დაახლოებით 2 წლის წინ ქართული ინტერნეტ-სივრცე მოიარა ფოტოგრაფ გოგა წუწუნაშვილი მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომელშიც ქორიძემ ლომისობის დღესასწაულის სისხლიანი მხარე დააფიქსირა. კადრებს, რომელშიც მსხვერპლშეწირვა იყო ასახული, უამრავი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდა, თუ რამდენად ნორმალურია, სისხლით მორწყულ მიწაზე აღნიშნული დღესასწაული.
"პირველად ლომისობაზე რომ ვიყავი, შოკში ჩავვარდი. ერთია, რომ წარმართული რიტუალია და ზოგიერთს სჯერა და შეიძლება, არასწორად სჯეროდეს, მაგრამ მეორეა, როდესაც ცხოველების დაკვლის პროცესს პატარა ბავშვებს აყურებინებ. როდესაც ერთ-ერთ ყასაბს გავესაუბრე, იქაურ ჯეკ მფატრავს, მითხრა, რომ მთელი დღის განმავლობაში სამი ათასამდე ცხვარი, ათას ხუთასი ძროხა და ორასამდე ფრინველი ჰყავდა დაკლული. მაშინ ისეთ ეიფორიაში ვიყავი, რომ ძირითადად სისხლიან სცენებს ვიღებდი", - ამბობს ცნობილი ფოტოების ავტორი გოგა წუწუნაშვილი.
აღნიშნული კადრების გამოქვეყნების შემდეგ გავიდა დრო, მაგრამ ტრადიცია ტრადიციად რჩება, გამოხმაურებები კი კვლავ ისეთივე მძაფრია, როგორც უწინ... ამჯერად ქსელში რეზონანსი გორიჯვარზე, გიორგობის დღესასწაულზე გადაღებულ ვიდეოს მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ცხოველების მასობრივ მსხვერპლშეწირვას რელიგიური მოტივები არ გააჩნია და ის წარმართული ტრადიციაა, რომელიც დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მნიშვნელოვან მოვლენად, ვინაიდან აღწერილ სურათს, ყოველი წლის გიორგობაზე, საქართველოს არაერთ კუთხეში ნახავთ...
Ambebi.ge დაინტერესებულია თემაზე მკითხველის მოსაზრებებით. ველით თქვენს გამოხმაურებას.
დღეში 3000 ცხვარი და 1500 ძროხა ჯამში ოთხი ათას ხუთასია. გამოდის, რომ ეს კაცი ყოველ 20 წამში კლავდა თითოს, თანაც შეუჩერებლად და თან მთელი 24 საათის განმავლობაში. ასეთ სიბრიყვეს მეორეკლასელიც არ დაწერს. ისე ცხოველების ხოცვა არც მე მომწონს, მაგრამ სოკოს ჩაქაფულს და სოიოს ხაშლამას შიმშილი მირჩევნია, თანაც ეხლა მოდაშია:-))