საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრობლემების ჯაჭვი, რომელიც თბილისში საცობს ქმნის - რა განტვირთავს ქალაქს
პრობლემების ჯაჭვი, რომელიც თბილისში საცობს ქმნის - რა განტვირთავს ქალაქს

თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცო­ბე­ბი მძღო­ლე­ბის თავ­სა­ტე­ხად იქცა. რა გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა შე­იძ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მი­დან, ამა­ზე კო­მენ­ტა­რი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს, ფრაქ­ცია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძეს ვთხო­ვეთ:

- იმას, რა­საც მე ვამ­ბობ, შე­იძ­ლე­ბა და­ვარ­ქვათ არა გეგ­მა, არა­მედ შე­თა­ვა­ზე­ბა. 4 თვეა, რაც ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა შე­უდ­გა მუ­შა­ო­ბას, რო­გორც მე­რი­ა­ში ასე­ვე საკ­რე­ბუ­ლო­შიც, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მოძ­რა­ო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის კუ­თხით არა­ფე­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა - მე­ტიც, დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცო­ბი ესაა სარ­კე იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მე­ლიც გროვ­დე­ბა იმ სფე­რო­ში, რო­მელ­საც მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ჰქვია. მოძ­რა­ო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა არაა მხო­ლოდ კარ­გად და­გე­ბუ­ლი ას­ფალ­ტი ან თუნ­დაც სწო­რად მო­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბი. მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო და ვრცე­ლი ცნე­ბაა, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლია.

მოძ­რა­ო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბა უნდა წა­რი­მარ­თოს რო­გორც ათწ­ლი­ა­ნი პერ­სპექ­ტი­ვით, ისე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის კუ­თხით. მაგ: კონ­კრე­ტუ­ლი ახ­დი­ლი ჭა, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი გზა, ორმო და სხვა. მა­შინ­ვე უნდა იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რად­გან პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მა ჯამ­ში იძ­ლე­ვა დიდ პრობ­ლე­მას. ერთ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლითს გე­ტყვით: სას­ტუმ­რო "აჭა­რის" წინ მდე­ბა­რე მო­ედ­ნის გას­ხვი­სე­ბა იყო უდი­დე­სი შეც­დო­მა და ეს გვაჩ­ვე­ნა პრაქ­ტი­კამ, ვი­ნა­ი­დან ნა­კადს, რო­მე­ლიც მო­დის სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნი­დან და აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას პირ­და­პირ, უწევთ ჯერ "და­ნი­ურ სახ­ლთან" არ­სე­ბულ შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩე­რე­ბა, შემ­დეგ კი მარ­ჯვნივ ხვდე­ბათ კი­დევ მე­ო­რე შუქ­ნი­შა­ნი. ანუ რა გა­მო­დის, ეს ნა­კა­დი პრაქ­ტი­კუ­ლად იჭე­დე­ბა.

ზო­გა­დად, მო­ედ­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბის მო­წეს­რი­გე­ბაა. გა­ვიხ­სე­ნოთ ამ მო­ე­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გას­ხვი­სე­ბამ­დე და გას­ხვი­სე­ბის შემ­დეგ. გას­ხვი­სე­ბამ­დე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის არ იყო სა­ცო­ბი. ამ მო­ედ­ნის გას­ხვი­სე­ბამ გზა გა­უმ­რუ­და დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­თაც, რომ­ლებ­საც მეტ­რო­დან ამოს­ვლის შემ­დეგ უწევთ ჯერ "და­ნი­უ­რი სახ­ლის" მხრი­დან გაჭ­რან ქუჩა, შემ­დეგ გა­დაკ­ვე­თონ პე­კი­ნის გამ­ზი­რი, წა­ვიდ­ნენ მარ­ცხნივ და მოხ­ვდნენ თა­ვი­ანთ ქუ­ჩა­ზე. მო­ედ­ნის გას­ხვი­სე­ბით ხალ­ხს ცხოვ­რე­ბის წესი შე­ეც­ვა­ლა, ამი­ტომ მე­რი­ამ უნდა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი და სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნეს და­ე­ლა­პა­რა­კოს ამ თე­მა­ზე. სხვა­თა შო­რის, ეს მო­ე­და­ნი არც იმ მე­პატ­რო­ნეს არ არ­გია. ამ მო­ე­დან­ზე მხო­ლოდ ავტო-სად­გო­მია და მე­პატ­რო­ნემ ვე­რა­ვი­თა­რი ინ­ვეს­ტი­ცია იქ ვერ ჩადო. იქ რა­მის აშე­ნე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან ქვეშ მეტ­რო გა­დის, ამი­ტომ მე­რი­ამ სას­წრა­ფოდ უნდა და­ი­წყოს ამა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას უნდა ჰყავ­დეს ერთი პატ­რო­ნი, რო­მე­ლიც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა უშუ­ა­ლოდ მერს ან მე­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს. მან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს რო­გორც გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებ­ზე, ისე მოკ­ლე­ვა­დი­ან­ზე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს კო­ორ­დი­ნა­ცია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცის­თან, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან, აგ­რეთ­ვე "სითი პარკთა­ნაც" (რო­მე­ლიც ყო­ველ­გვარ იუ­რი­დი­ულ ჩარ­ჩო­ებს სცდე­ბა). სა­შუქ­ნიშ­ნე მე­ურ­ნე­ო­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ფერ­მა, რაც გზას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ერთ ხელ­ში უნდა მო­ი­ყა­როს თავი, თო­რემ კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია.

- ბევრ ქვე­ყა­ნა­შია, რო­დე­საც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნის მე­პატ­რო­ნეს მხო­ლოდ ლუწ დღე­ებ­ში აქვს მგზავ­რო­ბის უფ­ლე­ბა და მე­ო­რეს მხო­ლოდ კენტ დღე­ებ­ში. ასეთ რამ თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი ჩვენ­თან?

- ასე­თი პარ­ქტი­კა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე მი­მაჩ­ნია, რომ მოძ­რა­ო­ბის სწო­რად რე­გუ­ლი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ რამ­დე­ნი­მე წელი არ ემუქ­რე­ბა ეს "დრა­კო­ნუ­ლი" მე­თო­დი. და­მერ­წმუ­ნეთ, ეს არაა კარ­გი, რო­დე­საც მე დღე­გა­მოშ­ვე­ბით მო­მი­წევს მან­ქა­ნით სი­ა­რუ­ლი. თუ სწო­რად მო­ვა­წეს­რი­გებთ მოძ­რა­ო­ბას, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვუბ­რუნ­დეთ ათი წლის წი­ნან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას.

- რო­გორ ფიქ­რობთ, შე­მოვ­ლი­თი გზის პრო­ექ­ტი თუ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს?

- შე­მოვ­ლი­თი გზის აშე­ნე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აშენ­დეს. შე­მოვ­ლი­თი გზა უნდა იყოს, უბ­რა­ლოდ, რა ად­გი­ლას იქ­ნე­ბა, ეს უკვე ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლია და ეს შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. შე­მოვ­ლი­თი გზა ძა­ლი­ან გან­ტვირ­თავს მოძ­რა­ო­ბას.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი თუ ქმნის პრობ­ლე­მას?

- რა თქმა უნდა, და ესეც მი­სა­ხე­დია. თუ და­აკ­ვირ­დე­ბო­დით, ზო­გან მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტია და ზო­გან სი­ჭარ­ბეა, ამი­ტომ ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე, რო­დე­საც პი­კის სა­ათ­ში 5 ავ­ტო­ბუ­სი და ორი ამ­დე­ნი მიკ­რო-ავ­ტო­ბუ­სი იყ­რის თავს, და­მერ­წმუ­ნეთ, იქ დამ­თავ­რე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­პოსრტის მოძ­რა­ო­ბა ცალ­კე მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია. ასე­ვე გა­და­სა­ხე­დია, სად შე­იძ­ლე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის გა­ჩე­რე­ბა და სად არა. მა­გა­ლი­თად, ჩვე­უ­ლებ­რივ დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა შუქ­ნიშ­ნის ხაზ­ზე მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, თუმ­ცა იგი­ვე ფაქ­ტი დარ­ღვე­ვად არ ეთ­ვლე­ბა სა­მარ­შრუ­ტო ტაქსს. იქ­ნებ ვინ­მემ ამიხ­სნას რა­ტომ?!

- მძღო­ლე­ბის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც ხომ არ ქმნის პრობ­ლე­მას?

- ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა, რაც მოძ­რა­ო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას ეხე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რით უნდა ისარ­გებ­ლოს ჭკვი­ან­მა მძღოლ­მა და ჭკვი­ან­მა ქვე­ით­მა, უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით - მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე მძღოლ­მა და მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვე­ით­მა. სად უნდა შე­ი­ძი­ნონ ეს კულ­ტუ­რა?! სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან და­წყე­ბუ­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ავტო სკო­ლით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, არ არ­სე­ბობს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ ხში­რად ვამ­ბობთ, რომ მივ­დი­ვართ ევ­რო­პის­კენ, მაგ­რამ ეს არაა გზა ევ­რო­პის­კენ, ესაა გზა მონ­ღო­ლე­თი­სა­კენ, ჩვენ ძა­ლი­ან სწრა­ფად უნდა გა­ვას­წო­როთ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის კომ­პა­სი არა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­სავ­ლე­თი­სა­კენ, არა­მედ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­სა­კენ, სა­დაც მძღო­ლი ქვე­ითს უღი­მის და ქვე­ით­მა იცის, სად გა­დაკ­ვე­თოს გზა და სად არა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია Che Anothordonic Photography-ს ფოტო

პრობლემების ჯაჭვი, რომელიც თბილისში საცობს ქმნის - რა განტვირთავს ქალაქს

პრობლემების ჯაჭვი, რომელიც თბილისში საცობს ქმნის - რა განტვირთავს ქალაქს

თბილისში არსებული საცობები მძღოლების თავსატეხად იქცა. რა გამოსავლის პოვნა შეიძლება ამ პრობლემიდან, ამაზე კომენტარი საკრებულოს დეპუტატს, ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრს შალვა ოგბაიძეს ვთხოვეთ:

- იმას, რასაც მე ვამბობ, შეიძლება დავარქვათ არა გეგმა, არამედ შეთავაზება. 4 თვეა, რაც ახალი შემადგენლობა შეუდგა მუშაობას, როგორც მერიაში ასევე საკრებულოშიც, მაგრამ ჯერჯერობით მოძრაობის მოწესრიგების კუთხით არაფერი გაუმჯობესებულა - მეტიც, დღითიდღე მძიმდება სიტუაცია.

საავტომობილო საცობი ესაა სარკე იმ პრობლემებისა, რომელიც გროვდება იმ სფეროში, რომელსაც მოძრაობის ორგანიზება ჰქვია. მოძრაობის მოწესრიგება არაა მხოლოდ კარგად დაგებული ასფალტი ან თუნდაც სწორად მონიშნული ნიშნები. მოძრაობის ორგანიზება გაცილებით ფართო და ვრცელი ცნებაა, ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა ბუნებრივია, ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მოძრაობის მოწესრიგებისთვის მუშაობა უნდა წარიმართოს როგორც ათწლიანი პერსპექტივით, ისე სწრაფი რეაგირების კუთხით. მაგ: კონკრეტული ახდილი ჭა, გაფუჭებული გზა, ორმო და სხვა. მაშინვე უნდა იყოს დაფიქსირებული, რადგან პატარ-პატარა პრობლემა ჯამში იძლევა დიდ პრობლემას. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: სასტუმრო "აჭარის" წინ მდებარე მოედნის გასხვისება იყო უდიდესი შეცდომა და ეს გვაჩვენა პრაქტიკამ, ვინაიდან ნაკადს, რომელიც მოდის სააკაძის მოედნიდან და აგრძელებს მოძრაობას პირდაპირ, უწევთ ჯერ "დანიურ სახლთან" არსებულ შუქნიშანზე გაჩერება, შემდეგ კი მარჯვნივ ხვდებათ კიდევ მეორე შუქნიშანი. ანუ რა გამოდის, ეს ნაკადი პრაქტიკულად იჭედება.

ზოგადად, მოედნის დანიშნულება სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებაა. გავიხსენოთ ამ მოედანზე არსებული სიტუაცია გასხვისებამდე და გასხვისების შემდეგ. გასხვისებამდე ამ ტერიტორიაზე თითქმის არ იყო საცობი. ამ მოედნის გასხვისებამ გზა გაუმრუდა დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებთაც, რომლებსაც მეტროდან ამოსვლის შემდეგ უწევთ ჯერ "დანიური სახლის" მხრიდან გაჭრან ქუჩა, შემდეგ გადაკვეთონ პეკინის გამზირი, წავიდნენ მარცხნივ და მოხვდნენ თავიანთ ქუჩაზე. მოედნის გასხვისებით ხალხს ცხოვრების წესი შეეცვალა, ამიტომ მერიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი და სასტუმროს მეპატრონეს დაელაპარაკოს ამ თემაზე. სხვათა შორის, ეს მოედანი არც იმ მეპატრონეს არ არგია. ამ მოედანზე მხოლოდ ავტო-სადგომია და მეპატრონემ ვერავითარი ინვესტიცია იქ ვერ ჩადო. იქ რამის აშენება გამორიცხულია, რადგან ქვეშ მეტრო გადის, ამიტომ მერიამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამაზე მოლაპარაკება.

მოძრაობის ორგანიზებას უნდა ჰყავდეს ერთი პატრონი, რომელიც დაექვემდებარება უშუალოდ მერს ან მერის პირველ მოადგილეს. მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც გრძელვადიან პროექტებზე, ისე მოკლევადიანზე. აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს კოორდინაცია საპატრულო პოლიცისთან, სამაშველო სამსახურთან, აგრეთვე "სითი პარკთანაც" (რომელიც ყოველგვარ იურიდიულ ჩარჩოებს სცდება). საშუქნიშნე მეურნეობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერმა, რაც გზასთანაა დაკავშირებული, ერთ ხელში უნდა მოიყაროს თავი, თორემ კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია.

- ბევრ ქვეყანაშია, როდესაც ერთი კონკრეტული მანქანის მეპატრონეს მხოლოდ ლუწ დღეებში აქვს მგზავრობის უფლება და მეორეს მხოლოდ კენტ დღეებში. ასეთ რამ თუა შესაძლებელი ჩვენთან?

- ასეთი პარქტიკა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მოძრაობის სწორად რეგულირების შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე წელი არ ემუქრება ეს "დრაკონული" მეთოდი. დამერწმუნეთ, ეს არაა კარგი, როდესაც მე დღეგამოშვებით მომიწევს მანქანით სიარული. თუ სწორად მოვაწესრიგებთ მოძრაობას, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ათი წლის წინანდელ მდგომარეობას.

- როგორ ფიქრობთ, შემოვლითი გზის პროექტი თუ უნდა განხორციელდეს?

- შემოვლითი გზის აშენებას ალტერნატივა არ გააჩნია, აუცილებლად უნდა აშენდეს. შემოვლითი გზა უნდა იყოს, უბრალოდ, რა ადგილას იქნება, ეს უკვე ტექნიკური ნაწილია და ეს შესაბამისი პირების გადასაწყვეტია. შემოვლითი გზა ძალიან განტვირთავს მოძრაობას.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ ქმნის პრობლემას?

- რა თქმა უნდა, და ესეც მისახედია. თუ დააკვირდებოდით, ზოგან მკვეთრი დეფიციტია და ზოგან სიჭარბეა, ამიტომ ერთ გაჩერებაზე, როდესაც პიკის საათში 5 ავტობუსი და ორი ამდენი მიკრო-ავტობუსი იყრის თავს, დამერწმუნეთ, იქ დამთავრებულია მოძრაობის დარეგულირება. საზოგადოებრივი ტრანპოსრტის მოძრაობა ცალკე მოსაწესრიგებელია. ასევე გადასახედია, სად შეიძლება სამარშრუტო ტაქსის გაჩერება და სად არა. მაგალითად, ჩვეულებრივ დარღვევად ითვლება შუქნიშნის ხაზზე მანქანის გაჩერება, თუმცა იგივე ფაქტი დარღვევად არ ეთვლება სამარშრუტო ტაქსს. იქნებ ვინმემ ამიხსნას რატომ?!

- მძღოლების არაპროფესიონალიზმიც ხომ არ ქმნის პრობლემას?

- ყველა გარემოება, რაც მოძრაობის დარეგულირებას ეხება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ყველაფრით უნდა ისარგებლოს ჭკვიანმა მძღოლმა და ჭკვიანმა ქვეითმა, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით - მაღალი კულტურის მქონე მძღოლმა და მაღალი კულტურის მქონე ქვეითმა. სად უნდა შეიძინონ ეს კულტურა?! საბავშვო ბაღიდან დაწყებული დამთავრებული ავტო სკოლით, რომელიც შეიძლება ითქვას, არ არსებობს დღევანდელ საქართველოში. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ ეს არაა გზა ევროპისკენ, ესაა გზა მონღოლეთისაკენ, ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გავასწოროთ ჩვენი ცხოვრების კომპასი არა გეოგრაფიული დასავლეთისაკენ, არამედ მაღალი კულტურის მქონე ქვეყნებისაკენ, სადაც მძღოლი ქვეითს უღიმის და ქვეითმა იცის, სად გადაკვეთოს გზა და სად არა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

გამოყენებულია Che Anothordonic Photography-ს ფოტო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია