მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონის გუბერნატორმა, ჯეი ნიქსონმა უარი თქვა, პოლიციელის მიერ მოკლული აფროამერიკელი ბიჭის საქმეზე ახალი ნაფიცი მსაჯულების დანიშვნაზე. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. ფერგიუსონში და აშშ-ის 12 ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება მასობრივი გამოსვლები ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების გამო, ბრალი არ შეეფარდებინათ პოლიციელისთვის, რომელმაც 18 წლის მაიკლ ბრაუნი მოკლა.
საპროტესტო აქციებს ფერგიუსონში შეტაკებები მოჰყვა. დემონსტრანტებმა პოლიციის მანქანებსა და სხვადასხვა შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქში ეროვნული გვარდიის 2 ათასზე მეტი სამხედრო იყო მობილიზებული.
"ბიბისის" ცნობით, სამართალდამცავებმა 80-მდე ადამიანი დააკავეს. პოლიციის ოფიცერმა დარენ უილსონმა 18 წლის მაიკლ ბრაუნი აგვისტოში მოკლა.