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხუთი პარტნიორი ქვეყნიდან ერთ-ერთი გახდა, ვისაც ალიანსის გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ისტორიის კიდევ ერთი ქვაკუთხედი იქნება და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ რბოლას. თუმცა, ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის წინაშე დადებული დანაპირებების შესასრულებლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ოპოზიციის კრიტიკულ, მაგრამ კონსტრუქციულ მხარდაჭერას კი მივესალმებით", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა