გიორგი ყიფიანი: ''თემურ ქეცბაიამ მტრად მომიაზრა''

გიორგი ყიფიანი: ''თემურ ქეცბაიამ მტრად მომიაზრა''

თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარაა. პოლონეთის ნაკრებთ-ან სამარცხვინო მარცხის შემდეგ მან თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში თემურ ქეცბაია, ალბათ, ყველაზე სკანდა-ლურ მწვრთნელად შევა. მისი ბოლო სატელევიზიო ეთერიც სკანდალური იყო. გიორგი ყიფიანის გადაცემაში შეკითხვის დასმისთანავე დატოვა სტუდია. ჩვენს რესპონდენტთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- გიორგი, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თემურ ქეცბაიამ შენი გადაცემა დატოვა?

- საერთოდ არანაირი გაგრძელება არ ყოფილა. ადგა და გავიდა ეთერიდან.

- ბოდიში არ მოუხდია?

- საბოდიშო პრინციპში არც არაფერი ყოფილა. მომხდარზე ძალიან ვინერვიულე, რადგან მასთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. წლებია, ოჯახებით ვმეგობრობთ. ჯერ კიდევ კვიპროსში გავიცანით ერთმანეთი. კვი-პროსში 1993 წელს ერთად ვცხოვრობდით და ბევრი ფასეული კვეთაა ჩვენ შორის. ვინერვიულე, რომ ინციდენტი მოხდა პოლონეთთან თამაშამდე ერთი დღით ადრე. რეალურად, მინდა თუ არ მინდა, უნდა ვაღიარო, რომ მე გავხდი ნერვების მოშლის მიზეზი და ძალიან ვწუხვარ. ჩემთვის არც თემურ ქეცბაია და არც კონკრეტული სუბიექტი არაფერს ნიშნავს, როდესაც საუბარი ნაკრებზეა.

- შენი გადაცემიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის კადრები რამდენიმე საფეხბურთო მიმოხილვაში გაიმეორეს, თუმცა გაუგებარი დარჩა მიზეზი.

- ვერც მე მივხვდი, და არ მგონია, რომ მომხდარში ვინმე გაერკვეს. რატომ მოიქცა ასე, ალბათ, მხოლოდ თვითონ იცის. ჩემი ვარაუდით, მას ჩემდამი ზუსტად ისეთი დამოკიდებულება გაუჩნდა, როგორიც ზოგადად, ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა. ანუ მეც მტრად მომიაზრა. არადა, ვინც მიცნობს, პირადად ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ ძალიან კარგად იცის. ეს ერთადერთი სფეროა, რომლის გამოც ბოლომდე შემიძლია, თავი დავდო, სანამ პირში სული მიდგას.

- სპორტულ ჟურნალისტიკაში რამდენი ხანია, რაც ხარ?

- პროფესიონალი ჟურნალისტი არ შეიძლება მეწოდოს, რადგან არც შესაბამისი განათლება მაქვს და არც დიდი გამოცდილება. ჩემი ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 2010 წელს, როდესაც რამ-დენიმე თვე სპორტულ კორესპონდენტად ვიმუშავე ''პირველ არხზე''. შემდეგ ჰოლანდიაში გავემგზავრე სასწავლებლად. რომ ჩამოვედი, მეგობარ კოტე ჯორბენაძესთან ერთად, რომელიც ახლა გადაცემის პროდიუსერია, ფეხბურთის შესახებ გადაცემის მომზადება გადავწყვიტე. ჩემ გარდა სხვა წამყვანებიც მოიაზრებოდნენ, მაგრამ გადაცემის ფორმატში ვერავინ ჩაჯდა. კოტეს თხოვნით და დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამყვანი მე ვყოფილიყავი. რასაკვირველია, არ ვარ იდეალური წამყვანი და ბევრად უფრო კარგად შეიძლება, გადაცემა გაკეთდეს. ჩვენი გადაცემის მთავარი ''ფიშკა'' სიმართლე და გულწრფელობაა. ვცდილობთ, ფეხბურთის საჭირბოროტო თემებზე აქტიურად ვისაუბროთ და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი.

- ალბათ, ბევრს უკვირს, დათო ყიფიანის შვილებიდან არც ერთმა რომ არ მოისურვეთ, ყოფილიყავით პროფესიონალი ფეხბურთელი. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ასე?

- ლევანმაც, ნიკუშამაც და მეც ვითამაშეთ ფეხბურთი. ჩვიდმეტ წლამდე ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ მერე ტრავმა მივიღე. ორი რთული ოპერაცია გავიკეთე, რის შემდეგაც ვეღარ შევძელი თამაშის გაგრძელება, თორემ მე ბოლომდე ორიენტირებული ვიყავი, რომ პროფესიონალური ფეხბურთი მეთამაშა. ჟურნალისტიკაში დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ. ჩემი გეგმაა, პროფესიონალი მწვრთნელი გავხდე. ვავარჯიშებ ბავშ-ვებს. ჩემი მიზანია, ვიყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება