პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლავიატურის ლომების" მიერ ტალახში ამოსვრილი ცნობილების რეაქცია და ფსიქოლოგის შეფასება
"კლავიატურის ლომების" მიერ ტალახში ამოსვრილი ცნობილების რეაქცია და ფსიქოლოგის შეფასება

საკ­მა­რი­სია, ამა თუ იმ სა­იტ­ზე, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტია თუ ინ­ტერ­ვიუ გან­თავ­სდეს (მე­ტად­რე, "ამ­ბე­ბი.გე"-ზე), მკი­თხვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ნა­წილ­ში მა­შინ­ვე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აფიქ­სი­რებს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ეს კო­მენ­ტა­რე­ბი ნე­გა­ტი­უ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პი­როვ­ნე­ბა ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­სა და დის­კრე­დი­ტა­ცი­ის ობი­ექ­ტი ხდე­ბა...

აი, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი:

ნიკა ქავ­თა­რა­ძის ინ­ტერ­ვი­უს ქვეშ მი­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რი:

"შენ რომ ცო­ტა­თი აზ­როვ­ნებ­დე, მიხ­ვდე­ბო­დი, რო­გორ ზი­ზღს იწ­ვევ უმე­ტეს ადა­მი­ა­ნებ­ში. ცოტა ხანს მო­ე­ფა­რე თვალს გირ­ჩევ

ეთო"

***

"ნე­ტავ იმას, ვინც შენ გის­მენს და რა­მედ მი­აჩ­ნი­ხარ, შენ ნა­ცარ­ჩა­მო­უ­ბერ­ტყა­ვო, ნე­ტავ, ვინ გგო­ნია შენი თავი?

ნატა"

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს ქვეშ და­ტო­ვე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი:

"ნუთუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის აზ­რე­ბი?

გია"

***

"ეეეე, წკრი­ა­ლაშ­ვი­ლო! შენ ცოტა ხომ არ გაჟ­რი­ა­ლებს???????

თე­მუ­რი"

***

"ამათ მეტი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ? და­ე­ტი­ონ სახ­ლში, ნორ­მა­ლურ ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა!"

***

"წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი და ჯაზი? ღმერ­თო შენ გვიშ­ვე­ლე! რო­დემ­დე­ე­ე­ე­ე­ე­ე­ე­ეე?

შო­რე­ნა"

კო­მენ­ტა­რე­ბი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ:

"ან ერთხელ რა გა­სა­თხო­ვა­რი იყო?

მე­სა­მედ ხომ სა­ერ­თოდ!

ქიუ"

***

"მარ­თლა ბნე­ლო, ვერ გა­გირ­კვე­ვია, "კა­ზან­ტი­პი" რომ სიბ­ნე­ლე და გარ­ყვნი­ლე­ბაა, იქ გუ­ლა­ო­ბენ, ნარ­კო­ტი­კე­ბი და მო­გუ­ლა­ვე ქა­ლე­ბი. უკ­რა­ი­ნა­ში დიდი ნე­გა­ტი­ვია ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ. შე ბნე­ლო, რას იჩე­მებ, რომ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხარ...

ნატო"

***

"ჩვენ რა და­ნა­შა­უ­ლი გვაქვს, ამა­თი სი­ფა­თე­ბის ყუ­რე­ბა გვი­წევს და­უს­რუ­ლებ­ლად????

აფე­რუმს!!!"

ამის შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დით თა­ვად იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სა­იტ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბის გრა­ფა­ში ასე ამ­კო­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ და გა­ნიც­დი­ან, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­ზე ინ­კოგ­ნი­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ასეთ ფრა­ზებს კი­თხუ­ლო­ბენ.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი:

- კი­დევ მლან­ძღა­ვენ? სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­სა­ლის ქვე­მოთ მი­წე­რილ კო­მენ­ტა­რებს არც კი ვკი­თხუ­ლობ, იმ­დე­ნად არ მა­ინ­ტე­რე­სებს. რა­ღა­ცებს ხან­და­ხან სხვე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე და არც ეგ მა­ინ­ტე­რე­სებს...

მაგ­რად "გა­მი­ტყდე­ბა" მაგ კა­ტე­გო­რი­ას რომ მო­ვე­წო­ნო, რომ­ლე­ბიც ყვე­ლას ლან­ძღავს პრო­ფე­სი­ის, სქე­სი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად...

გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს და თან, მაგ­რად მე­ცო­დე­ბი­ან მხო­ლოდ და მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნის მიღ­მა რომ აქვთ სუბ­ლი­მა­ცი­ის შან­სი... დიახ, ეს მათი მხრი­დან არის სუბ­ლი­მა­ცია და თუ ამით იც­ლე­ბი­ან, დაე, და­ი­ცა­ლონ ჩემ­ზე უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რით. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას და ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო და დატ­ვირ­თულ ცხოვ­რე­ბას, რო­გო­რიც მე მაქვს... მეტი საქ­მე არ მაქვს, ნერ­ვე­ბი მა­გა­ზე მო­ვი­შა­ლო.

ნიკა ქავ­თა­რა­ძე:

- რას ვფიქ­რობ, რას გან­ვიც­დი? ვფიქ­რობ იმა­ზე, სა­ი­დან ადა­მი­ა­ნებს ამ­დე­ნი ჩემ­თვის უცხო ემო­ცია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მეც ვარ "ბრა­ზი­ა­ნი," მაგ­რამ ამის გა­მო­ხატ­ვას ვე­რი­დე­ბი - სხვებს დის­კომ­ფორ­ტი რომ არ შე­ვუქ­მნა.

ძი­რი­თა­დად, ის კო­მენ­ტა­რე­ბი ინ­ტერ­ვი­უს არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა ხოლ­მე. უბ­რა­ლოდ ილან­ძღე­ბი­ან.

ჩემ­ში რა აღი­ზი­ა­ნებთ? არ ვიცი, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი მყავს - სხვა­დას­ხვა ასა­კის, ეროვ­ნე­ბის, სქე­სის - ყო­ველ მათ­განს მოს­წონს ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­უ­ბა­რი, გარ­თო­ბა. მე­ეჭ­ვე­ბა ისი­ნი ასე მწა­რედ ცდე­ბოდ­ნენ (მე­გობ­რებს ვგუ­ლის­ხმობ). ალ­ბათ ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხია ის, რის გა­მოც ერთ ნა­წილს ვუყ­ვარ­ვარ და მე­ო­რეს ვა­ღი­ზი­ა­ნებ.

- ის მე­ო­რე ნა­წი­ლი რა კა­ტე­გო­რი­აა?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლია, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვი­ან­თი სამ­ყა­რო­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ალ­ბათ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში უფრო ლა­ღე­ბი არი­ან.

- თა­ვად ხომ არ გა­გი­კე­თე­ბია ოდეს­მე მსგავ­სი რამ?

- არა, მე არ ვმა­ლავ ვი­ნა­ო­ბას. მეტ­საც გე­ტყვით, რა­ზეც აზ­რის გა­მო­ხატ­ვა მინ­და, სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას - ჩემს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვწერ.

- რა გა­ნა­პი­რო­ბებს შენ მი­მართ ინ­ტერ­ნესა­ზო­გა­დო­ე­ბის აგ­რე­სი­ა­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას?

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:

- ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­ზე ჭო­რა­ო­ბენ, თა­ვის­თა­ვად ჩვე­ნი ბრა­ლია. თუ ადა­მი­ანს მი­ზეზს არ მის­ცემ, შენ­ზე არ ილა­პა­რა­კებს... რა­ტომ არ ლა­პა­რა­კო­ბენ ექი­მებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, დამ­ლა­გებ­ლებ­ზე? იმი­ტომ, რომ ისი­ნი ისე­თი დო­ზით არ ჩა­ნან ეკ­რან­ზე და მა­სობ­რი­ვად ადა­მი­ა­ნებს არ აღი­ზი­ა­ნე­ბენ.

ერთი მხრივ, თვი­თონ ვახ­დენთ პრო­ვო­ცი­რე­ბას. თუ გა­მო­ჩე­ნა არ გვინ­და და შემ­დგომ ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბე­ბის გან­ხილ­ვა, ნუ გა­მოვ­ჩნდე­ბით. ვინ გვე­ქა­ჩე­ბა?!

- ისე მე­ლა­პა­რა­კე­ბი, თით­ქოს აღ­სა­რე­ბას მა­ბა­რებ­დე...

- შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, მაგ­რამ მე­ო­რე მო­მენ­ტიც არის. იმ კო­მენ­ტა­რებს ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი წერს, რო­მე­ლიც ას­ჯერ იმა­ზე უა­რესს სჩა­დის, ვიდ­რე ჩვენ ყვე­ლა ერ­თად აღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამას იმი­ტომ აკე­თებს, რომ თვი­თონ კარ­გად გა­მოჩ­ნდეს და ვი­თომ შენს უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. არა­და, ვერც ერთი მათ­გა­ნი ვერ წერს თა­ვის ნამ­დვილ სა­ხელს და გვარს იმი­ტომ, რომ შენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ეში­ნია. თან იცის, რომ მარ­თა­ლი არ არის.

მა­რი­ნა კა­ჭა­რა­ვა, ფი­ქო­ლოგ-ფი­ზი­ო­ლო­გი:

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ბოლო წლე­ბია, პო­ლი­ტი­კუ­რად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა (ომე­ბი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მი­ტინ­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე, უთა­ნას­წო­რო­ბა, უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა). რა გა­საკ­ვი­რია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ადა­მი­ა­ნებს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ დიდი აგ­რე­სია. ამას­თან, მათ ამ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვი­სა და გან­მუხ­ტვის არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. სა­უ­ბე­დუ­როდ, არც ბრა­ზის, აგ­რე­სი­ის, ემო­ცი­ის მარ­თვა. ამი­ტო­მაც არის, რომ ამ­დენ­მა დაგ­რო­ვე­ბულ­მა უარ­ყო­ფით­მა მუხტმა გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თმა­ნე­თის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ში ჰპო­ვა. არ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს. არა­თუ მი­ვი­ღოთ, მისი გა­და­კე­თე­ბა გვსურს, არა­თუ გა­და­კე­თე­ბა, მას­ზე ძა­ლა­დო­ბა გვინ­და, მისი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამას­თან, ის­ტო­რი­უ­ლად სა­ოც­რად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ვართ...

კო­მუ­ნი­კა­ცია არ არის მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის თქმა, ან მო­კი­თხვა: - რო­გორ ხარ? კო­მუ­ნი­კა­ცი­აა უპირ­ვე­ლე­სად, ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა ისე­თად, რო­გო­რიც არის. ადა­მი­ა­ნი ისე უნდა მი­ი­ღო, პი­რო­ბა არ წა­უ­ყე­ნო. ეს ეხე­ბა მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს, და-ძმას, მე­ზობ­ლებს, მე­გობ­რებს, ნა­თე­სა­ვებს, თა­ნამ­შრომ­ლებს. მი­ღე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერთი "ოქ­როს წე­სია". ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ემ­პა­თი­ის უნა­რი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში ასე­ვე ნა­წი­ლობ­რივ და­კარ­გუ­ლია.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ემ­პა­თია თა­ვის სხვის ად­გი­ლას და­ყე­ნე­ბაა, და­ი­ნა­ხო მისი გა­ჭირ­ვე­ბა, იგ­რძნო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­ე­ცა­დო, მისი თვა­ლით შე­ხე­დო სამ­ყა­როს. პი­როვ­ნე­ბა თუ ასე მო­იქ­ცე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ ვე­ღარ იქ­ნე­ბა. მას მეტი ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბის უნა­რი ექ­ნე­ბა.

- რო­გორც ჩანს, ადა­მი­ანს ადა­მი­ა­ნის შე­წყნა­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს?

- დიახ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის უპი­რო­ბო მი­ღე­ბა. დიახ, გვი­ჭირს ემ­პა­თია, რად­გა­ნაც გვაქვს ან სიმ­პა­თია, ან ან­ტი­პა­თია. ემ­პა­თია კი სხვა რამ გახ­ლავთ. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მომ­წონ­ხართ, ან არ მომ­წონ­ხართ, რაც მა­ინც შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ემ­პა­თია ნიშ­ნავს იმას, რომ მე მეს­მის თქვე­ნი!

- ალ­ბათ, შე­ფა­სე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას აფუ­ჭებს.

- დიახ, მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით. თა­ნა­გან­ცდა ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია... სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ და­ვი­ნა­ხოთ, თუ რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ლან­ძღვი­თა და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით აგ­რე­სი­ას, რი­თაც ასე ვთქვათ, გულს იფხა­ნენ... იმას, რა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ ცხოვ­რე­ბა­ში, შე­უძ­ლი­ათ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხონ. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, - ადა­მი­ანს ნიღ­ბავს და ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს. ჰოდა, ის იქ არის სა­ოც­რად აგ­რე­სი­უ­ლი, გულ­წრფე­ლიც და მთე­ლი მისი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შე­უძ­ლია, ადა­მი­ა­ნი ტა­ლახ­ში ამოს­ვა­როს...

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცდი­ლო­ბენ, ფსევ­დო­ნი­მით წარ­დგნენ, ან შეც­ვლი­ლი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით იმის გამო, რომ შემ­დგომ არ მო­ე­კი­თხოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასე­თი აღ­ვი­რახ­სნი­ლი აგ­რე­სია არ შე­იძ­ლე­ბა, უპა­სუ­ხოდ დარ­ჩეს და რო­გორც წესი, აგ­რე­სია აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. მაგ­რამ ამ უკუ­კავ­ში­რის არ არ­სე­ბო­ბის გამო ისი­ნი ცალ­მხრი­ვად ეწე­ვი­ან ამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. ასე რომ, ბევ­რი კარ­გი და სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისე­თი გა­ლან­ძღუ­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი "ეპი­თე­ტე­ბით" შემ­კუ­ლია, რომ გა­ვო­ცე­ბულ­ვარ...

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი ვი­ღა­ცის ჩარ­ჩო­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა­ში არ ჯდე­ბა, ამი­ტომ შე­უძ­ლია, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს... ბევ­რი რამ არ მომ­წონს და ბევ­რის ქცე­ვა არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ არ მაქვს უფ­ლე­ბა, ადა­მი­ანს რა­მე­ზე მი­ვუ­თი­თო. პე­და­გო­გის რან­გშიც კი ძა­ლი­ან ფრთხი­ლი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, ანუ უნდა იცო­დეს, რო­გორ ას­წავ­ლოს. სწავ­ლე­ბა კი ხდე­ბა არა დი­რექ­ტი­ვე­ბით, მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით, ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­თა და მუშ­ტი-კრი­ვით, არა­მედ ჩემი მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

სამ­წუ­ხა­როდ, სხვებს ვაკ­რი­ტი­კებთ მთე­ლი გუ­ლი­თა და დიდი ძა­ლის­ხმე­ვით და ჩვენ მი­მართ მო­მარ­თუ­ლი კრი­ტი­კა არ მოგ­ვწონს. იმი­ტომ, რომ კრი­ტი­კა თა­ვის თავ­ში შე­ი­ცავს გან­კი­თხვას. ჩვენ ვაძ­ლევთ თავს უფ­ლე­ბას, ვლან­ძღოთ, ვაკ­რი­ტი­კოთ, ვა­გი­ნოთ სხვა, რაც არ არის ქცე­ვის, ან მოვ­ლე­ნის ანა­ლი­ზი, რაც მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ აქ ლა­პა­რა­კია უპი­რო­ბო ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ზე, თავსლა­ფი­სა და ერ­თმა­ნე­თის­თვის ტა­ლა­ხის შეს­ხმა­ზე... ამ მოვ­ლე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა და არ მი­მაჩ­ნია, რომ მას­ზე მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა ილა­პა­რა­კონ, ამ სა­კი­თხზე ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს. აზ­რის შე­ფუთ­ვას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სხვა­თა შო­რის, ამ პო­ზი­ცი­ას, ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში "სენდვიჩს" უწო­დე­ბენ: "პლუ­სი, მი­ნუ­სი, პლუ­სი".

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ვთქვათ, მე მაქვს რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვე­ნი ქცე­ვი­სად­მი, თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბი­სად­მი, შე­ფა­სე­ბი­სას ჯერ ის პო­ზი­ტი­უ­რი უნდა აღ­ვნიშ­ნო და მერე ვთქვა ნე­გა­ტი­ვი და სა­უ­ბა­რი ისევ პო­ზი­ტი­ვით და­ვას­რუ­ლო... 

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"კლავიატურის ლომების" მიერ ტალახში ამოსვრილი ცნობილების რეაქცია და ფსიქოლოგის შეფასება

"კლავიატურის ლომების" მიერ ტალახში ამოსვრილი ცნობილების რეაქცია და ფსიქოლოგის შეფასება

საკმარისია, ამა თუ იმ საიტზე, ცნობილ ადამიანებზე მომზადებული სტატია თუ ინტერვიუ განთავსდეს (მეტადრე, "ამბები.გე"-ზე), მკითხველი კომენტარების ნაწილში მაშინვე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს. უმეტეს შემთხვევაში, ეს კომენტარები ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ლანძღვა-გინებისა და დისკრედიტაციის ობიექტი ხდება...

აი, თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მათგანი:

ნიკა ქავთარაძის ინტერვიუს ქვეშ მიწერილი კომენტარი:

"შენ რომ ცოტათი აზროვნებდე, მიხვდებოდი, როგორ ზიზღს იწვევ უმეტეს ადამიანებში. ცოტა ხანს მოეფარე თვალს გირჩევ

ეთო"

***

"ნეტავ იმას, ვინც შენ გისმენს და რამედ მიაჩნიხარ, შენ ნაცარჩამოუბერტყავო, ნეტავ, ვინ გგონია შენი თავი?

ნატა"

ნინა წკრიალაშვილის ინტერვიუს ქვეშ დატოვებული კომენტარები:

"ნუთუ ვინმეს აინტერესებს წკრიალაშვილის აზრები?

გია"

***

"ეეეე, წკრიალაშვილო! შენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებს???????

თემური"

***

"ამათ მეტი ქალბატონები არ არსებობენ? დაეტიონ სახლში, ნორმალურ ქალბატონებზე გაამახვილეთ ყურადღება!"

***

"წკრიალაშვილი და ჯაზი? ღმერთო შენ გვიშველე! როდემდეეეეეეეეეე?

შორენა"

კომენტარები თამუნა მუსერიძის ინტერვიუს შემდეგ:

"ან ერთხელ რა გასათხოვარი იყო?

მესამედ ხომ საერთოდ!

ქიუ"

***

"მართლა ბნელო, ვერ გაგირკვევია, "კაზანტიპი" რომ სიბნელე და გარყვნილებაა, იქ გულაობენ, ნარკოტიკები და მოგულავე ქალები. უკრაინაში დიდი ნეგატივია ამ ყველაფრის მიმართ. შე ბნელო, რას იჩემებ, რომ განათლებული ხარ...

ნატო"

***

"ჩვენ რა დანაშაული გვაქვს, ამათი სიფათების ყურება გვიწევს დაუსრულებლად????

აფერუმს!!!"

ამის შემდეგ დავუკავშირდით თავად იმ ადამიანებს, ვისაც საიტზე კომენტარების გრაფაში ასე ამკობენ. საინტერესოა, რას ფიქრობენ და განიცდიან, როდესაც საკუთარ თავზე ინკოგნიტო ადამიანებისგან ასეთ ფრაზებს კითხულობენ.

ნინა წკრიალაშვილი:

- კიდევ მლანძღავენ? სიმართლე გითხრათ, მასალის ქვემოთ მიწერილ კომენტარებს არც კი ვკითხულობ, იმდენად არ მაინტერესებს. რაღაცებს ხანდახან სხვები მეუბნებიან ხოლმე და არც ეგ მაინტერესებს...

მაგრად "გამიტყდება" მაგ კატეგორიას რომ მოვეწონო, რომლებიც ყველას ლანძღავს პროფესიის, სქესისა და წარმომავლობის მიუხედავად...

გულწრფელად ვამბობ, არ მაინტერესებს და თან, მაგრად მეცოდებიან მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის მიღმა რომ აქვთ სუბლიმაციის შანსი... დიახ, ეს მათი მხრიდან არის სუბლიმაცია და თუ ამით იცლებიან, დაე, დაიცალონ ჩემზე უარყოფითი კომენტარების წერით. წარმატებას ვუსურვებ ყველას და ისეთ საინტერესო და დატვირთულ ცხოვრებას, როგორიც მე მაქვს... მეტი საქმე არ მაქვს, ნერვები მაგაზე მოვიშალო.

ნიკა ქავთარაძე:

- რას ვფიქრობ, რას განვიცდი? ვფიქრობ იმაზე, საიდან ადამიანებს ამდენი ჩემთვის უცხო ემოცია. თუმცა შეიძლება მეც ვარ "ბრაზიანი," მაგრამ ამის გამოხატვას ვერიდები - სხვებს დისკომფორტი რომ არ შევუქმნა.

ძირითადად, ის კომენტარები ინტერვიუს არანაირად არ უკავშირდება ხოლმე. უბრალოდ ილანძღებიან.

ჩემში რა აღიზიანებთ? არ ვიცი, უამრავი მეგობარი მყავს - სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, სქესის - ყოველ მათგანს მოსწონს ჩემთან ურთიერთობა, საუბარი, გართობა. მეეჭვება ისინი ასე მწარედ ცდებოდნენ (მეგობრებს ვგულისხმობ). ალბათ ჩემი თავისუფლების ხარისხია ის, რის გამოც ერთ ნაწილს ვუყვარვარ და მეორეს ვაღიზიანებ.

- ის მეორე ნაწილი რა კატეგორიაა?

- დარწმუნებული ვარ, ის ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილია, თუმცა ძალიან საინტერესო თავიანთი სამყაროსადმი დამოკიდებულებით. ალბათ, რეალურ ცხოვრებაში უფრო ლაღები არიან.

- თავად ხომ არ გაგიკეთებია ოდესმე მსგავსი რამ?

- არა, მე არ ვმალავ ვინაობას. მეტსაც გეტყვით, რაზეც აზრის გამოხატვა მინდა, საკუთარ მოსაზრებას - ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე ვწერ.

- რა განაპირობებს შენ მიმართ ინტერნესაზოგადოების აგრესიასა და გაღიზიანებას?

თამუნა მუსერიძე:

- ის, რომ ეს ადამიანები ჩვენზე ჭორაობენ, თავისთავად ჩვენი ბრალია. თუ ადამიანს მიზეზს არ მისცემ, შენზე არ ილაპარაკებს... რატომ არ ლაპარაკობენ ექიმებზე, მასწავლებლებზე, დამლაგებლებზე? იმიტომ, რომ ისინი ისეთი დოზით არ ჩანან ეკრანზე და მასობრივად ადამიანებს არ აღიზიანებენ.

ერთი მხრივ, თვითონ ვახდენთ პროვოცირებას. თუ გამოჩენა არ გვინდა და შემდგომ ჩვენი პიროვნებების განხილვა, ნუ გამოვჩნდებით. ვინ გვექაჩება?!

- ისე მელაპარაკები, თითქოს აღსარებას მაბარებდე...

- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მეორე მომენტიც არის. იმ კომენტარებს ბევრი ისეთი ადამიანი წერს, რომელიც ასჯერ იმაზე უარესს სჩადის, ვიდრე ჩვენ ყველა ერთად აღებული, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებს, რომ თვითონ კარგად გამოჩნდეს და ვითომ შენს უარყოფით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას. არადა, ვერც ერთი მათგანი ვერ წერს თავის ნამდვილ სახელს და გვარს იმიტომ, რომ შენთან დაპირისპირების ეშინია. თან იცის, რომ მართალი არ არის.

მარინა კაჭარავა, ფიქოლოგ-ფიზიოლოგი:

- ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებია, პოლიტიკურად რთული სიტუაციაა (ომები, გადატრიალებები, გაუთავებელი მიტინგები, სოციალური სიდუხჭირე, უთანასწორობა, უსამართლობის განცდა). რა გასაკვირია, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანებს დაგროვებული ჰქონდეთ დიდი აგრესია. ამასთან, მათ ამ აგრესიის გამოხატვისა და განმუხტვის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. საუბედუროდ, არც ბრაზის, აგრესიის, ემოციის მართვა. ამიტომაც არის, რომ ამდენმა დაგროვებულმა უარყოფითმა მუხტმა გამოსავალი ერთმანეთის მიუღებლობაში ჰპოვა. არ შეგვიძლია მივიღოთ განსხვავებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს. არათუ მივიღოთ, მისი გადაკეთება გვსურს, არათუ გადაკეთება, მასზე ძალადობა გვინდა, მისი ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა. ამასთან, ისტორიულად საოცრად კომუნიკაბელური და სტუმართმოყვარე ხალხი ვართ...

კომუნიკაცია არ არის მხოლოდ გამარჯობის თქმა, ან მოკითხვა: - როგორ ხარ? კომუნიკაციაა უპირველესად, ადამიანის მიღება ისეთად, როგორიც არის. ადამიანი ისე უნდა მიიღო, პირობა არ წაუყენო. ეს ეხება მშობლებსა და შვილებს, და-ძმას, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს. მიღება კომუნიკაციის ერთ-ერთი "ოქროს წესია". ასევე მნიშვნელოვანია ემპათიის უნარი, რომელიც ადამიანებში ასევე ნაწილობრივ დაკარგულია.

- რას გულისხმობთ?

- ემპათია თავის სხვის ადგილას დაყენებაა, დაინახო მისი გაჭირვება, იგრძნო მისი მდგომარეობა. შეეცადო, მისი თვალით შეხედო სამყაროს. პიროვნება თუ ასე მოიქცევა, აგრესიული სხვა ადამიანის მიმართ ვეღარ იქნება. მას მეტი ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის უნარი ექნება.

- როგორც ჩანს, ადამიანს ადამიანის შეწყნარება ყველაზე მეტად უჭირს?

- დიახ და განსაკუთრებულად ამა თუ იმ პიროვნების უპირობო მიღება. დიახ, გვიჭირს ემპათია, რადგანაც გვაქვს ან სიმპათია, ან ანტიპათია. ემპათია კი სხვა რამ გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომწონხართ, ან არ მომწონხართ, რაც მაინც შეფასებითი დამოკიდებულებაა. ემპათია ნიშნავს იმას, რომ მე მესმის თქვენი!

- ალბათ, შეფასებითი დამოკიდებულება ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

- დიახ, მართალი ბრძანდებით. თანაგანცდა ზოგადად ურთიერთობაში აუცილებელია... სოციალური ქსელი იმის საშუალებას იძლევა, რომ დავინახოთ, თუ როგორ გამოხატავენ ადამიანები ლანძღვითა და უშვერი სიტყვებით აგრესიას, რითაც ასე ვთქვათ, გულს იფხანენ... იმას, რასაც ვერ ახერხებენ ცხოვრებაში, შეუძლიათ, სოციალური ქსელის საშუალებით მოახერხონ. ვირტუალური სამყარო ამის საშუალებას იძლევა, - ადამიანს ნიღბავს და ოცნების ასრულების საშუალებასაც აძლევს. ჰოდა, ის იქ არის საოცრად აგრესიული, გულწრფელიც და მთელი მისი უარყოფითი დამოკიდებულებით შეუძლია, ადამიანი ტალახში ამოსვაროს...

ეს ადამიანები სოციალურ ქსელში ცდილობენ, ფსევდონიმით წარდგნენ, ან შეცვლილი სახელითა და გვარით იმის გამო, რომ შემდგომ არ მოეკითხოთ. მოგეხსენებათ, ასეთი აღვირახსნილი აგრესია არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს და როგორც წესი, აგრესია აგრესიას იწვევს. მაგრამ ამ უკუკავშირის არ არსებობის გამო ისინი ცალმხრივად ეწევიან ამ ლანძღვა-გინებას, დისკრედიტაციას. ასე რომ, ბევრი კარგი და სამაგალითო ადამიანი სოციალურ ქსელში ისეთი გალანძღული, შეურაცხმყოფელი "ეპითეტებით" შემკულია, რომ გავოცებულვარ...

ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ ესა თუ ის ადამიანი ვიღაცის ჩარჩოსა და ღირებულებათა სისტემაში არ ჯდება, ამიტომ შეუძლია, შეურაცხყოფა მიაყენოს... ბევრი რამ არ მომწონს და ბევრის ქცევა არ მსიამოვნებს, მაგრამ არ მაქვს უფლება, ადამიანს რამეზე მივუთითო. პედაგოგის რანგშიც კი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ადამიანი, ანუ უნდა იცოდეს, როგორ ასწავლოს. სწავლება კი ხდება არა დირექტივებით, მენტორული ტონით, ლანძღვა-გინებითა და მუშტი-კრივით, არამედ ჩემი მეორე პიროვნებისადმი დამოკიდებულებით.

სამწუხაროდ, სხვებს ვაკრიტიკებთ მთელი გულითა და დიდი ძალისხმევით და ჩვენ მიმართ მომართული კრიტიკა არ მოგვწონს. იმიტომ, რომ კრიტიკა თავის თავში შეიცავს განკითხვას. ჩვენ ვაძლევთ თავს უფლებას, ვლანძღოთ, ვაკრიტიკოთ, ვაგინოთ სხვა, რაც არ არის ქცევის, ან მოვლენის ანალიზი, რაც მისაღებია, მაგრამ აქ ლაპარაკია უპირობო ლანძღვა-გინებაზე, თავსლაფისა და ერთმანეთისთვის ტალახის შესხმაზე... ამ მოვლენაზე საუბარი ნამდვილად საჭიროა და არ მიმაჩნია, რომ მასზე მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ, ამ საკითხზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. აზრის შეფუთვას დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ამ პოზიციას, ფსიქოლოგიაში "სენდვიჩს" უწოდებენ: "პლუსი, მინუსი, პლუსი".

- ეს რას ნიშნავს?

- ვთქვათ, მე მაქვს რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება თქვენი ქცევისადმი, თქვენი პიროვნებისადმი, შეფასებისას ჯერ ის პოზიტიური უნდა აღვნიშნო და მერე ვთქვა ნეგატივი და საუბარი ისევ პოზიტივით დავასრულო... 

ლალი ფაცია

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია